+995 32 237 10 07
ორშ. – შაბ. 09:00 18:00

კანონმდებლობა


კანონმდებლობა


ტექნიკური რეგლამენტი - რძე

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №152

2015 წლის 3 აპრილი

ქ. თბილისი

 

რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე +
მუხლი 1
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „რძისა და რძის ნაწარმის  შესახებ“  ტექნიკური რეგლამენტი. 
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს  2015 წლის 1 აგვისტოდან.

პრემიერ-მინისტრი   ირაკლი ღარიბაშვილი
მუხლი 1
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „რძისა და რძის ნაწარმის  შესახებ“  ტექნიკური რეგლამენტი. 
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს  2015 წლის 1 აგვისტოდან.
პრემიერ-მინისტრი   ირაკლი ღარიბაშვილი

 

რძისა და რძის ნაწარმის  შესახებ  ტექნიკური რეგლამენტი

მუხლი 1.ზოგადი დებულებები

„რძისა და რძის ნაწარმის  შესახებ“  ტექნიკური რეგლამენტი (შემდგომში - ტექნიკური რეგლამენტი) ადგენს მოთხოვნებს რძის, რძის ნაწარმის და რძის შემცველი პროდუქტის მიმართ და აწესრიგებს  ბიზნესოპერატორის მიერ  რძის, რძის ნაწარმის და რძის შემცველი პროდუქტის წარმოებისა და ბაზარზე განთავსების პირობებს.

მუხლი 2.მიზანი და გამოყენების სფერო

1. ტექნიკური რეგლამენტი მიზნად ისახავს, რძისა და რძის ნაწარმის, რძის შემცველი პროდუქტის წარმოების, გადამუშავების, დისტრიბუციის ეტაპებზე რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრას და მომხმარებელთა უფლებების დაცვას.

2.  ტექნიკური რეგლამენტი ადგენს:  

ა)  მოთხოვნებს რძის, რძის ნაწარმის  და რძის შემცველი პროდუქტის  მიმართ;

ბ) მოთხოვნებს რძის, რძის ნაწარმის  და რძის შემცველი პროდუქტის წარმოებასა და გადამუშავებასთან დაკავშირებული ტერმინების, ასევე, რეგულირების ობიექტის ეტიკეტირების   მიმართ;

გ)  რძის, რძის ნაწარმის  და რძის შემცველი პროდუქტის  ბაზარზე განთავსების პირობებს;

დ)  სპეციფიკურ მოთხოვნებს ნედლი რძის მიმართ;

ე) ჰიგიენურ მოთხოვნებს რძის მწარმოებელი ბიზნესოპერატორის მიმართ;

ვ) რძის, რძის ნაწარმის  და რძის შემცველი პროდუქტის იდენტიფიკაციის წესებს;

ზ)  რძის, რძის ნაწარმის  და რძის შემცველი პროდუქტის შესაბამისობის კონტროლის  პროცედურებს.

მუხლი 3. რეგულირების ობიექტი

1. რეგულირების ობიექტებია  საქართველოს ტერიტორიაზე მიმოქცევაში არსებული რძე და რძის შემდეგი ნაწარმი:

ა) ნედლი რძე და ნედლი ნაღები;

ბ) სასმელი რძე და სასმელი ნაღები;

გ) რძემჟავა პროდუქტი;

დ) კარაქი;

ე) ყველი და ყველის პროდუქტი;

ვ)  რძის გადამუშავების თანანაწარმი პროდუქტი.

2. რეგულირების ობიექტია,  ასევე,   რძის შემცველი პროდუქტი.

მუხლი 4. ტერმინთა განმარტებები

ამ წესის მიზნებისათვის,  სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის შესახებ საქართველოს კოდექსით განსაზღვრულ ტერმინებთან ერთად,  გამოიყენება   ტერმინები, რომელთაც აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

) რძე - სასოფლო-სამეურნეო ცხოველის სარძევე ჯირკვლის ნორმალური ფიზიოლოგიური სეკრეციის პროდუქტი, რომელიც მიიღება ლაქტაციის პერიოდში ერთი ან მეტი ცხოველისაგან, ერთი ან მეტი წველის შედეგად,   რაიმე  ნივთიერების დამატების,  ან    მოცილების  გარეშე და გამიზნულია, ადამიანის მოხმარებისათვის სასმელად ან შემდგომი გადამუშავებისათვის;

რძის ნაწარმი - რძისგან  ან/და რძის შემადგენელი კომპონენტ(ებ)ისგან  წარმოებული სურსათი, რომელსაც შესაძლოა დამატებული ჰქონდეს გადამუშავებისათვის  ფუნქციურად  აუცილებელი  საკვებდანამატ(ებ)ი და  ინგრედიენტები  იმ პირობით, რომ რძისთვის არადამახასიათებელი კომპონენტ(ებ)ის დამატება არ ხდება რძის შემადგენელი კომპონენტ(ებ)ის ჩანაცვლების მიზნით;

რძის შედგენილი ნაწარმი/რძის კომპოზიციური  ნაწარმი - რძის ნაწარმი, რომელშიც უპირატესი შემცველობა აქვს რძეს, რძის ნაწარმს ან რძის ცალკეულ შემადგენელ კომპონენტს იმ პირობით, რომ  რძისათვის  არადამახასიათებელი კომპონენტ(ებ)ის დამატება არ ხდება  რძის შემადგენელი  კომპონენტ(ებ)ის ნაწილობრივ, ან სრულად ჩანაცვლების მიზნით;

რძის  ნაწარმი აღდგენილი - რძის ნაწარმი, რომელიც მიიღება რძის  მშრალ ან შესქელებულ/კონცენტირებულ ნაწარმზე იმ რაოდენობის წყლის დამატებით, რომ მასში აღდგენილ იქნეს  რძის ნაწარმისთვის დეკლარირებული სტანდარტით დადგენილი, დამახასიათებელი სინესტისა და მშრალი ნივთიერების მასური წილის შესაბამისი თანაფარდობა;

რძის ნაწარმი რეკომბინირებული - რძის გადამუშავების შედეგად მიღებული ნაწარმი,  რომელიც მიიღება რძის ცხიმისა და მშრალი მოხდილი რძისაგან  წყლის დამატებით, ან წყლის დამატების გარეშე, დეკლარირებული სტანდარტით განსაზღვრული შედგენლობის რძის ნაწარმის მისაღებად;

რძის შემცველი პროდუქტი - სურსათი,  რომელიც არ წარმოადგენს რძის ნაწარმს, რძის შედგენილ ნაწარმს, რძის აღდგენილ ნაწარმს ან რძის რეკომბინირებულ ნაწარმს და რომლის შემადგენელ ინგრედიენტს წარმოადგენს რძე, რძის ნაწარმი ან რძის შემადგენელი კომპონენტ(ებ)ი;

)  რძის გადამუშავების თანანაწარმი პროდუქტი -  რძის ნაწარმის გადამუშავებისას  მიღებული თანმდევი  პროდუქტი;

) რძე სასმელი - რძე, რომელიც გამიზნულია ადამიანის მიერ უშუალოდ მოხმარებისათვის, შემდგომი გადამუშავების გარეშე; 

რძე  ნედლი -  რძე, რომელსაც არ გაუვლია  40 ​0C -ზე  მაღალ ტემპერატურაზე თერმული  (თბური) დამუშავება, ან  სხვაგვარი დამუშავება, რომელიც  მისი შემადგენელი კომპონენტ(ებ)ის ცვლილებას გამოიწვევს;

რძე მოუხდელი სასმელი - თერმულად (თბურად)  დამუშავებული რძე, რომელიც შეიძლება იყოს სტანდარტული და  არასტანდარტული;

რძე  სასმელი მოუხდელი სტანდარტული - თერმულად (თბურად) დამუშავებული  რძე, რომელშიც რძის ცხიმის შემცველობა არანაკლებ 3,5%-ია;

მ) რძე სასმელი მოუხდელი არასტანდარტული - თერმულად (თბურად) დამუშავებული  რძე, რომელშიც, მოწველის შემდეგ,  რძის ცხიმის შემცველობა არ არის შეცვლილი რძის ცხიმის დამატებით ან მოცილებით, ან  სხვა ისეთ რძესთან შერევით, რომელშიც შეცვლილია რძის ცხიმი. არასტანდარტულ მოუხდელ სასმელ რძეში  რძის ცხიმის მასური წილი  არანაკლებ 3,5%-ია;

რძე სასმელი ნახევრადმოხდილი (ნახევრადგაუცხიმოებული- თერმულად (თბურად) დამუშავებული  რძე, რომელშიც რძის ცხიმის შემცველობა არანაკლებ 1,5%-ს და არაუმეტეს  1,8%-ს შეადგენს;

რძე სასმელი მოხდილი (გაუცხიმოებული) - თერმულად (თბურად) დამუშავებული რძე, რომელშიც რძის ცხიმის შემცველობა არ აღემატება 0,5%-ს;  

პ) რძე მშრალი (რძის ფხვნილი) – რძის ნაწარმი, რომელიც მიიღება რძის ნაწილობრივ გაუწყლოებით. ცხიმშემცველობის მიხედვით, მშრალი რძე შეიძლება იყოს მოუხდელი, მოხდილი (გაუცხიმოებული) და ნაწილობრივ მოხდილი (ნაწილობრივ  გაუცხიმოებული);

 ჟ) რეტენატი რძის/ულტრაკონცენტრატი  რძის  ცილის  - რძის ცილის კონცენტრირებული პროდუქტი, რომელიც მიიღება რძის, ნახევრადმოხდილი (ნახევრადგაუცხიმოებული) ან მოხდილი (გაუცხიმოებული) რძის ულტრაფილტრაციის შედეგად;

რ) პერმეატი რძის - რძის, ნახევრადმოხდილი (ნახევრადგაუცხიმოებული) ან მოხდილი (გაუცხიმოებული) რძის ულტრაფილტრაციის შედეგად მიღებული პროდუქტი, რომელიც არ შეიცავს რძის ცილასა და რძის ცხიმს;

რძის ნაწარმი შემჟავებული,  რძის შემცველი პროდუქტი შემჟავებული -  რძის ნაწარმი, ან რძის შემცველი პროდუქტი,  რომლის მჟავიანობა ( pH) 3,8-დან 5,5 - მდეა;

) სასმელი რძიანი - თხევადი პროდუქტი, მათ შორის,  შრატისგან  მიღებული პროდუქტი,  რომელშიც  რძის   ნაწარმის შემცველობა არანაკლებ 50%-ია;  

) რძე პასტერიზებული, რძე სტერილიზებული, რძე  ულტრაპასტერიზებული  (მაღალი ტემპერატურით დამუშავებული- უვნებლობის მიკრობიოლოგიური  მაჩვენებლების დადგენილი მოთხოვნების დაცვის მიზნით,  თერმულად (თბურად)  დამუშავებული სასმელი  რძე;

)  ფორტიფიცირებული (გამდიდრებული)  პროდუქტი  - რძე, რძის ნაწარმი, რძის შემცველი პროდუქტი,  რომელშიც ცალკე ან კომპელქსურად  დამატებით შეტანილია: ცილა, ვიტამინები, მიკრო  და მაკროელემენტები, საკვები ბოჭკოები, ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავები,  ფოსფოლიპიდები,  პრობიოტიკები,  პრებიოტიკები;

) რძე  შესქელებული/კონცენტრირებული   - რძის ნაწარმი, რომელიც მიიღება რძის ნაწილობრივ გაუწყლოებით, გაცხელებით ან სხვა ტექნოლოგიური პროცესით. მასში რძის ცხიმის ან/და ცილის შემადგენლობის ნორმალიზაციისათვის დასაშვებია, რძის ცალკეული შემადგენელი კომპონენტ(ებ)ის დამატება და/ან მოცილება  შრატის ცილებისა და კაზეინის თანაფარდობის ცვლილების გარეშე.  ცხიმშემცველობისა და შაქრის შემცველობის მიხედვით შესქელებული რძე შეიძლება იყოს: მოუხდელი,  მოხდილი (გაუცხიმოებული), ნაწილობრივ მოხდილი (ნაწილობრივ გაუცხიმოებული),  მაღალი ცხიმშემცველობით, მოუხდელი    შაქრით, მოხდილი (გაუცხიმოებული), ნაწილობრივ  მოხდილი (ნაწილობრივ გაუცხიმოებული)   შაქრით,  შაქრით - მაღალი ცხიმშემცველობით; 

