+995 32 237 10 07
ორშ. – შაბ. 09:00 18:00

ენოკონსალთინგი


ენოკონსალთინგი


ენოკონსალთინგი გთავაზობთ:

სტარტაპის, ღვინის წარმოებისა და პროდუქციის ხარისხის განვითარებაზე ორიენტირებულ მომსახურებას. საკონსულტაციო სერვისები ეფუძნება ენოლოგიის ღრმა-თეორიულ, სამეცნიერო ცოდნას, საქართველოსა და ღვინის მწარმოებელ სხვა ქვეყნებში მიღებულ პრაქტიკულ გამოცდილებას.

მომსახურება ითვალისწინებს მეწარმეთა კონსულტაციას ღვინის წარმოების სრულ ციკლთან დაკავშირებით, ვენახიდან მზა პროდუქციის ბაზარზე წარდგენამდე.

კარგი ღვინის დაყენებას ესაჭიროება გარკვეულ უნარები, ხოლო დიდებული ღვინის წარმოება შემოქმედებითი პროცესია, რომელიც კვალიფიციურ ცოდნასა და გამოცილებას ეფუძნება.

ენოკონსალთინგი დაგეხმარებათ გადალახოთ უფსკრული წარსულსა და თანამედროვეობას შორის, ქვეყნისათვის დამახასიათებელი ღვინის დაყენების ტრადიციული მეთოდებისა და თანამედროვე მიდგომების კომბინაციით აწარმოოთ მაღალი ხარისხის პროდუქტი.

მარნის დიზაინის, დაგეგმარებისა და აღჭურვის ეტაპზე ენოკოლსათინგი გთავაზობთ კონსულტაციას შემდეგ საკითხებზე:

მეწარმის საკუთრებაში არსებულ სავენახე ნაკვეთებზე გასაშენებელი ვაზის ჯიშის/ჯიშების შერჩევა.

დასამზადებელი ღვინის სტილისტიკის შერჩევა და ტექნოლოგიური პროცესის დაგეგმვა, ცალკეული ეტაპების განხორციელება.

განსაზღვრული ტიპის/კატეგორიის ღვინის დამზადების თავისებურებების გათვალისწინებით, მარნის დიზაინის, დაგეგმვის და აღჭურვის დროს გასათვალისწინებელ ფაქტორები და საჭიროებები.

ღვინის წარმოების მასალების, აპარატების, ჭურჭლისა და სხვა და სხვა მოწყობილობის შერჩევა და გამოყენების თავისებურებანი.

მარნის ლაბორატორიაში განსახორციელებელი ანალიზები, ღვინის ხარისხის მონიტორინგი წარმოების სხვადასხვა ეტაპზე.

ღვინის წარმოების რეგულირება, ღვინის ეროვნულ სააგენტოში მწარმოებლის რეგისტრაცია, ადგილობრივი ბაზრისა და ექსპორტისათვის გათვალისწინებული ღვინის სერტიფიცირების პროცედურების, დაცული ადგილწარმოშობის დასახელების პროდუქციის წარმოება-რეგულირების საკითხები.