+995 32 237 10 07
ორშ. – შაბ. 09:00 18:00

ვიზიტი ღვინისა და ზეთისხილის საწარმოში, იტალია


ვიზიტი ღვინისა და ზეთისხილის საწარმოში, იტალია


იმის გამო, რომ დღეისათვის საქართველოში ზეთისხილის გადამუშავება და მისგან ზეთის წარმოება აქტიურ ფაზაში შევიდა , ჩვენი კომპანიის სპეციალისტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო მოენახულებინათ ზეთისხილის გადამამუშავებელი საწარმო. 

კომპანია "ინოსისტემსის" წამყვანი სპეციალისტები: ტექნოლოგები, ინჟინრები და კონსტრუქტორები მიწვეულნი იყვნენ ზეთისხილის გადამამუშავებელ საწარმოში. როგორც ცნობილია საქართველოში დღეისათვის არ არის დიდი ზეთისხილის ე.წ. ბაღები, ამიტომ ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო ჩვენი კომპანიის წარმომადგენლებისათვის აღნიშნული მინი საწარმოს დათვალიერება,სადაც ეფექტურად, აბსოლიტურად სრული ტექნოლოგიური ციკლის პარამეტრების დაცვით ხდება ზეთისხილის ზეთის მიღება, რაც საბოლოოდ განმსაზღვრელია პროდუქციის მაღალი ხარისხისა.

ჩვენი კომპანიის წარმომადგენლების მიერ აღნიშნული ტექნოლოგიური ხაზის დათვალიერებასთან ერთად მოხდა ასევე მისი დეტალური შესწავლაც, რომლის  შექმნასაც  იტალიურმა კომპამიამ მრავალი წელი მოანდომა და ასე სრულიად გულწრფელად გაუზიარა დეტალური ინფორმაცია ჩვენი კომპანიის წარმომადგენლებს, რადგანაც მათ ჩათვალეს, რომ ჩვენი კომპანია, ეს ის კომპანიაა, რომელსაც აქვს დიდი სამომავლო პერსპექტივა.  რომ   იქ  მუშაობენ შემოქმედი და ნოვატორი ადამიანები და  ამიტომაც მოხდა თავიანთ ათწლეულების გამოცდილების გაზიარება და ინფორმაციის გაცვლა.