+995 32 237 10 07
ორშ. – შაბ. 09:00 18:00

შეთავაზება პროექტირებაზე


შეთავაზება პროექტირებაზე


შპს „ინოსისტემსი“ გთავაზობთ:

    სამრეწველო ობიექტების პროექტირებას, მშენებლობას, გამართვა-გაშვებას, არსებული სამრეწველო ობიექტების მოდერნიზაციას. აგრეთვე, მომსახურებას მცირე და დიდი ინდუსტრიული პროექტების მართვაში. ჩვენს ძირითად პროფილს წარმოადგენს, კვების მრეწველობის ობიექტები, დიდი და მცირე საწარმოები, გადამამუშავებელი მრეწველობა, კომბინირებული წარმოება, სოფლის მეურნეობის ობიექტები, როგორც პირველადი, აგრეთვე მეორადი წარმოების. ჩვენი კომპანიის სლოგანია: „იდეიდან მოქმედ საწარმომდე“.

     ჩვენ გვაქვს გამოცდილება საქართველოში და ასევე მის ფარგლებს გარეთ, ისეთი საწარმოების პროექტების განხორციელებაში როგორიცაა: რძე და რძის პროდუქტების წარმოება, პურ-ფუნთუშეულის წარმოება, საკონდიტრო მრეწველობა, ცხიმპროდუქტების წარმოება, ექსტრუზირებული პროდუქტი, ნახევარფაბრიკატების წარმოება, საკონსერვო წარმოება, გაყინული ხილბოსტნეულის წარმოება, აგრეთვე ხილის ჩირის წარმოება, თაფლის გადამუშავება-დაფასოვება, ხილ-ბოსტნეულის გრძელვადიანი შენახვის სამაცივრე მეურნეობა, კონცენტრატებისა და წვენების წარმოება, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელის წარმოება, სხვადასხვა ტიპის სოუსების წარმოება, კომბინირებული საკვების წარმოება მეცხოველეობაში, სასათბურე მეურნეობა, კაფეებისა და რესტორნების ტექნოლოგიური ნაწილი.

      პროექტირებაში იგულისხმება საპროექტო და ტექნოლოგიური, კომპლექსური დოკუმენტაციის შემუშავება. ჩვენი კომპანიის მიერ წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, დამკვეთი თვალნათლივ იხილავს თეორიულ ციკლში მის მიერ წარმოდგენილი იდეის განხორციელებას წინასწარ დათქმული ბიუჯეტის მიხედვით. აგრეთვე, არსებული ობიექტის რეკონსტრუქციის შედეგს.

 

პროექტირების ძირითადი პრინციპები:

 

  1. ესთეტიურად დახვეწილი შენობის გარე იერსახე;
  2. მინიმუმამდე დაყვანილი გარემოზე ზემოქმედება და არსებული ლანდშაფტის ცვლილება;
  3. თანამედროვე არქიტექტურის პრინციპებით ხელმძღვანელობა;
  4. ენერგო დამზოგი შენობა-ნაგებობები;
  5. მარტივად დასამუშავებელი და ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალები;
  6. თანამედროვე და სწრაფი ტექნოლოგიები;
  7. მინიმუმამდე დაყვანილი სამშენებლო სამუშაოების შრომატევადობა და ხანგრძლივობა;
  8. შენობა-ნაგებობები კონსტრუქციული თვალსაზრისით უსაფრთხო და მდგრადია, გათვალისწინებულია სეისმურ დატვირთვაზე. ეკონომიურად მიზანშეწონილი გათვლილი გრძელვადიან უსაფრთხო ექსპლუატაციისთვის;
  9. ობიექტის მინიმალური საექსპლუატაციო მოვლა-პატრონობის ხარჯები.

 

პროექტი ხორციელდება 15 ძირითად ნაწილად:

 

  1. პროექტის ეკონომიკური ნაწილი
    • საწარმოს ეკონომიკური მიზანშეწონილობის გათვლა;
    • არსებულ ბიუჯეტზე საწარმოს ეკონომიკური მიზანშეწონილობის გათვლა;
    • ბიზნეს გეგმის შედგენა/შემუშავება.

