+995 32 237 10 07
ორშ. – შაბ. 09:00 18:00

პროცესებისა და საწარმოო სიმძლავრეების დაგეგმვა


პროცესებისა და საწარმოო სიმძლავრეების დაგეგმვა


1. წარმოება და  ძირითადი მატერიალური საშუალებები

 

 

2. ნედლეული

 

 

3.  მარაგები

 

 

ტექნოლოგიური პროექტი

 

პროექტირება რამდენიმე უმნიშვნელოვანესი ქმედების განხორციელებას მოიაზრებს, ესენია: პროცესის სტრატეგიის შემუშავება,  სიმძლავრის დაგეგმვა და ტექნოლოგიის შერჩევა. 

 

 პროცესის სტრატეგიული შერჩევა

 

 

 საწარმოო სიმძლავრეების დაგეგმვა

 

          საწარმოო სიმძლავრეების დაგეგმვამდე აუცილებელია კომპანიის მოღვაწეობის სფეროს და წარმოებული   პროდუქციის მაქსიმალური მოცულობის განსაზღვრა. გადაწყვეტილება მოღვაწეობის სფეროს შესახებ ეფუძნება ფოკუსირების მიმართულების შერჩევას. ზოგადად კომპანია შესაძლოა ფოკუსირებული იყოს წარმოებაზე, აწყობაზე, დისტრიბუციაზე ან მომსახურების გაწევაზე. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ესა თუ ის კომპანია რამდენიმე ზემოთ ჩამოთვლილი საქმიანობის სახეს ითავსებს, მაინც გამოიკვეთება ერთ-ერთი მათგანი, რომელსაც მოღვაწეობის ძირითადი სფერო ანუ ფოკუსი ეწოდება. 

       საწარმოო სიმძლავრეების მოცულობის განსაზღვრა საბაზრო მოთხოვნის პროგნოზირებასა და კომპანიის პოლიტიკაზეა დამოკიდებული. თუ ეს უკანასკნელი არ არის მკაფიოდ ჩამოყალიბებული, მაშინ საწარმოო სიმძლავრეების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაც გაჭირდება. შედარებით ადვილია საწარმოო სიმძლავრეების დაგეგმვა მატერიალური წარმოების სფეროში, რადგან აქ შესაძლებელია მარაგების ბუფერად გამოყენება. ამ დროს შედარებით ნაკლები მოთხოვნები ჩნდება საწარმოო სიმძლავრეების მოქნილობის მხრივ. რაც შეეხება მომსახურების სფეროს, სადაც მოთხოვნილება რიგ შემთხვევებში უკიდურესად ცვალებადია და ვერც მარაგებით არის შესაძლებელი მისდამი ადაპტაცია, ფირმის გამტარუნარიანობის დაგეგმვისას გასათვალისწინებელია, რომ მან დროის კონკრეტულ მომენტში შესაძლოა ვერ დააკმაყოფილოს პიკური მოთხოვნილება და წარმოიქმნას რიგები. ზოგადად გრძელვადიან პერიოდში სერვისული საწარმოს სიმძლავრე უნდა აღემატებოდეს საბაზრო მოთხოვნას, წინააღმდეგ შემთხვევაში საქმე გვექნება უსასრულო რიგებთან. სერვისულმა კომპანიამ საწარმოო სიმძლავრეების დაგეგმვის დროს უნდა განსაზღვროს რიგის უკიდურესად დასაშვები სიგრძე, მოცდენილი დანადგარების მაქსიმალური მოცულობა და ამის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება რიგების მართვის შესახებ. დეტალურად რიგების მართვის თეორიაზე ანუ მასობრივი მომსახურების სისტემების გამტარუნარიანობაზე ზემოთ უკვე გვქონდა საუბარი.

