+995 32 237 10 07
ორშ. – შაბ. 09:00 18:00

საზოგადოებრივი გაერთიანება - ერისკაცნი


საზოგადოებრივი გაერთიანება - ერისკაცნი


ჩვენი კომპანია აქტიურ მონაწილეობას იღებს საზოგადოებრივ ცხოვრებაში და თანამშრომლობს ისეთ ორგანიზაციასთან, როგორიც არის საზოგადოებრივი გაერთიანება "ერისკაცნი".

"ერისკაცნი" ჩამოყალიბდა 2011 წლის 23 მარტს. საზოგადოებაში ძირითადად გაერთიანებულია  მეწარმეთა ის ნაწილი, ვინც დღეს შრომობს რეალურ ეკონომიკაში და თავისი სამეწარმეო საქმიანობის გარდა დიდ დროს უთმობს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ მომავალზე ფიქრს. გაერთიანების  რიგებში ბევრი პრაქტიკოსი მეწარმეა, რომლებიც რეალურ ეკონომიკაში არიან დასაქმებული და კარგად ერკვევიან საქართველოს როგორც შიდა ბაზრის კონიუქტურაში, აგრეთვე გარე გამოწვევებში. სწორედ ამან უბიძგა, გაერთიანებულიყო ერთ საზოგადოებაში.  რას გთავაზობთ საზოგადოებრივი გაერთიანება ერისკაცნი:

1) გაერთიანებას შეუძლია მოამზადოს პროექტი, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით, დარგების მიხედვით მოიცავს ურთიერთ-დამოკიდებულ 100 საწარმოს, სადაც მიმართულებების შერჩევა მოხდება არამარტო ფინანსური მომგებიანობის, არამედ დასაქმების მაღალი პოტენციალის მიხედვით;

2) საწარმოთა დიდი ნაწილი იქნება იმპორტჩამნაცვლებელი და ექსპორტზე ორიენტირებული;

3) საწარმოთა დიდი ნაწილი იქნება ძირითადად ადგილობრივი ნედლეულის გადამუშავებაზე ორიენტირებული;

4) წარმოებები სადაც იოლად მოხდება სამომავლოდ ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა;

5) გაჩერებული და უმოქმედო საწარმოების რეაბილიტაცია და შესაბამისად მათი ჩართვა საერთო სისტემაში.

ამ ორგანიზაციაში ჩვენი გაწევრიანების მიზანია, რომ კარგი კომუნიკაცია გვქონდეს სხვადასხვა მეწარმეებთან და გავცვალოთ ინფორმაცია ჩვენს ქვეყანაში თუ მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებზე. ასევე გავცვალოთ ცოდნა უახლესი ტექნოლოგიებისა თუ ინჟინრული გადაწყვეტილებების შესახებ.

ჩვენი კომპანიისთვის ეს ძალიან კარგი ურთიერთობის პლატფორმაა, რადგან საზოგადოებრივ გაერთიანებაში "ერისკაცნი" საკმაოდ დიდი რაოდენობის და სხვადასხვა სფეროს წამყვანი მეწარმეები არიან გაერთიანებული.