 

  1. საძიებო სამუშაოები
    • გეოლოგიური კვლევითი სამუშაოების განხორციელება;
    • აზომვითი სამუშაოები;
    • ობიექტის ენერგო რესურსებით, სასმელი წყლით, კანალიზაციით, სატელეფონო-სატელევიზიო-ინტერნეტ კომუნიკაციებით უზრუნველყოფის წყაროები;
    • მეტეოროლოგიური ცნობების შეგროვება სამშენებლო მოედნისათვის;
    • სამშენებლო მოედნამდე მისასვლელი გზების განსაზღვრა და შეფასება;
    • შენობის განთავსების, ორიენტაციის და კონფიგურაციის წინასწარ განსაზღვრა და შეფასება.

 

  1. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა (გაპი)
    • ტოპო-გეოდეზიური აზომვა;
    • არსებულის სიტუაციის სურათები;
    • ბანერის დამზადება და ფოტოების გადაღება ადგილზე;
    • საჭიროების შემთხვევაში ტერიტორიის კვლევის ალბომი;
    • საჭიროების შემთხვევაში ტერიტორიაზე არსებული ხე-ნარგავების საექსპერტო შეფასება (ტაქსაცია);
    • საჭიროების შემთხვევაში სატრანსპორტო კვლევის მომზადება;
    • საჭიროების შემთხვევაში იურიდიული დოკუმენტაციის მოძიება საპროექტო მიწის ნაკვეთზე.

 

  1. მიწის ნაკვეთის განაშენიანების რეგულირების გეგმა (გრგ)
    • განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების მიღება;
    • განაშენიანების რეგულირების გეგმის დამუშავება.

 

  1. დემონტაჟის პროექტი
    • სადემონტაჟო შენობის აზომვა;
    • ტერიტორიის ტოპო-გეოდეზიური აზომვა;
    • სადემონტაჟო შენობის კონსტრუქციული დასკვნა;
    • დემონტაჟის პროექტის მომზადება;
    • დემონტაჟის ორგანიზაციის გრაფიკი.

 

  1. კონცეპტუალური დიზაინის ესკიზი
    • ობიექტის გენერალური გეგმის ესკიზების დამუშავება;
    • შენობა-ნაგებობის ესკიზური გეგმის (სართულის გეგმა) დამუშავება;
    • შენობა-ნაგებობის სამგანზომილებიანი ვიზუალიზაციის დამუშავება (ეგრეთ წოდებული რენდერების მომზადება);
    • ესკიზურ პროექტზე დაყრდნობით, ობიექტის ენერგო რესურსებზე, სასმელ წყალზე, კანალიზაციაზე, სატელეფონო-სატელევიზიო-ინტერნეტ კომუნიკაციებზე მოთხოვნილების განსაზღვრა და განაცხადების მომზადება ტექნიკური პირობების მოსაპოვებლად შესაბამისი სამსახურებიდან;
    • დასაგეგმარებელი შენობა-ნაგებობის კონსტრუქციული სქემების კონცეპციების განსაზღვრა;
    • დასაგეგმარებელი ობიექტის საინჟინრო ქსელების პროექტირების ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა.

