+995 32 237 10 07
ორშ. – შაბ. 09:00 18:00

პროექტების ეტაპები


პროექტების ეტაპები


შოკური გაყინვის საწყობები წარმოადგენენ სათავსოებს, რომლებიც ასრულებენ თერმული თბოიზოლაციის კონტურის ფუნქციას, რომელიც აკმაყოფილებს საკვები პროდუქტების შოკური გაყინვის ტექნოლოგიური ციკლის მკაცრ მოთხოვნებს, ასევე ჰიგიენის ნორმებსა და მომსახურე პერსონალის ტექნიკის უსაფრთხოების მოთხოვნებს. უმეტეს შემთხვევაში, შოკური გაყინვის საკნები იყოფა ორ განყოფილებად:  სამუშაო განყოფილება, რომელშიც მოთავსებულია ჰაერის განაწილების გვირაბული სისტემა, რომელიც ახორციელებს ხილის და ბოსტნეულის შოკურ გაყინვას, და მეორე განყოფილებაში თავსდება შესაბამისი სამაცივრე დანადგარი ხილისა და ბოსტნეულისთვის: ფლუიდიზაციური და კონვეიერული სწრაფგაყინვის აპარატები, ასევე ვენტილატორები და სხვა დანადგარები.

სოფლის მეურნეობის პროდუქციის შოკური გაყინვის თანამედროვე საწყობების ფუნქციონირების სავალდებულო პირობაა პროცესების ავტომატური კონტროლი. ასე რომ, შენახვის სამაცივრე დანადგარი აღჭურვილია მართვის ელექტრონული ერთეულით, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება ტემპერატურის, ტენიანობის, ვენტილატორების მუშაობის სიჩქარის  და სამაცივრე დანადგარების ექსპლუატაციის სხვა მნიშვნელოვანი მაჩვენებლების კონტროლი. ასევე ხილისა და ბოსტნეულის შოკური გაყინვის საწყობებში აუცილებლად გამოიყენება ავტომატური სიგნალიზაცია, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება საკნის მომსახურების საქმიანობაში ჩართული პერსონალის უსაფრთხოება.

ხილისა და ბოსტნეულის შოკური გაყინვის საწყობების პროექტების შექმნა

სხვადასხვა სამრეწველო დარგებისთვის გაგრილების სისტემების პროექტების შემუშავებისას და დანერგვისას შ.პ.ს. "ინოსისტემსი" ახორციელებს სამაცივრე დანადგარის კვალიფიციურ შერჩევას, მონტაჟსა და მომსახურებას.

ხილისა და ბოსტნეულის შოკური გაყინვის ახალი საწყობის ან რეკონსტრუქციის პროექტის შემუშავებისას, დამკვეთის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე შ.პ.ს. "ინოსისტემსი" ახორციელებს შემდეგ ქმედებებს: