+995 32 237 10 07
ორშ. – შაბ. 09:00 18:00

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა


საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა


საპროექტო საკონსტრუქტორო ტექნოლოგიური ინსტიტუტი, „ინოსისტემსი“, საქართველოს საკანონმდებლო მოთხოვნებთან სრულ შესაბამისობაში ახორციელებს თავის საქმიანობას. შესაბამისად, ვთანამშრომლობთ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან, დარგების მიხედვით. მათ შორისაა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“.

 

სააქციო საზოგადოება ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ერთადერთი ოპერატორია. კომპანია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ფლობს და ექსპლუატაციას უწევს 3 550 კმ. სიგრძის ელექტროგადამცემ ხაზებსა და 93 ქვესადგურს. გადამცემ ქსელს მართავს ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრი, ხოლო მის ტექნიკურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს ექსპლუატაციის დეპარტამენტის 4 რეგიონული ფილიალი (აღმოსავლეთის, დასავლეთის, სამხრეთის და კახეთის რეგიონული ქსელები). სსე, ასევე, მართავს მეზობელ სახელმწიფოებთან დამაკავშირებელ ყველა ელექტროგადამცემ ხაზს.