 

  1. ტექნოლოგიური ნაწილი
    • ტექნოლოგიური ნაწილის განმარტებითი ბარათი, ტექნოლოგიის არჩევა/დასაბუთება;
    • ტექნოლოგიური დანადგარების ხაზების შერჩევა და გათვლა საქართველოში არსებული რეალური პირობების გათვალისწინებით, შემდგომში მათი ეფექტური გამოყენებისათვის;
    • დანადგარების, აპარატურების, მოწყობილობებისა და ავეჯის ჩამონათვალი, სპეციფიკაცია;
    • ტექნოლოგიური სქემა;
    • ტექნოლოგიური გეგმარება საწარმოო პროცესების ტექნოლოგიური ნაკადურობების გათვალისწინებით;
    • ტესტირებას დაქვემდებარებული მოწყობილობა-დანადგარების გამოსაცდელი რეჟიმისა და თანმიმდევრობის დეტალური აღწერა;
    • დაზგა-დანადგარების სპეციფიკაცია;
    • რთული და განსაკუთრებული დანადგარების, აპარატურისა და მოწყობილობების სამონტაჟო სქემები;
    • მთავარი კორპუსის საევაკუაციო გეგმები, გამაფრთხილებელი და გზამკვლევი მაჩვენებლის განლაგებით;
    • მთავარი კორპუსის საევაკუაციო გეგმები, გამაფრთხილებელი და გზამკვლევი მაჩვენებლის განლაგებით;
    • არსებული ტექნოლოგიური პროცესების ავტომატიზაცია;
    • არსებული ტექნოლოგიური ციკლის ავტომატიზაცია;
    • პროექტირება ხდება HACCP - ის და ISO -ს სტანდარტების გათვალისწინებით.

 

  1. არქიტექტურული ნაწილი
    • არქიტექტურული მუშა პროექტი (მუშა ნახაზები);
    • არსებული გეგმები;
    • საპროექტო გეგმები;
    • ობიექტის სიტუაციური გეგმა;
    • შენობა ნაგებობების ჰორიზონტალური მიბმების ჩვენება მყარ გეოდეზიურ წერტილებზე. (UTM კოორდინატთა სისტემაში);
    • დასაგეგმარებელი ტერიტორიის საფარის გეგმა (ტერიტორიის კეთილმოწყობა, ლანდშაფტის ვიზუალიზაცია);
    • არქიტექტურული პროექტის 3 განზომილებიანი ვიზუალიზაცია;
    • შენობა ნაგებობის ფუნქციონალური გეგმები (სათავსოების დანიშნულების მითითებით);
    • დასაგეგმარებელი შენობა ნაგებობების სახურავის გეგმები წყლის გადაყვანის ორგანიზების ჩვენებით, სპეციფიკაციები;
    • შენობა ნაგებობის მზიდი კედლებისა და ტიხრების მარკირების გეგმები;
    • იატაკების და ჭერების მოპირკეთების გეგმები;
    • ღიობების შეფასების გეგმები (კარ-ფანჯრების სპეციფიკაცია);
    • შენობა ნაგებობის არქიტექტურული დეტალების და კვანძების ნახაზები (კიბე-მოაჯირი და სხვა);
    • სამუშაოების წარმოების კალენდარული გრაფიკი;
    • ინტერიერის ვიზუალიზაცია;
    • საპროექტო შენობის ვიზუალიზაცია, ფოტომონტაჟი და რენდერები;
    • გენერალური გეგმა;
    • ფასადების გეგმები;
    • ფასადების მოსაპირკეთებელი მასალების სპეციფიკაცია;
    • არქიტექტურული ჭრილები;
    • ვერტიკალური გეგმარება;
    • არსებული არქიტექტურული ნაწილის რეკონსტრუქცია;
    • გამსხვილებული ხარჯთაღრიცხვა;
    • პროექტირება ხდება HACCP-ის და ISO-ს სტანდარტების გათვალისწინებით;
    • დასაგეგმარებელი შენობა-ნაგებობების დაკვალვითი გეგმები;
    • იატაკის სპეციფიკაცია;
    • ჭერების სპეციფიკაცია;
    • კარ-ფანჯრების სპეციფიკაცია;
    • ავეჯის სპეციფიკაცია;
    • სამგზავრო და ტვირთმზიდი ლიფტების ცხრილები;
    • სახანძრო უსაფრთხოების მიზნით მოწყობილობების სავარაუდო მონტაჟის დეტალები;
    • უნარშეზღუდულ პირთა გადაადგილებისათვის საჭირო მოწყობილობების და შესასვლელ- გასასვლელების ნახაზები.

