+995 32 237 10 07
ორშ. – შაბ. 09:00 18:00

პროექტი ბიოლი - "საქმიანი ეზო"


პროექტი ბიოლი - "საქმიანი ეზო"


“MEDGROUP GEORGIA”

 

ბიოლი

 

საქმიანი ეზო

 

ტექ-დავალება ტექსტური ნაწილი

 

 

ტექ-დავალება

 

კომპანია “MEDGROUP GEORGIA”  მოგმართავთ თხოვნით, გაგვიკეთოთ შემოთავაზება დაბა კოჯორში განთავსებულ, ველნეს კომპლექს ბიოლის ტერიტორიაზე მოსაწყობი "საქმიანი ეზოს" თაობაზე, ძირითადი და დამხმარე ნაგებობების ტექნოლოგიური სქემის სახით.

საპროექტო ტერიტორიის საერთო ფართი შეადგენს 7200 კვმ-ს.

საქმიანი ეზო უდა მოიცავდეს ძირითადად და დამხმარე ნაგებობებს შემდეგი შინაური ცხოველების მოხერხებული შენახვისა და რეალიზაციისთვის.

  • ძროხა;
  • ცხენი;
  • ხოხობი;
  • ქათამი;
  • კურდღელი;
  • თხა;
  • მწყერი;

საქმიანი ეზოს ტერიტორიაზე ასევე იგეგმება რძის პროდუქტების მცირე საწარმოს მოწყობა.

ერთი ვიზიტორის დღიურ რაციონში რძის პროდუქტების წილი შემდეგნაირია:

  • ხაჭო ან ნადუღი 350გრ;
  • ყველი 300გრ;
  • რძე 200 მილიგრამი;
  • მაწონი 250 მილიგრამი;

კომპლექსზე ვიზიტორების საორენტაციო რაოდენობა 50 ადამიანი.

ზემოთ აღნიშნული რძის პროდუქტებიდან გამომდინარე მოვიაზრებთ შინაური ცხოველების შემდეგ რაოდენობას:

  • ძროხა 5;
  • ცხენი 4;
  • თხა 20;
  • კურდღელი 30;
  • ქათამი 20;
  • ხოხობი 10;
  • მწყერი 20;

მოწოდებული დოკუმენტაციის ნუსხა:

  • ტოპო გეგმა მ 1:500 (Auto-Cad, PDF);
  • რეგისტრირებული ნაკვეთების სიტუაციური გეგმა მ 1:500 (Autocad, PDF);
  • ორთოფოტო ნაკვეთის წითელი ხაზების ჩვენებით (Auto-Cad, PDF);
  • ტექსტური ნაწილი (Word Document);

შენიშვნა:

1. ხოხბებისთვის უნდა მოეწყოს მხოლოდ ზამთრის ბაღი და დახურული ვოლიერების ზრდასრული ხოხბების შენახვისა და რეალიზაციისთვის;

2. ფერმაში მსხვილფეხა საქონლის რაოდენობის ზრდა არ იგეგმება. მოხდება ნამატის რაიმე ფორმით რეალიზაცია.

3. ჩვენს მიერ მოწოდებული საქონლის და თხების რაოდენობის კორექტირება შესაძლებელია ტექნოლოგის რეკომენდაციის შემთხვევაში.