+995 32 237 10 07
ორშ. – შაბ. 09:00 18:00

ყურძნის კონცენტრირებული წვენის საწარმო - შპს "ნუგბარი"


ყურძნის კონცენტრირებული წვენის საწარმო - შპს "ნუგბარი"


დამკვეთი: შპს „ნუგბარი“

პროექტის დაკვეთა მოხდა 2018 წლის 22 მარტს.

პროექტის დამუშავება დამთავრდა 2018 წლის 24 აპრილს.

დაკვეთის საგანი: ყურძნის კონცენტრირებული წვენის საწარმოს შპს „ნუგბარის“ პროექტის დამუშავება.

კომპანია შპს „ინოსისტემმა“ აღნიშნული საწარმოს პროექტისათვის შესაბამისი დარგის პროფესიონალ სპეციალისტთა გუნდის მიერ შეასრულა შესაბამისი სამუშაოები, როგორც არქიტექტურული, ისე ტექნიკური და ტექნოლოგიური მიმართულებით.

1.

დამუშავდა საწარმოს არქიტექტურული პროექტი;

2.

ტექნიკურ-ტექნოლოგიურ ნაწილში კი მოხდა საჭირო მასალების და დოკუმენტაციის მოძიება, დამუშავება და შეთავაზება დამკვეთისათვის მისი წარმოებაში დანერგვის კუთხით;

3.

ტექნიკურ ნაწილში თანამედროვე ტექნოლოგიური დანადგარების შერჩევა და გათვლა საქართველოში არსებული რეალური პირობების გათვალისწინებით, შემდგომში მათი ეფექტური გამოყენებისათვის;

4.

ტექნოლოგიურ ნაწილში - შერჩეული ტექნოლოგიური დანადგარების შესაბამისად ახალი ინოვაციური ტექნოლოგიების შერჩევა, რომლის შედეგადაც წარმოებული პროდუქცია იქნება შედარებით კონკურენტუნარიანი, როგორც ადგილობრივ ბაზარზე არსებულ, ასევე უცხოეთის ქვეყნებში წარმოებული პროდუქციის ასორტიმენთან შედარებით;

5.

შესაბამისი აუცილებელი სტანდარტული დოკუმენტაციის მოძიება-დამუშავება წარმოებაში პრაქტიკულად დანერგვისათვის ტექნოლოგიური პროცესის პარამეტრების მკაცრი დაცვით, რაც საბოლოოდ უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის პროდუქციის წარმოებას და ადამიანის კვებით უსაფრთხოებას.