 

  1. კონსტრუქციული ნაწილი
    • კონსტრუქციული ნახაზები, გეგმები;
    • კონსტრუქციული ჭრილები;
    • ქვაბულის გეგმები და ჭრილები (მიწის სამუშაოები);
    • არსებული შენობების რეკონსტრუქცია;
    • ტექნიკური მდგომარეობის ვიზუალური კვლევები;
    • ტექნიკური მდგომარეობის ლაბორატორიული კვლევები;
    • არსებული კონსტრუქციული ნაწილის რეკონსტრუქცია;
    • საძირკვლის მოწყობის დეტალური ნახაზები;
    • წყალგაუმტარი სისტემის მოწყობის დეტალები;
    • კოლონების, მზიდი კონსტრუქციების, რიგელების მდებარეობის ამსახველი ნახაზები;
    • კონსტრუქციული გაანგარიშებები;
    • მასალების სპეციფიკაციები და ცხრილები.

 

  1. პროექტის საინჟინრო ნაწილი
    • ელექტრული ნაწილი:

 

  • ელექტრული ნაწილის განმარტებითი ბარათი, რომელშიც მოცემული იქნება როგორც მთლიანად ობიექტის, ასევე ცალკეული შენობა ნაგებობების ელექტროენერგიაზე მოთხოვნილება (დადგმული და მოთხოვნილი სიმძლავრეების მნიშვნელობები), დაგეგმარებული ელ. ქსელების კატეგორია, ტიპი და ელ. გაყვანილობის მონტაჟის წესი.
  • შენობა-ნაგებობების განათების შიდა ქსელების გეგმები, სამუშაოებისა და მასალების რაოდენობრივი სპეციფიკაციები;
  • შენობა-ნაგებობების ავარიული განათების შიდა ქსელების გეგმები, სამუშაოებისა და მასალების რაოდენობრივი სპეციფიკაციები;
  • შენობა-ნაგებობების ძალოვანი შიდა ქსელების გეგმები, სამუშაოებისა და მასალების რაოდენობრივი სპეციფიკაციები;
  • შენობა-ნაგებობების სადისტრიბუციო და სერვისული ელექტრო ფარების სქემები, სამუშაოებისა და მასალების რაოდენობრივი სპეციფიკაციები;
  • შენობა-ნაგებობების ძალოვანი შიდა ქსელების კრიტიკული (საპასუხისმგებლო) ნაწილების და ავარიული განათების ქსელების უწყვეტი კვებით უზრუნველყოფის სისტემების სქემები (უწყვეტი კვების ბლოკები, აკუმულატორები და ა.შ.), სამუშაოებისა და მასალების რაოდენობრივი სპეციფიკაციები;
  • შენობა-ნაგებობების მთავარი და სერვისული ელ. ფარების, და უწყვეტი კვების წყაროების  შეერთების ბლოკ-სქემა;
  • შენობა-ნაგებობების ლითონის ნაწილების დამიწების (პოტენციალთა გათანაბრების) კონტურის ნახაზები და შესაბამისი სამუშაოებისა და მასალების რაოდენობრივი სპეციფიკაციები (საჭიროების შემთხვევაში);
  • დასაგეგმარებელი შენობა-ნაგებობის ელექტრო უზრუნველყოფაში, განახლებადი ენერგიის გამომყენებელი სისტემების სქემები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • ობიექტის შიდა-სამოედნო ელ. ქსელების გეგმები (ძალოვანი ქსელი, ტერიტორიის განათება, მეორადი დამიწების ქსელი), საკაბელო ტრანშეების ჭრილები, საკაბელო ჟურნალი, სამუშაოებისა და მასალების რაოდენობრივი სპეციფიკაციები;
  • სარეზერვო კვების გენერატორის სამონტაჟო ნახაზები;
  • დამიწების მეორადი კონტურის ნახაზები, სამუშაოებისა და მასალების რაოდენობრივი სპეციფიკაციები;
  • ობიექტის მთავარი ფარის სქემა, სამუშაოებისა და მასალების რაოდენობრივი სპეციფიკაციები;
  • ობიექტის ელ. მომარაგების საერთო ბლოკ-სქემა (მთავარი მკვებავი ხაზის, ობიექტის მთავარი ელ. ფარის, გენერატორის, შიდასამოედნო ელ. ქსელების, და შენობა-ნაგებობების სადისტრიბუციო ფარების შეერთების სქემა).

