კომპანია "რერა"
„რერა“-ს გაყინული კერძების და თევზეულის წარმოება დაარსდა 2015 წელს შპს „G&A Group”-ის ბაზაზე, სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით.
„რერა“-ს საწარმო აღჭურვილია უახლესი ევროპული წარმოების მანქანა-დანადგარებით და თანამედროვე ლაბორატორიით.
კომპანიის პროდუქცია იწარმოება უმაღლესი ხარისხის ადგილობრივი და იმპორტირებული ნედლეულით. რეცეპტურა კი უნიკალურია, რაც „რერა“-ს კერძების გემოს ტრადიციულ და ამასთანავე განუმეორებელ თვისებებს სძენს.
„რერა“-ს საწარმო ფუნქციონირებს ორი ძირითადი მიმართულებით:
გაყინული ნახევარფაბრიკატების წარმოება;
თევზეულის წარმოება.
საწარმოში ამჟამად 70 ადამიანია დასაქმებული, „რერა“ ყოველთვიურად 20 ტონამდე პროდუქციას აწარმოებს. კომპანია მუდმივი განვითარებისა და ზრდის პრინციპებზეა დამყარებული და მომავალში იგეგმება თვეში პროდუქციის წარმადობის 100 ტომდე გაზრდა.
„რერა“ ფლობს ISO 9001; ISO 22000; НАССР სერტიფიკატებს, რითაც საწარმოშიც და მენეჯმენტის ყველა რგოლში უზრუნველყოფს ხარისხის მართვის და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების ზედმიწევნით დაცვას.