+995 32 237 10 07
ორშ. – შაბ. 09:00 18:00

შ.პ.ს "ექსპერტიზა"


შ.პ.ს "ექსპერტიზა"


„ინოსისტემსა“და „ექსპერტიზას“ შორის გაფორმებულია თანამშრომლობის მემორანდუმი. ჩვენ კომპანიებს აქვთ წარმატებული თანამშრომლობის რამდენიმე წლიანი გამოცდილება.

შ.პ.ს. „ექსპერტიზა“ დაარსდა 2012 წლის 8 ნოემბერს. ამ ხნის მანძილზე ორგანიზაციის ძირითად საქმიანობას წარმოადგენდა სამშენებლო საპროექტო, კვლევითი, საზედამხედველო საქმიანობა. 2012 წლიდან დღემდე ორგანიზაციამ შეიძინა საკმაოდ დიდი გამოცდილება და დაკომპლექტდა კვალიფიციური პერსონალით. ორგანიზაციას აქვს მიღებული მონაწილეობა რამდენიმე მსხვილმასშტაბიან პროექტში, ასევე შ.პ.ს „ექსპერტიზა“-ს გაფორმებული აქვს მემორანდუმი უმაღლეს სასწავლებლებთან: ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტთან (გაუ), საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან. ორგანიზაციამ მიზნად დაისახა გამხდარიყო აკრედიტირებული ტიპის ინსპექტირების ორგანო და 2018 წლის 10 ივლისს შ.პ.ს "ექსპერტიზა "-მ დასახულ მიზანს მიაღწია. დღეისათვის ორგანიზაცია აკრედიტირებულია შემდეგ სფეროებში:

ობიექტის ხარჯთაღრიცხვის ინსპექტირება;

ობიექტის სამშენებლო სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველობა-ინსპექტირება;

ობიექტის ან მისი ნაწილის ტექნიკური მდგომარეობის, შესრულებული სამშენებლო, სარემონტო, სამონტაჟო, სადემონტაჟო, სარეკონსტრუქციო, სარესტავრაციო სამუშაოების ინსპექტირება;

სამშენებლო ობიექტის პროექტის ან პროექტის ნაწილის მოქმედ დოკუმენტებთან შესაბამისობის შეფასება / ინსპექტირება, მათ შორის: საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა / დასკვნა;

კონსტრუქციული ნაწილი.

სამომავლო გეგმებიდან გამომდინარე მიმდინარეობს აქტიური სამუშაო პროცესი დამატებით სფეროებში აკრედიტაციის მოსაპოვებლად."