)  რძე   ნაწილობრივ   შესქელებული - რძის  ნაწარმი, რომელიც მიიღება მოხდილი (გაუცხიმოებული) ან ნაწილობრივ მოხდილი (ნაწილობრივ გაუცხიმოებული), შაქრიანი ან უშაქრო რძისაგან, ან მათი  შერევით, წყლის ნაწილობრივი მოცილებით, რომელსაც შესაძლებელია,   დამატებული ჰქონდეს  ნაღები ან მშრალი რძე, ან ორივე ერთად იმ პირობით, რომ მზა პროდუქტში მშრალი ნივთიერების  მასური წილი არ აღემატება  25%-ს;

რძისათვის არადამახასიათებელი ინგრედიენტი (არარძისმიერი ინგრედიენტი) - სურსათი, რომელიც ემატება რძის გადამუშავების პროდუქტს (სოკო,  ხორცისა და ძეხვეულის ნაწარმი, ზღვის პროდუქტები, თაფლი, ბოსტნეული, ნიგოზი, თხილი, ხილი, კვერცხი, ჯემი, ხილისა და ბოსტნეულის წვენები, ხილფაფა, შოკოლადი  და სხვა საკონდიტრო ნაწარმი, ყავა, ჩაი, ლიქიორი, რომი, შაქარი, მარილი,  და სხვ. ასევე, ნატურალური არომატიზატორები, მათ შორის, სანელებლები და სხვა  საკვებდანამატები, ვიტამინები, რძისათვის არადამახასიათებელი ცილა,  ცხიმები, ნახშირწყლები, მიკრო  და მაკროელემენტები);

შ) ნაღები –  მაღალი ცხიმშემცველობის რძის თხევადი ნაწარმი, რძის პლაზმისა და ცხიმის ემულსია, წარმოებული რძის სეპარირებით;

ნაღები მშრალი  (ნაღების ფხვნილი) - რძის მშრალი ნაწარმი, რომელიც მიიღება ნაღების გამოშრობით;   

ნაღები აღდგენილი -  ნაღები, რომელიც მიიღება  რძის ნაწარმის (მშრალი ნაღების)  აღდგენით, სასმელი წყლის დამატებით ან სასმელი წყლის დამატების  გარეშე  და მისი შემადგენლობა ნაღების შემადგენლობის  იდენტურია;

)  ნაღები რეკომბინირებული - ნაღები, რომელიც მიიღება  რძის ნაწარმის შერევით,  სასმელი წყლის დამატებით ან სასმელი წყლის დამატების  გარეშე  და მისი შემადგენლობა ნაღების  შემადგენლობის იდენტურია;

)  ნაღებირომელიც ექვემდებარება დამატებით ტექნოლოგიურ გადამუშავებას - რძის ნაწარმი, რომელიც მიიღება ნაღების, რეკომბინირებული ან/და  აღდგენილი ნაღების  ტექნოლოგიური გადამუშავებით, დაფასოებული თხევადი ნაღების, ასათქვეფი ნაღების, წნევის ქვეშ დაფასოებული  ნაღების, ათქვეფილი ნაღების, შემჟავებული ნაღების, ფერმენტირებული/რძემჟავა ნაღების   მისაღებად;

ჭ) ნაღები დაფასოებული, თხევადი  - რძის თხევადი ნაწარმი, რომელიც მიღებულია ნაღების, რეკომბინირებული ან/და აღდგენილი ნაღების დაფასოებით და გამიზნულია შემდგომი  მოხმარებისათვის ან/და უშუალოდ გამოყენებისათვის;