 

  • სუსტდენიანი სისტემები:

 

  • შენობა-ნაგებობების შიდა სატელეფონო ქსელების გეგმები, სამუშაოებისა და მასალები რაოდენობრივი სპეციფიკაციები;
  • ობიექტის და შენობა-ნაგებობების სატელეფონო ქსელების ბლოკ-სქემები;
  • ობიექტის შიდასამოედნო სატელეფონო ქსელების ნახაზები, სამუშაოებისა და მასალების რაოდენობრივი სპეციფიკაციები;
  • შენობა-ნაგებობების შიდა კომპიუტერული ქსელების გეგმები, სამუშაოებისა და მასალების რაოდენობრივი სპეციფიკაციები;
  • შენობა-ნაგებობების შიდა კომპიუტერული ქსელების ბლოკ-სქემები;
  • შენობა-ნაგებობების შიდა სახანძრო სიგნალიზაციის ქსელების გეგმები, სამუშაოებისა და მასალების რაოდენობრივი  სპეციფიკაციები;
  • ობიექტის და შენობა-ნაგებობების სახანძრო სიგნალიზაციის ქსელების ბლოკ-სქემები.
  • ობიექტის შიდასამოედნო სახანძრო სიგნალიზაციის ქსელების ნახაზები, სამუშაოებისა და მასალების რაოდენობრივი სპეციფიკაციები;
  • შენობა-ნაგებობების შიდა დაცვითი სიგნალიზაციის ქსელების გეგმები, სამუშაოებისა და მასალების რაოდენობრივი სპეციფიკაციები;
  • შენობა-ნაგებობების შიდა დაცვითი სიგნალიზაციის ქსელების ბლოკ-სქემები;
  • შენობა-ნაგებობების დაშვების კონტროლის შიდა სისტემების გეგმები, სამუშაოებისა და მასალების რაოდენობრივი სპეციფიკაციები;
  • ობიექტისა და შენობა-ნაგებობების დაშვების კონტროლის სისტემების ბლოკ-სქემები;
  • ობიექტის დაშვების კონტროლის სისტემების შიდასამოედნო ქსელების ნახაზები, სამუშაოებისა და მასალების რაოდენობრივი  სპეციფიკაციები;
  • შენობა-ნაგებობების ვიდეო-თვალთვალის შიდა ქსელების გეგმები, სამუშაოებისა და მასალების რაოდენობრივი  სპეციფიკაციები;
  • ობიექტისა და შენობა-ნაგებობების ვიდეო-თვალთვალის ქსელების ბლოკ-სქემები;
  • ობიექტების ვიდეო-თვალთვალის შიდასამოედნო ქსელების ნახაზები, სამუშაოებისა და მასალების რაოდენობრივი სპეციფიკაციები.

 

  • სანტექნიკური ნაწილი:

 

