+995 32 237 10 07
ორშ. – შაბ. 09:00 18:00

ვიზიტი მოლდოვაში


ვიზიტი მოლდოვაში


კომპანია "ინოსისტემსის" ხელძღვანელები და წარმომადგენელბი იმყოფებოდნენ ვიზიტით მოლდოვაში, სადაც გაეცნენ მოლდოვის ღვინის წარმოების ტექნოლოგიებს და გაცვალეს გამოცდილება. აგრეთვე დაათვალიერეს საკმაოდ ინოვაციური და თანამედროვე, ძირითადად ევროპული წარმოების ის დანადგარები, რომლებიც მოლდოველებმა  პირველებმა შეიძინეს. 

ჩვენი კომპანიის სპეციალისტებმა შეაფასეს აღნიშნული დანადგარების დადებითი და უარყოფითი მხარეები, რადგან მიეღოთ შესაბამისად სწორი გადაწყვეტილებები ანალოგიური დანადგარების საქართველოში შეძენისათვის. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს კომპანიას მოლდოვასთან აქვს ძალიან თბილი და მჭიდრო კავშირები. 2010 წელს მოხდა მოლდოვიდან მარგარინის წარმოების ტექნოლოგიური ხაზის შეძენა-შემოტანა საქართველოში და დამონტაჟება, რომელიც დღესაც წარმატებით მუშაობს  კომპანია ,,წეროვანში..  და უშვებს სხვადასხვა სახეობის "სპრედებს" და მარგანინებს.