ხ) ნაღები ასათქვეფი  -  რძის თხევადი ნაწარმი, რომელიც მიღებულია რეკომბინირებული ან/და აღდგენილი ნაღებისაგან,  შემდგომი ათქვეფის მიზნით. თუ მისი გამოყენება ხდება  უშუალოდ  მომხმარებლის მიერ, მაშინ  წარმოების ტექნოლოგია უნდა უზრუნველყოფდეს ადვილად ათქვეფას;

ნაღები წნევის ქვეშ დაფასოებული  - თხევადი, აღდგენილი ან/და რეკომბინირებული ნაღები, რომელიც დაფასოებულია მაღალი წნევის ქვეშ და მისი ათქვეფა ხდება ტარიდან გათავისუფლების შემდეგ;

ნაღები ათქვეფილი  - თხევადი, აღდგენილი ან/და რეკომბინირებული ნაღები, გაჯერებული ჰაერით ან ინერტული აირით, რომელიც არ ექვემდებარება საწყისი ემულსიის  სახით - „ცხიმი - მოხდილი რძე“ აღდგენას;

​1ნაღები ფერმენტირებული/რძემჟავა რძის ნაწარმი, რომელიც მიიღება ნაღების, აღდგენილი ან რეკომბინირებული ნაღების ფერმენტაციით, შესაბამისი მიკროორგანიზმების გამოყენებით, რომლებიც  ამცირებენ მჟავიანობას (pH) კოაგულაციით, ან კოაგულაციის გარეშე;

​2ნაღები შემჟავებული - ნაღებისგან, აღდგენილი ან/და რეკომბინირებული ნაღებისაგან მიღებული რძემჟავა პროდუქტი, რომელსაც მჟავიანობის (pH) შემცირების მიზნით, კოაგულაციით ან კოაგულაციის გარეშე, დამატებული აქვს მჟავა ან მჟავიანობის რეგულატორი;

​3ნაღები  ნედლი  -  თერმულად (თბურად)   არაუმეტეს  45 ​0 C -ზე  დამუშავებული  ნაღები;

​4)  რძემჟავა პროდუქტი/ფერმენტირებული რძე  - რძის ნაწარმი, რომელიც მიიღება რძისგან, მისი შემადგენელი კომპონენტების ცვლილებით ან ცვლილების გარეშე,  შესაბამისი მიკროოგანიზმების მოქმედებით, რომლებიც  ამცირებენ მჟავიანობას (pH) კოაგულაციით, ან კოაგულაციის გარეშე.  შენახვის ვადის განმავლობაში, დედოს მიკროორგანიზმებს შენარჩუნებული უნდა  ჰქონდეთ გამრავლების და დაგროვების უნარი. თერმულად (თბურად) დამუშავებულ  რძემჟავა პროდუქტებზე ცოცხალ მიკროორგანიზმებთან დაკავშირებული მოთხოვნები არ ვრცელდება; 

​5 რძემჟავა პროდუქტი არომატიზებული - რძის შედგენილი ნაწარმი, რომელშიც რძისთვის არადამახასიათებელი კომპონენტ(ებ)ისა და არომატიზატორების ჯამური შემცველობა შეადგენს არაუმეტეს 50%-ს;  

​6)  რძემჟავა პროდუქტი კონცენტრირებული - რძის ნაწარმი, რომელშიც ცილის შემცველობა ფერმენტაციამდე ან ფერმენტაციის შემდეგ გაზრდილია არანაკლებ 5,6%-მდე;

​7)  რძემჟავა პროდუქტზე დაფუძნებული სასმელი (რძემჟავა სასმელი) - რძის შედგენილი ნაწარმი, რომელიც მიიღება რძემჟავა პროდუქტებზე  წყლის და სხვა ინგრედიენტების -  შრატის, რძისთვის არადამახასასიათებელი კომპონენტების, ასევე გემოს მიმცემი ინგრედიენტების დამატებით, ან მათი დამატების გარეშე და მასში  რძემჟავა პროდუქტის შემცველობა არანაკლებ 40%-ს შეადგენს; 

