+995 32 237 10 07
ორშ. – შაბ. 09:00 18:00

პროექტების ეტაპები


პროექტების ეტაპები


1

ფრინველის გამრავლება

2

ფრინველის კვება

3

ფრინველის ჯანმრთელობის დაცვა

4

კვერცხის და ფრინველის ხორცის წარმოება

5

კვერცხის და ფრინველის ხორცის რეალიზაცია

6. სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა და ფრინველთა მოვლა

7. სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა და ფრინველთა კეთილდღეობაზე ზრუნვა

 8. ცხოველური წარმოშობის სურსათის ხარისხის უზრუნველყოფა

 

ფრინველის ხორცისა და ქათმის კვერცხის წარმოება სწორადაა აღიარებული, როგორც ეკონომიკურად მომგებიანი და შემოსავლიანი ბიზნესი მთელ მსოფლიოში. ფრინველის წარმოების ახალი საწარმოს გახსნისას მწარმოებლები ცდილობენ გამოიყენონ ყველა მომგებიანი მომენტი, რომლის საშუალებაც მათ ეძლევათ თნამედროვე პროექტირებითა და მშენებლობით. თანამედროვე დაპროექტება მომხმარებელს აძლევს უამრავ ხელსაყრელ ვარიანტს, ხოლო დაპროექტების ყველა სტანდარტი მკაცრად არის დაცული.

ფრინველის ფერმის დაპროექტების ძირითადი მოთხოვნები

დამკვეთს ჩვენ ვუმზადებთ დაპროექტების დოკუმენტაციის სრულ პაკეტს, როგორც  ქაღალდზე და ასევე ელექტრონულ ვერსიას. მათ შორის არის ესკიზური კვლევები, ნახაზები, სპეციფიკაციები, განმარტებითი ბარათები.

ფრინველის ფერმის დაპროექტების ძირითადი მოთხოვნებია:

ფრინველის ფერმის ძირითად სათავსოებს წარმოადგენს ზრდასრული ფრინველების მოთავსების ადგილი, ინკუბატორი, კვერცხის დასუფთავებისა და დახარისხების განყოფილება, საკვების მომზადების განყოფილება, საკვების შენახვის ადგილი, სასაკლაო და ხორცის გადამამუშავებელი საამქროები, სამაცივრე საკნები ფრინველის ხორცის შესანახად.

პროექტი ითვალისწინებს სავენტილაციო სისტემების, განათების, გათბობის, საწარმოო ხაზების, წყალმომარაგებისა და ფრინველებისთვის საკვების მიწოდების, ნარჩენების დასუფთავების სისტემების შემუშავებას.

მაქსიმალურად მომგებიანი პროექტის მიღება შესაძლებელია მხოლოდ დამკვეთისა და დამპროექტებლებთან მჭიდრო ურთიერთქმედებით. მომავალი საწარმოს წარმატების ერთ-ერთი პირობა არის  დამკვეთის მიერ მოწოდებული მონაცემების სანდოობა და სრულყოფილება. ამისათვის ჩვენ გთავაზობთ დაპროექტების ტექნიკური დავალების შედგენასა და დამტკიცებას. დავალების ფორმა ეგზავნება მომხმარებელს. ჩვენი სპეციალისტები ამ დოკუმენტის მომზადებაში კომპეტენტურ დახმარებას გაგიწევენ, რადგან ჩვენ ვართ დაინტერესებული კომერციული საწარმოს სამომავლო მუშაობის წარმატებაში.

ფრინველის ფერმის პროექტზე მუშაობის დაწყებისას დამკვეთმა უნდა უპასუხოს შემდეგ კითხვებს:

პროდუქციის დაგეგმილი ასორტიმენტი (მხოლოდ კვერცხი, ან აგრეთვე ხორცი, ბუმბულის პროდუქცია)?