+995 32 237 10 07
ორშ. – შაბ. 09:00 18:00

კრონენი


კრონენი


„ინოსისტემსა“და „კრონენს“ შორის გაფორმებულია თანამშრომლობის მემორანდუმი. ჩვენ კომპანიებს აქვთ წარმატებული თანამშრომლობის რამდენიმე წლიანი გამოცდილება.

„კრონენი“ დაარსდა 1978 წელს, როგორც სავაჭრო კომპანია, რომელიც ყიდდა დანადგარებს სასტუმროებსა და რესტორნებისთვის. 1992 წელს საფუძველი ჩაეყარა საკუთარი დანადგარების დაპროექტებასა და წარმოებას ხილის, ბოსტნეულისა და სალათის გადამამუშავებელი პროცესისთვის. ამის წყალობით, სწრაფად გახდა შესაძლებელი საერთაშორისო ბაზარზე შესვლა.

„კრონენი“ არის დანადგარებისა და კვების პროდუქტების მწარმოებელი ხაზების ცნობილი მწარმოებელი და აქვს წარმომადგენლობები 100-ზე მეტ ქვეყანაში. გერმანელ კლიენტებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა ავალდებულებთ დროულად მიიღონ ინფორმაცია დიდი ბაზრის ცვლილებებსა და მოთხოვნებზე და მოახდინონ სათანადო რეაგირება. ეს დასტურდება ამ კომპანიის მუდმივი მზარდი ბრუნვით ბოლო წლების განმავლობაში.

„კრონენი“ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს იმ ფაქტს, რომ მას შეუძლია შესთავაზოს ინდივიდუალური გადაწყვეტილებები კლიენტის მოთხოვნების შესაბამისად. გარდა ამისა, „კრონენი“ მიზნად ისახავს ინოვაციების გააქტიურებას კლიენტის სასარგებლოდ. „კრონენი“ სთავაზობს კონსულტაციებს და გეგმავს პარტნიორებთან და სხვადასხვა ქვეყნის კვლევით ინსტიტუტებთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად.