+995 32 237 10 07
ორშ. – შაბ. 09:00 18:00

არქიტექტურული სტუდია "არტ–ჰაუზი"


არქიტექტურული სტუდია "არტ–ჰაუზი"


„ინოსისტემსსა“და სტუდიო „არტ-ჰაუზს“ შორის გაფორმებულია თანამშრომლობის მემორანდუმი. ჩვენ კომპანიებს აქვთ წარმატებული თანამშრომლობის რამდენიმე წლიანი გამოცდილება.

არქიტექტურული სტუდიო”არტ-ჰაუზი” წარმოადგენს კომპლექსურ საპროექტო ორგანიზაციას, სადაც იქმნება არქიტექტურული, ქალაქგეგმარებითი და დიზაინური პროექტები საცხოვრებელი სახლებისთვის, ოფისებისთვის, მრავალფუნქციური ნაგებობებისთვის, კომერციული შენობებისთვის, დაბალსართულიანი საცხოვრებელი  კომპლექსებისთვის, ინტერიერებისა და ექსტერიერებისთვის.  

 ჩვენი სტუდია დამკვეთს სთავაზობს სრულ საპროექტო მომსახურებას, რაც მოიცავს კონსტრუქციების, წყალმომარაგება-კანალიზაციის, ელექტრომომარაგების, გათბობა-ვენტილაციის პროექტების და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას.

ასევე ნაგებობათა საინჟინრო-ტექნიკურ ექსპერტიზას და სამშენებლო პროცესის დაგეგმვას, საავტორო ზედამხედველობის განხორციელებას და დამკვეთის ინტერესების წარდგენას სამშენებლო-სამონტაჟო ორგანიზაციებთან.