+995 32 237 10 07
ორშ. – შაბ. 09:00 18:00

 სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი


სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი


სს „საპარტნიორო ფონდი" არის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი რომელიც დაარსდა 2011 წელს.

ფონდს მინიჭებული აქვს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის რეიტინგი "BB-", რაც საქართველოს საკრედიტო რეიტინგის თანასწორია.

„საპარტნიორო ფონდი" შეიქმნა სატრანსპორტო, ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის სფეროში არსებული მსხვილი სახელმწიფო საწარმოების კონსოლიდაციის ბაზაზე. ფონდის მთავარი დანიშნულებაა საქართველოში ინვესტიციების წახალისება საინვესტიციო პროექტების განვითარების საწყის ეტაპზე თანამონაწილეობის გზით (კაპიტალში თანაინვესტირება, სუბორდინირებული სესხი და ა.შ.).