       საწარმოო სიმძლავრეების დაგეგმვის დროს, როგორც აღვნიშნეთ, გასათვალისწინებელია საბაზრო მოთხოვნისა და კომპანიის ხელთ არსებული რესურსების ბალანსი. ხშირად საბაზრო მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საჭიროა პროდუქციის მრავალფეროვანი ასორტიმენტის წარმოება, რაც უნდა ეყრდნობოდეს კომპანიის განკარგულებაში არსებულ რესურსებს. გარდა ასორტიმენტის განსაზღვრისა, საწარმოო სიმძლავრეების დაგეგმვის დროს მნიშვნელოვანია დროის ფაქტორიც. სიმძლავრე უნდა განისაზღვროს დროის კონკრეტული მონაკვეთისათვის. აღსანიშნავია, რომ სიმძლავრეების დაგეგმვის დროს გამოიყენება გრძელვადიანი (პერსპექტიული), საშუალოვადიანი და მოკლევადიანი (მიმდინარე) დაგეგმვის ცნებებიც. დაბოლოს, ცნება „სიმძლავრეების დაგეგმვა“ განსხვავებული დატვირთვის მატარებელია სხვადასხვა იერარქიულ საფეხურზე მყოფ მენეჯერთათვის. 

       წარმოების დარგში ვიცე-პრეზიდენტი ჩვეულებრივ წყვეტს ფირმის ყველა საწარმოს სიმძლავრეების დაგეგმვის საკითხებს. მისი მთავარი ამოცანაა სათანადო ოდენობის საფინანსო რესურსების უზრუნველყოფა. კომპანიის ცალკეული დეპარტამენტების (ბიზნეს-ერთეულების) დირექტორები დაკავებულნი არიან მათ დაქვემდებარებაში არსებული წარმოებების სიმძლავრეების განსაზღვრით. ისინი იღებენ გადაწყვეტილებებს ამ სიმძლავრეების ყველაზე ეფექტიანად გამოყენების შესახებ. იმის გათვალისწინებით, რომ წლის განმავლობაში კონკრეტულ პერიოდში მოთხოვნა ხშირად აღემატება არსებულ სიმძლავრეებს, მათ უნდა მიიღონ მატერიალურ-სასაქონლო მარაგების შექმნის გადაწყვეტილება. დაბალი დონის ხელმძღვანელობას ევალება საკუთარ საამქროებსა თუ ქვედანაყოფებში დანადგარების და სამუშაო ძალის დატვირთვა. ისინი შეიმუშავებენ ოპერაციების დაწვრილებით კალენდარულ გრაფიკებს და აწესრიგებენ მათ ყოველდღიურ ნაკადებს. კომპანიებში, როგორც წესი, არ არსებობს თანამდებობა, რომლის უშუალო ამოცანა იქნება საწარმოო სიმძლავრეების დაგეგმვა, ეს მრავალი სპეციალისტის პრეროგატივაა. ზოგადად საწარმოო სიმძლავრე ფარდობითი ტერმინია. მას შემდეგი განმარტებაც გააჩნია: იგი არის ხელმისაწვდომი რესურსების მოცულობა, რომელსაც საწარმო იყენებს დროის კონკრეტულ პერიოდში. ამ შემთხვევაში არ განიხილება სიმძლავრეების ეფექტიანი ან არაეფექტიანი გამოყენება და მხოლოდ კომპანიის პოტენციურ, მაქსიმალურ შესაძლებლობებზე მიუთითებს პროდუქციის წარმოების მხრივ.

       სიმძლავრეების სტრატეგიული დაგეგმვის მიზანია კაპიტალური რესურსების (შენობა-ნაგებობები, დანადგარები, ერთობლივი სამუშაო ძალა) იმ მოცულობის განსაზღვრა, რომლის შემთხვევაშიც კომპანია საუკეთესოდ შეძლებს კონკურენტული სტრატეგიის წარმატებულ განხორციელებას. საწარმოო სიმძლავრეების შერჩეული დონე დიდ გავლენას ახდენს ფირმის უნარზე, რეაგირება მოახდინოს კონკურენტების ქმედებებზე, საკუთარი დანახარჯების სტრუქტურაზე, მარაგების მართვის პოლიტიკაზე, ფირმის მენეჯმენტზე და მთლიანად პერსონალზე. თუ საწარმოო (ან სერვისული) სიმძლავრეები გადაჭარბებულია, მაშინ ფირმას ბიზნესში დარჩენისთვის მოუწევს მათი ათვისება, რასაც შედეგად მოჰყვება წარმოების მოცულობების ზრდა (ხშირად ნაკლებმომგებიანი პროდუქციის წარმოებაში ჩაშვებით) და ფასების შემცირება. შესაძლებელია მან აირჩიოს დაუტვირთავი სიმძლავრეების დაკონსერვების პოლიტიკა, რაც თავისთავად უკვე კომპრომისული გადაწყვეტილებაა _ ამ შემთხვევაში მან უნდა შეამციროს კადრები და/ან შექმნას გადაჭარბებული მატერიალურ-სასაქონლო მარაგები.