 ​8აირანი -  რძემჟავა   პროდუქტი,  წარმოებული დედოს მიკროორგანიზმების - თერმოფილური რძემჟავა სტრეპტოკოკების, ბულგარული რძემჟავას ჩხირისა და საფუარის (Lactobacillus delbrueckii ssp. bulgaricus და Streptococcus thermophilus), ან საფუარის გარეშე   შერეული (რძემჟავა და სპირტის) დუღილის შედეგად;  

​9) რძე აციდოფილური -  რძემჟავა  პროდუქტი, წარმოებული  აციდოფილური რძემჟავა ჩხირის (Lactobacillus acidophilus)   გამოყენებით;

​10 ვარენეცი (რძემჟრალი)- რძემჟავა პროდუქტი, რომელიც იწარმოება წინასწარ სტერილიზებული ან 97​0C-ზე  თერმულად სხვაგვარად დამუშავებული (± 2​0C)  რძისა ან/და რძის ნაწარმის შედედებითა და დედოს მიკროორგანიზმების - თერმოფილური რძემჟავა  სტრეპტოკოკების (Streptococcus thermophilus)  გამოყენებით, დამახასიათებელი ორგანოლეპტიკური თვისებების მიღწევამდე;

​11იოგურტი რძემჟავა პროდუქტი, რომელიც შეიცავს  რძის მშრალი გაუცხიმოებული  ნივთიერებების გაზრდილ რაოდენობას და რომელიც   იწარმოება  დედოს მიკროორგანიზმების ნარევის - თერმოფილური რძემჟავა  სტრეპტოკოკებისა (Streptococcus thermophilus) და   რძემჟავა ჩხირების (Lactobacillus delbrueckii  subsp. bulgaricus) ან Streptococcus thermophilus-ისა  და Lactobacillus-ის ალტერნატიული კულტურების გამოყენებით;

​12კეფირი - რძემჟავა პროდუქტი, რომელიც მიიღება შერეული დუღილის (რძემჟავა და სპირტული)   შედეგად,  კეფირის სოკოზე დამზადებული დედოს გამოყენებით; 

​13  კუმისი -  რძემჟავა პროდუქტი, რომელიც მიიღება ფაშატის რძის შერეული დუღილით (რძემჟავა და სპირტული);

​14პროსტოკვაშა - რძემჟავა პროდუქტი, წარმოებული დედოს მიკროორგანიზმების - ლაქტოკოკების (Lactococcus)  ან/და  თერმოფილური რძემჟავა სტრეპტოკოკების (Streptococcus thermophilus) გამოყენებით; 

​15არაჟანი  - რძემჟავა პროდუქტი,  წარმოებული  რძის ნაღების შედედებით და   რძის  ნაწარმის დამატებით ან დამატების გარეშე,   დედოს მიკროორგანიზმების,  ლაქტოკოკების (Lactococcus)   ან ლაქტოკოკებისა (Lactococcus)   და თერმოფილური რძემჟავა სტრეპტოკოკების (Streptococcus thermophilus)   ნარევის გამოყენებით;   

​16 ხაჭო  - რძემჟავა პროდუქტი, წარმოებული მოხდილი (გაუცხიმოებული) ან  მოუხდელი რძისგან, ან მოხდილი (გაუცხიმოებული) ან  მოუხდელი მშრალი რძისგან ან რძის ნაწარმისაგან, დედოს მიკროორგანიზმების -   ლაქტოკოკების  (Lactococcus),  ან ლაქტოკოკების (Lactococcus)    და თერმოფილური რძემჟავა სტრეპტოკოკების (Streptococcus thermophilus)    ნარევის გამოყენებით, რომელშიც  რძის  ცილების კოაგულაციისათვის (შედედება) გამოიყენება  მჟავური ან დვრიტამჟავური მეთოდები.  კოაგულაციით მიღებული შენადედიდან შრატის მოცილების შემდეგ   მიღებული მასა ექვემდებარება  შემდგომ  თვითდაწნეხვას ან/და დაწნეხვას;

