+995 32 237 10 07
ორშ. – შაბ. 09:00 18:00

საკონსულტაციო მომსახურება


საკონსულტაციო მომსახურება


LTD “Innosystems” არის ბიზნესის ინოვაციურ განვითარებაზე ორიენტირებული საკონსულტაციო და საინვესტიციო კომპანია, რომელიც 2012 წლიდან პოზიციონირდება ქართულ ბაზარზე. კომპანიას განხორციელებული აქვს მნიშვნელოვანი პროექტები საქართველოს ბიზნეს სექტორში. პორტფოლიო ითვლის რამდენიმე სრულ მართვაში გადმოცემულ მსხვილ კომპანიას და უამრავი კომპანიის ცალკეულ დეპარტამენტს. მენეჯერული, ფინანსური, იურიდიული, მარკეტინგული და სხვა სფეროების სინთეზით ჩვენ მოგვაქვს კომპანიებში ახალი, განსხვავებული ხედვა ობიექტურობისა და პროფესიონალიზმის სრული დაცვით. ჩვენ ვქმნით მომავლის ნათელ ხედვას, რომელიც ბიზნესის კეთების საერთაშორისო და თანამედროვე პრინციპებზეა დამყარებული.

 

 

მისია

 

დღევანდელი გამოცდილებითა და ბიზნესის მართვის ხვალინდელი ხედვით ვიყოთ საყრდენი ბიზნეს სექტორისთვის, კონსალტინგი ვაქციოთ წარმატებული ბიზნესის სასიცოცხლო ნაწილად.

 

პოზიციონირება

 

LTD “Innosystems” არის ბიზნესის ინოვაციურ განვითარებაზე ორიენტირებული. მოქმედი ან პოტენციური ბიზნესის პარტნიორი მენეჯმენტის, ბიზნეს კონსალტიგისა და საინვესტიციო პროექტების დარგში, რომელიც თავის პარტნიორს ინდივიდუალურად შემუშავებულ მრავალფეროვან გადაწყვეტილებებს სთავაზობს.

 

ხედვა

 

LTD “Innosystems” 5 წლის შემდეგ იქნება საქართველოში ყველაზე ცნობადი, პარტნიორების რაოდენობით უმსხვილესი, ლიდერი ბიზნეს საკონსულტაციო და საინვესტიციო კომპანია. ერთ–ერთი ცნობადი ბრენდი რეგიონში და ქართული საკონსულტაციო, საინვესტიციო კომპანია, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე ოპერირებს. აქვს ფილიალები ევროპასა და ამერიკაში.

 

  • პარტნიორებისთვის და სტეიქჰოლდერებისთვის: ყველაზე სასურველი ბიზნეს–პარტნიორი კონსალტინგსა და ინვესტიციებში.
  • თანამშრომლებისთვის: ამაყობენ კომპანიით, თითოეულ მათგანს აქვს გამართული, კომფორტული და თანამედროვე სამუშაო გარემო უწყვეტი პროფესიული და კარიერული ზრდისთვის.