+995 32 237 10 07
ორშ. – შაბ. 09:00 18:00

საკონსერვო დანადგარების წარმოება


საკონსერვო დანადგარების წარმოება


„ინოსისტემსა“და „ზოლოტოი შარს“ შორის გაფორმებულია თანამშრომლობის მემორანდუმი. ჩვენ კომპანიებს აქვთ წარმატებული თანამშრომლობის რამდენიმე წლიანი გამოცდილება.

კომპანიების ჯგუფი „ზოლოტოი შარი“ მუშაობს რუსულ ბაზარზე შეფუთვისა და გადამუშავების დანადგარების კუთხით 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. მას აქვს ღირსეული რეპუტაცია, როგორც შეფუთვისა და ტექნოლოგიური დანადგარების მსოფლიოში ცნობილ მწარმოებლებსა, აგრეთვე მომხმარებლებს შორის. მათ შორის არიან კვების მრეწველობის უდიდესი წარმომადგენლები: საკონდიტრო წარმოებები, პურის ქარხნები, რძის, ხორცის და თევზის საწარმოები, მეფრინველეობა, უალკოჰოლო და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებლები, პოლიგრაფიული კომპანიები, სამრეწველო და სამშენებლო პროდუქციის მწარმოებლები, უმსხვილესი სავაჭრო ქსელები, წამყვანი ლოგისტიკური კომპანიები, კონტრაქტორი შემფუთველი კომპანიები და ა.შ.

„ზოლოტოი შარს“ აქვს დიდი გამოცდილება საინჟინრო ამოცანების გადაჭრაში. ის ახორცილებს ინდივიდუალური დანადგარების მიწოდებას,  წარმოების ეფექტურობის ანალიზს, საწარმოს ან ტექნოლოგიური პროცესის დაპროექტებას სრული საწარმოო კომპლექსის გაშვებით.