​17ხაჭო  მარცვლოვანი  -  ფხვიერი  რძემჟავა  პროდუქტი, წარმოებული  ხაჭოს მარცვლისათვის ნაღებისა და სუფრის მარილის დამატებით, მზა პროდუქტის თერმული დამუშავებისა  და  კონსისტენციის   სტაბილიზატორების დამატების გარეშე;

​18)   ხაჭოს მასა -  რძის ნაწარმი ან  რძის  შედგენილი  ნაწარმი, წარმოებული  ხაჭოზე ნაღების კარაქის, ნაღების, შაქრიანი შესქელებული რძის, შაქრებისა და/ან მარილის  დამატებით, ან/და დამატების გარეშე,  რომლის დროსაც არ ხდება  რძის  შემადგენელი კომპონენტ(ებ)ის  ჩანაცვლება;

​19)  ნაწარმი ხაჭოსი -  რძის ნაწარმი, რძის შედგენილი ნაწარმი, წარმოებული ხაჭოსაგან ან/და რძის გადამუშავების პროდუქტებისაგან ხაჭოს წარმოების  ტექნოლოგიის შესაბამისად,  რძის ნაწარმის დამატებით ან/და დამატების გარეშე, რძისათვის არადამახასიათებელი კომპონენტ(ებ)ის  (გარდა ცხიმისა და ცილისა) დამატებით, შემდგომი  თერმული დამუშავებით  ან თერმული დამუშავების გარეშე;

​20)  კვერი ხაჭოსი - ხაჭოს მასისგან მიღებული რძის ნაწარმი ან რძის შედგენილი ნაწარმი, რომელიც დაყალიბებულია, დაფარულია ან არ არის დაფარული სასურსათო  სარკალით;

 ​21კვერეული -  ხაჭოს ნაწარმი,  რომელიც დაყალიბებულია, დაფარულია ან არ არის დაფარული სასურსათო სარკალით, მასით არაუმეტეს 150 გრ;

​22)    ნადუღი  - ყველის შრატის შეხაჭოებული მასა;

​23) პროდუქტი შედედებული  -    შედედების შემდეგ  თერმულად დამუშავებული რძემჟავა პროდუქტი,  ან  რძის შემცველი  პროდუქტი, წარმოებული რძემჟავა პროდუქტების წარმოების ტექნოლოგიის შესაბამისად, რომელსაც გააჩნია აღნიშნული პროდუქტისათვის დამახასიათებელი ორგანოლეპტიკური და ფიზიკურ-ქიმიური   თვისებები;

​24კარაქი -  „წყალი ცხიმში“ ემულსიის ტიპის რძის ნაწარმი, რომელიც მიიღება მხოლოდ ძროხის რძისგან ან/და ძროხის რძისგან მიღებული პროდუქტებისაგან; 

​25) კარაქი ტრადიციული (ნაღების)  - რძის ნაწარმი,  მიღებული პასტერიზებული ნაღებისგან;

​26) კარაქი რეკომბინირებული - რძის ნაწარმი, მიღებული ერბოს, მშრალი გაუცხიმოებული  რძისა  და წყლისაგან;  

​27კარაქი შრატის - რძის ნაწარმი,  მიღებული შრატის ნაღების, ან შრატის ნაღებისა და ნაღების შერევით;

​28) ცხიმი რძის  - ცხიმოვანი პროდუქტი, რომელიც მიიღება  რძისგან ან/და რძის ნაწარმისაგან რძის პლაზმის მოცილებით;

​29ნაწარმი რძის ცხიმის - რძის ნაწარმი, მათ შორის, რძის ცხიმი, გაუწყლოებული რძის ცხიმი/ერბო, რომელიც გამოიყენება  კულინარული ან  შემდგომი გადამუშავების მიზნით;

​30ერბო/გაუწყლოებული რძის ცხიმი    -   რძის  ნაწარმი, რომელიც მიიღება ძროხის რძის ან რძის ცხიმის ნაწარმისგან წყლის და არაცხიმოვანი მშრალი ნაშთის სრული მოცილებით;

