+995 32 237 10 07
ორშ. – შაბ. 09:00 18:00

ხილის სპირტის წარმოება ლილოში


ხილის სპირტის წარმოება ლილოში


პროექტის დაკვეთა განხორციელდა 2017 წლის 5 თებერვალს.

პროექტის დამუშავება დასრულდა 2017 წლის 5 მარტს.

კომპანია შპს „ინოსისტემსმა“  ქ. თბილისში, ლილოში აღნიშნული საწარმოს პროექტისათვის შესაბამისი დარგის პროფესიონალ სპეციალისტთა გუნდის მიერ შეასრულა შესაბამისი სამუშაოები, როგორც არქიტექტურული, ისე ტექნიკური და ტექნოლოგიური მიმართულებით.

დამუშავდა საწარმოს არქიტექტურული პროექტი.

ტექნიკურ-ტექნოლოგიურ ნაწილში კი მოხდა საჭირო მასალების და დოკუმენტაციის მოძიება, დამუშავება და შეთავაზება დამკვეთისათვის მისი წარმოებაში დანერგვის კუთხით, როგორებიცაა:

ტექნიკურ ნაწილში თანამედროვე ტექნოლოგიური დანადგარების შერჩევა და გათვლა საქართველოში არსებული რეალური პირობების გათვალისწინებით, შემდგომში მათი ეფექტური გამოყენებისათვის.

ტექნოლოგიურ ნაწილში განხორციელდა შერჩეული ტექნოლოგიური დანადგარების შესაბამისად ახალი ინოვაციური ტექნოლოგიების შერჩევა, რომლის შედეგადაც წარმოებული პროდუქცია იქნება შედარებით კონკურენტუნარიანი, როგორც ადგილობრივ ბაზარზე არსებულ, ასევე უცხოეთის ქვეყნებში წარმოებული პროდუქციის ასორტიმენთან შედარებით.

შესაბამისი სტანდარტული დოკუმენტაციის მოძიება-დამუშავება და წარმოებაში პრაქტიკულად დანერგვა ტექნოლოგიური პროცესის პარამეტრების მკაცრი დაცვით, რაც საბოლოოდ უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის პროდუქციის წარმოებას და ადამიანის კვებით უსაფრთხოებას.