 

საწარმოო სიმძლავრეების კონცეფციები

 

გარდა საპროექტო სიმძლავრისა, არსებობს ე.წ. ეფექტიანი სიმძლავრის ცნებაც. ეფექტიანი სიმძლავრე არის წარმოებული პროდუქციის მოცულობა, რომლის მიღწევაც შეუძლია ფირმას არსებული ოპერაციული შეზღუდვების გათვალისწინებით. ოპერაციული შეზღუდვების მაგალითად გამოდგება მატერიალური და შრომითი რესურსების ნაკლებობა, დანადგარების ამორტიზაცია და დაზიანება, აგრეთვე წარმოების სხვა  ობიექტურად წარმოშობილი პრობლემები. ეფექტიანი სიმძლავრე ჩვეულებრივ ნაკლებია საპროექტო სიმძლავრეზე. ფაქტობრივი და ეფექტიანი დატვირთვის მაჩვენებლების შეფარდებით მიიღება სიმძლავრეების ეფექტიანობის კოეფიციენტი, რომელიც გამოითვლება შესაბამისი ფორმულით.

       მასშტაბის ეფექტი. საწარმოო სიმძლავრეების დაგეგმვის დროს აუცილებელია მასშტაბის ეფექტის გათვალისწინება. როდესაც საუბარია მასშტაბის ეფექტზე, ძირითადად იგულისხმება მასშტაბის დადებითი ეფექტი - მოვლენა, რომლის დროსაც წარმოების მოცულობის ზრდა იწვევს ერთი ერთეული პროდუქციის თვითღირებულების შემცირებას. მასშტაბის დადებით ეფექტს შეიძლება ეკონომიკური და ტექნოლოგიურ-ტექნიკური საფუძველი ჰქონდეს და ის ძალიან ხშირად გვხვდება მატერიალური წარმოების დროს. გაცილებით იშვიათი მოვლენაა მასშტაბის ნეიტრალური ეფექტი, როდესაც წარმოების მოცულობის ცვლილება არ ახდენს გავლენას პროდუქციის თვითღირებულებაზე და  მასშტაბის უარყოფითი ეფექტი, როდესაც წარმოების მოცულობის ზრდა თვითღირებულების გადიდებას იწვევს. ეს უკანასკნელი იშვიათად აღინიშნება იმ მომსახურების საწარმოებში, რომლებიც საწარმოთა ქსელებს ქმნიან. მასშტაბის დადებითი ეფექტის მაქსიმალურად გამოყენებისთვის ყოველ კონკრეტულ სიტუაციაში დამოუკიდებლად უნდა იქნას მიღებული გადაწყვეტილება დარგის ტექნოლოგიური, ტექნიკური თუ ეკონომიკური თავისებურებების გათვალისწინებით.

       მასშტაბის დადებითი ეფექტის გამოწვევის მცდელობისას საწარმოო სიმძლავრეების დაგეგმვის დროს აუცილებელია რამდენიმე მომენტის გათვალისწინება. მაგალითად, საწარმოო სიმძლავრეების მუდმივი ზრდა არ შეიძლება მხოლოდ დადებით მოვლენად განვიხილოთ, რადგან დიდი საწარმო, ერთი მხრივ, კარგავს მოქნილობას, მეორე მხრივ კი, მისი სიმძლავრეების დასატვირთად მუდმივად აუცილებელია მოთხოვნის მაღალ დონეზე შენარჩუნება, რაც არ არის ადვილი ამოცანა და ხშირად დიდ დანახარჯებთანაა დაკავშირებული. გარდა ამისა, კომპანიის ზრდა შეზღუდულია სხვადასხვა გარემოებით, მაგალითად: ნედლეულით უზრუნველყოფის შესაძლებლობებით, რესურსების და/ან მზა პროდუქციის ტრანსპორტირების გართულებით. ამის ნათელი ნიმუშია ლითონის სადნობი ბევრი საწარმო, რომელიც კონკრეტული მადნის სიახლოვეს შენდება და არასდროს გაიზრდება აღნიშნული რესურსული ბაზის პოტენციალის შესაძლებლობაზე მეტად. 

       პროფესიონალიზმის დახვეწის ეფექტი. საწარმოო სიმძლავრეების დაგეგმვის კიდევ ერთი გავრცელებული კონცეფცია ეყრდნობა პროფესიონალიზმის დახვეწის ეფექტს. ეს არის მოვლენა, რომლის მიხედვითაც საწარმო რაც უფრო დიდი ხნის განმავლობაში ფუნქციონირებს ამა თუ იმ დარგში და რაც უფრო დიდი რაოდენობით უშვებს პროდუქციას, მით უფრო მეტ გამოცდილებას იძენს და ხვეწს წარმოების მეთოდებს. ამის საფუძველზე კი მის მიერ გამოშვებული პროდუქციის თვითღირებულება მცირდება. ყოველ ჯერზე, კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციის მოცულობის გაორმაგების დროს, პროდუქციის ერთეულის თვითღირებულება გარკვეული პროცენტით მცირდება, რაც სხვადასხვა დარგის მიხედვით ვარირებს.

       პროფესიონალიზმის დახვეწისა და მასშტაბის დადებითი ეფექტი ის ფაქტორებია, რომლებიც მსხვილ წარმოებას უპირატეს მდგომარეობაში აყენებს პატარის მიმართ. სამაგიეროდ, პატარა საწარმოებსაც გააჩნია ერთი უპირატესობა დიდის მიმართ, რომლის მნიშვნელობა ეპოქის კონტექსტიდან გამომდინარე სულ უფრო იზრდება - ეს არის მოქნილობა. პატარა საწარმოებში უფრო ადვილია ბაზრის ცვალებადობაზე რეაგირება, რადგან შედარებით მცირე დრო სჭირდება ახალი პროდუქციის წარმოების ორგანიზებას და ბაზარზე გატანას.

 

 სიმძლავრეების ფოკუსირება

 

 

საწარმოო სიმძლავრეების მოქნილობა

 

 

 საწარმოო სიმძლავრეებზე მოთხოვნის  განსაზღვრა და  დატვირთვის გეგმები

 

1. პროგნოზირების მეთოდების გამოყენებით ამა თუ იმ პროდუქციის/მომსახურების გაყიდვების მოცულობების დადგენა; 

2. პროდუქციის/მომსახურების პროგნოზირებული გაყიდვების მოცულობების წარმოებისთვის საჭირო დანადგარების და სამუშაო ძალის გამოანგარიშება;

3. გარკვეული პერიოდისთვის დანადგარების და სამუშაო ძალის დატვირთვის გეგმის შედგენა.

       ამის შემდეგ ფირმები ახდენენ სარეზერვო სიმძლავრის განსაზღვრას, რომელიც წარმოადგენს სხვაობას დაგეგმილ და გამოყენებულ სიმძლავრეების მაჩვენებლებს შორის. ეს ფორსმაჟორული შემთხვევების ან მოთხოვნის სწრაფი ცვლილების დროს გამოიყენება.

საწარმოო სიმძლავრეების გამოყენების დროს კომპანია ხშირად დგება მისი დატვირთვის გაზრდის აუცილებლობის წინაშე.  ამ შემთხვევაში მას უჩნდება რამდენიმე პრობლემა, რომელთაგან მთავარია საწარმოო სისტემების ბალანსის შენარჩუნების, საწარმოო სიმძლავრეების განახლების სიხშირის და სიმძლავრეების გარე წყაროებიდან  გამოყენების საკითხები.

არსებობს სრული დაბალანსებულობის საწინააღმდეგო სხვა არგუმენტებიც, კერძოდ ბაზარზე მოთხოვნილების მერყეობა და ტექნოლოგიური ცვლილებები, რაც თავისთავად იწვევს საწარმოო სისტემის დაუბალანსებლობას, თუ არ ჩავთვლით ავტომატიზებულ ამწყობ ხაზს, რომელიც ფაქტობრივად ერთ მთლიან დანადგარს წარმოადგენს. სისტემის დაუბალანსებლობასთან ბრძოლის რამდენიმე საშუალება არსებობს. ერთი მათგანია „ვიწრო ადგილის“ („ბოთლის ყელის“), ანუ იმ საწარმოო უბნის სიმძლავრის მომატება, რომელსაც ყველაზე ნაკლები მწარმოებლურობა გააჩნია. ამის მიღწევა შესაძლებელია დროებითი ღონისძიებებით, მაგალითად, ზეგეგმურ სამუშაოთა გრაფიკის შედგენით, დანადგარების გრძელვადიანი არენდით ან ქვემოიჯარეებთან დადებული კონტრაქტის ხარჯზე დამატებითი სიმძლავრეების მოზიდვით. კიდევ ერთი საშუალებაა ვიწრო ადგილის სტადიაზე სარეზერვო მატერიალურ-სასაქონლო მარაგების შექმნა, რაც უზრუნველყოფს პროდუქციის შეუფერხებელ წარმოებას. ხშირად გამოყენებული მეთოდია საწარმოო სიმძლავრეების დუბლირებაც.

 

თანამედროვე ოპერაციული ტექნოლოგიები

 

საწარმოო ტექნოლოგიები

       თანამედროვე ტექნიკური უზრუნველყოფის სისტემების ყველაზე მარტივი მაგალითია  ციფრულ-პროგრამული მართვის ჩარხი, რომელიც შედგება ჩვეულებრივი ჩარხისა და კომპიუტერისაგან. ჩარხზე შესრულებული სხვადასხვა სახის ოპერაციები - ჩარხვა, ბურღვა, გაპრიალება და ა.შ. მიმდინარეობს ლოგიკური თანმიმდევრობით, რასაც მართავს კომპიუტერული ტექნიკა. ეს დანადგარები პირველად 60-იან წლებში გამოიყენეს აეროკოსმოსურ მრეწველობაში, რის შემდეგაც მათ ფართო გავრცელება ჰპოვეს. ამ ჩარხების თანამედროვე მოდელებს გააჩნია უკუკავშირის მქონე ავტომატიზებული მართვის ჩაკეტილი სისტემები, რომლებიც დამუშავების პროცესში ადგენენ ინსტრუმენტის და დეტალის მდგომარეობას, ადარებენ მათ პროგრამით გათვალისწინებულ მონაცემებთან და საჭიროების შემთხვევაში ახდენენ ჩარხის მუშაობის კორექტირებას. 

       ავტომატიზაციის ზემოთ განხილული ელემენტები შეიძლება გაერთიანდეს ე.წ. საწარმოო რგოლებში და მოქნილ საწარმოო სისტემებში. საწარმოო რგოლი შესაძლოა მოიცავდეს, მაგალითად, ერთ სამრეწველო რობოტს და ერთ გადამამუშავებელ ცენტრს. რობოტი შესაძლოა ისე დაპროგრამდეს, რომ მან ავტომატურად მიაწოდოს გადამამუშავებელ ცენტრს დაუმუშავებელი დეტალი და დამუშავების შემდეგ  აიღოს ის. ასეთი კომბინაცია ანაცვლებს ოპერატორის შრომას. მოქნილი საწარმოო სისტემა სრულად ავტომატიზებული საწარმოო სისტემაა, რომელიც შედგება გადამამუშავებელი ცენტრებისა და დეტალების მიწოდებისა და გადმოტვირთვის ავტომატებისაგან, ასევე მასალების მიწოდების და სხვა ავტომატიზებული სისტემებისაგან. მოქნილი საწარმოო სისტემების მთავარი უპირატესობაა ახალი პროდუქციის წარმოებაზე გადართვის უნარი. ამგვარი წარმოება ისეა ორგანიზებული, რომ მასში თითქმის სრულიად არ მონაწილეობს ადამიანი. ასეთი სისტემების შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველსაყოფად მათში ავტომატიზებული მართვის ურთულესი სისტემები გამოიყენება.

       ყველა მეთოდი, რომელიც გაერთიანებულია ინტეგრირებულ საწარმოო სისტემაში, ურთიერთდაკავშირებულია, რამეთუ ერთიანი მონაცემთა ბაზით სარგებლობენ. სრულად ინტეგრირებულ საწარმოო სისტემაში  პროექტირების, ტესტირების, დამზადების, აწყობის, ხარისხის კონტროლის და მასალების მართვის ფუნქციები არა მარტო ავტომატიზებულია, არამედ დაკავშირებულიც, როგორც ერთმანეთთან, ასევე საწარმოო დაგეგმვის პროცესებთან და გრაფიკების შედგენასთან.

 

მომსახურების სფეროს ტექნოლოგიები

 

მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ოპერაციების ხარისხის ამაღლების, ღირებულების შემცირების, შესრულების სისწრაფის გაზრდის ძირითადი ელემენტია სერვისული კომპანიის უნარი, ეფექტიანად მართოს და დაამუშაოს საინფორმაციო ნაკადი. საინფორმაციო ტექნოლოგიების უსწრაფესი განვითარება ყველაზე მეტად მომსახურების სექტორზე აისახა და ეს არც არის გასაკვირი, რადგან ინფორმაციის შექმნა, დამუშავება და გადაცემაც მომსახურების დარგებია. 

 

ტექნოლოგიებში განხორციელებული ინვესტიციების უკუგების შეფასება

 

       თანამედროვე ტექნოლოგიები მნიშვნელოვან კაპიტალდაბანდებებს მოითხოვს. გამომდინარე აქედან, მათ შეძენამდე ფირმამ დაწვრილებით უნდა გააანალიზოს დაბანდების საფინანსო და საქმიანი სარგებელი. ინვესტიციების ეკონომიკური მიზანშეწონილობის შეფასება რთული ამოცანაა, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ახალი ტექნოლოგიის შეძენის მიზანი არა მარტო სამუშაო ძალაზე გაწეული დანახარჯების შემცირებაა, არამედ პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესება, ასორტიმენტის გაფართოება, ახალი პროდუქციის შემუშავების ვადების შემცირება და საწარმოო პროცესის მოქნილობის ამაღლება. იმის გამო, რომ ამ უპირატესობების დიდი ნაწილი უშუალოდ არ იწვევს სამუშაო ძალაზე განხორციელებული დანახარჯების შემცირებას, მათი გამართლება ზოგჯერ ძალიან რთულია. გარდა ამისა, ტექნოლოგიების უსწრაფესი განვითარება განაპირობებს იმას, რომ შესყიდული დანადგარები მორალურად მალე ძველდება, რაც დამატებით ართულებს მათი უპირატესობის რაოდენობრივ შეფასებას. 

 

წარმოების დანახარჯების შემცირება

 

ახალი ტექნოლოგიების დანერგვის სხვა უპირატესობები

 

 

ახალი ტექნოლოგიების ათვისებასთან დაკავშირებული პრობლემები

 

მიუხედავად იმისა, რომ ახალი ტექნოლოგიების დანერგვა ფირმისთვის მთელ რიგ დადებით მოვლენებთან და უპირატესობებთან არის დაკავშირებული, არსებობს რამდენიმე რისკიც, რომელთა გაუთვალისწინებლობა არ შეიძლება. ამიტომ მენეჯერმა, სანამ ამა თუ იმ ტექნოლოგიის დანერგვას გადაწყვეტს, ყველა დადებითი და უარყოფითი ფაქტორი უნდა შეაფასოს. ქვემოთ ჩამოთვლილია ის რისკები, რაც შესაძლებელია თან ახლდეს ახალი ტექნოლოგიების დანერგვას.