მარკეტინგული კვლევისა და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია
MBConś არის მარკეტინგული კვლევისა და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია. პერსონალის სხვადასხვა ინდუსტრიაში მრავალწლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით, კომპანია დამკვეთს სთავაზობს კვალიფიციურ და სიღრმისეულ მომსახურებას. კომპანიას სამუშაო გამოცდილება აქვს ინდუსტრიებში, როგორიცაა; სოფლის მეურნეობა, სასტუმრო ინდუსტრია, უძრავი ქონება, ენერგეტიკა, წარმოება, ფარმაცია, კვება, საცალო რეალიზაცია და ა.შ.
დღეისათვის MBConś-ის სათაო ოფისი მდებარეობს თბილისში, ხოლო რეგიონალური ქალაქ ბათუმში. სამუშაო ჯგუფების მსგავსი განაწილება კომპანიას აძლევს საშუალებას, უზრუნველყოს ინფორმაციის ვალიდურობა და საქმიანობის ეფექტური კოორდინირება ქვეყნის ნებისმიერ რეგიონში.
MBConś ეხმარება კლიენტებს ადეკვატურად შეაფასონ პოზიცია არსებულ ბაზარზე, გაანალიზონ თავიანთი შესაძლებლობები და რესუსრსები, დაინახონ მომავლის ტენდენციები და დანერგონ ეფექტური ბიზნესს გადაწყვეტილებები.
მომსახურების მაღალმა ხარისხმა, განაპირობა როგორც სახელმწიფო ასევე საერთაშორისო საგრანტო და თანადაფინანსების პროგრამებში, ჩვენს მიერ მომზადებული პროექტების წარმატება.
ჩვენ ვეხმარებით ბენეფიციარებს მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო და საერთაშორისო ხელშეწყობის პროექტებში როგორიცაა:
- "იაფი აგრო კრედიტი"
- "გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი"
- "აწარმოე საქართველოში"