 ​31) კარაქი შემცირებული რძის ცხიმით – რძის ნაწარმი, რომელშიც რძის ცხიმის შემცველობა არანაკლებ 39%-ს  და არაუმეტეს  79%-ს შეადგენს;

​32  სპრედი რძის ცხიმის  - მაღალი ცხიმშემცველობის, პასტისებური  რძის ნაწარმი, რომელიც მიიღება რძის ან/და რძის ნაწარმისაგან, წარმოდგენს  „წყალი ცხიმში“ ემულსიას და რომელიც 20​ 0C  ტემპერატურაზე ინარჩუნებს მყარ კონსისტენციას;

​33) ცხიმი  შერეული  (მცენარეული და ცხოველური ცხიმის შედგენილი) -      მცენარეული და ცხოველური ცხიმის ნარევი  პროდუქტი;

​34 ნარევი  მცენარეული ცხიმისა და მოხდილი (გაუცხიმოებული) შესქელებული რძის - რძის შემცველი პროდუქტი, მიღებული რეკომბინირებულ რძესა და სასმელ  წყალზე, ან ნაწილობრივ გაუწყლოებულ რეკომბინირებულ რძეზე, მცენარეული ცხიმის  ან მცენარეული ზეთის, ან მათი ნარევის  დამატებით;

​35  ნარევი მშრალი (ფხვნილი) მცენარეული ცხიმისა და მოხდილი (გაუცხიმოებული) შესქელებული რძის - რძის შემცველი პროდუქტი, მიღებული რძის,  რძის შემადგენელი კომპონენტ(ებ)ისა და   მცენარეული ცხიმის,   ან მცენარეული ზეთის, ან მათი ნარევის   ნაწილობრივ გაუწყლოებით;

​36 ნარევი  მცენარეული ცხიმისა  და  მოხდილი (გაუცხიმოებული) შესქელებული  შაქრიანი რძის - რძის შემცველი  პროდუქტი, მიღებული რეკომბინირებულ რძესა და სასმელ  წყალზე, ან ნაწილობრივ გაუწყლოებულ რეკომბინირებულ რძეზე, შაქრის,  მცენარეული ცხიმის  ან მცენარეული ზეთის, ან მათი ნარევის  დამატებით;

 ​37) ყველი – რძისგან დამზადებული პროდუქტი, მომწიფებული ან მოუმწიფებელი, ნახევრადმაგარი, მაგარი ან/და ძალიან მაგარი რძის ნაწარმი, დამუშავებული ან დაუმუშავებელი ზედაპირით, რომელშიც შრატის ცილებისა და კაზეინის თანაფარდობა არ აღემატება ანალოგიურ მაჩვენებელს რძეში;

​38ყველი მომწიფებული  - რძის ნაწარმი, ყველი, რომლის გამოყენება არ ხდება ყველის შედედებული მასიდან შრატის მოცილებისთანავე და საჭიროებს დაყოვნებას გარკვეულ პირობებში, რომელიც უზრუნველყოფს, ყველის ამ სახეობისათვის დამახასიათებელ ორგანოლეპტიკური და ფიზიკურ-ქიმიური მახასიათებლების ჩამოყალიბებას;

​39  ყველი დაობებული - რძის ნაწარმი,  მომწიფებული  ყველი, რომლის მომწიფება სრულდება მზა ყველის ზედაპირზე ან/და  სიღრმეში  დამახასიათებელი ობის სოკოების ზრდა - განვითარებით;

​40ყველი მოუმწიფებელი - რძის ნაწარმი,  ყველი, მათ შორის, ახალი ყველი, რომლის გამოყენება შესაძლებელია ტექნოლოგიური პროცესის დამთავრებისთანავე;

​41 ყველი წათხის - რძის ნაწარმი,  ყველი,  რომელიც მწიფდება ან/და ინახება მარილწყალში;

​42 ყველი მდნარი, ყველი პასტისებური მდნარი   - რძის ნაწარმი,   რომელიც მიიღება ყველის ერთი ან რამოდენიმე სახეობის დაქუცმაცებით, შერევით, დნობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნებადართული ემულგატორ(ებ)ის