  • სანტექნიკური ნაწილის განმარტებითი ბარათი, რომელშიც მოცემული იქნება დაგეგმარებული ქსელების დახასიათება. აქვე მითითებული იქნება როგორც მთლიანად ობიექტის, ასევე ცალკეული შენობა-ნაგებობების მოთხოვნილება სასმელ ცივ და ცხელ წყალზე (დღე-ღამური, წუთობრივი და წამობრივი ხარჯი), და შესაბამისი საკანალიზაციო ჩამონადენების რაოდენობა. მოცემული იქნება ასევე მოთხოვნილება ხანძარქრობისათვის საჭირო ტექნიკურ წყალზეც.
  • შენობა-ნაგებობებში სანტექნიკური მოწყობილობების განლაგების გეგმები, სამუშაოებისა და მასალების რაოდენობრივი სპეციფიკაციები;
  • შენობა-ნაგებობების შიდა ცივი წყალსადენის ქსელების გეგმები, სამუშაოებისა და მასალების რაოდენობრივი სპეციფიკაციები; 
  • შენობა-ნაგებობების შიდა ცივი წყალსადენის ქსელების აქსონომეტრიული სქემები;
  • შენობა-ნაგებობების შიდა ცხელი წყალსადენის ქსელების გეგმები, სამუშაოებისა და მასალების რაოდენობრივი სპეციფიკაციები; 
  • შენობა-ნაგებობების შიდა ცხელი წყალსადენის ქსელების აქსონომეტრიული სქემები;
  • შენობა-ნაგებობების შიდა სახანძრო წყალსადენის ქსელების, სამუშაოებისა და მასალების რაოდენობრივი სპეციფიკაციები; 
  • შენობა-ნაგებობების შიდა სახანძრო წყალსადენის ქსელების აქსონომეტრიული სქემები;
  • შენობა-ნაგებობების შიდა სახანძრო წყალსადენის ქსელების გეგმები;
  • შენობა-ნაგებობების გარე სახანძრო წყალსადენის ქსელების გეგმები;
  • სახანძრო უსაფრთხოების მიზნით მოწყობილობების და დანადგარების მონტაჟის დეტალები;
  • შენობა-ნაგებობების შიდა საკანალიზაციო ქსელების გეგმები, სამუშაოებისა და მასალების რაოდენობრივი სპეციფიკაციები; 
  • შენობა-ნაგებობების შიდა საკანალიზაციო ქსელების აქსონომეტრიული სქემები;
  • ცხელი წყლის მოსამზადებელი კვანძის (საბოილერე მეურნეობა) გეგმა და სქემა, სამუშაოებისა და მასალების რაოდენობრივი სპეციფიკაციები;   
  • დასაგეგმარებელი ობიექტის შიდასამოედნო სანტექნიკური ქსელების (სასმელი წყალი, სახანძრო წყალსადენი, სარწყავი სისტემა, ფეკალური კანალიზაცია, სანიაღვრე კანალიზაცია) გეგმები, სამუშაოებისა და მასალების რაოდენობრივი სპეციფიკაციები;   
  • შიდასამოედნო სანტექნიკური ქსელების ტრანშეების ჭრილები, საკონტროლო და საკომუნიკაციო ჭების ნახაზები და სქემები, წყლის ხარჯის გამზომი კვანძის სქემა. სამუშაოებისა და მასალების რაოდენობრივი სპეციფიკაციები;   
  • სასმელი და სახანძრო წყლის სამარაგო მეურნეობის ნახაზები და სქემები (საჭიროების შემთხვევაში). სამუშაოებისა და მასალების რაოდენობრივი სპეციფიკაციები;   
  • სახიფათო ჩამონადენების გამწმენდი მოწყობილობების ნახაზები და სქემები (საჭიროების შემთხვევაში). სამუშაოებისა და მასალების რაოდენობრივი სპეციფიკაციები.

 

  • გათბობა, კონდიცირება, ვენტილაციის ნაწილი:

 

  • გათბობა, გაგრილება, ვენტილაციის ნაწილის განმარტებითი ბარათი, რომელშიც მოცემული იქნება დაგეგმარებული სისტემების დახასიათება. აქვე იქნება მოყვანილი ცნობები სამშენებლო მოედნის მეტეოროლოგიური პირობების, გადამღობი კონსტრუქციების (იატაკები, კედლები, სახურავი, კარ-ფანჯრები და სხვ.) თბოსაიზოლაციო თვისებების და თბურ ენერგიასა (სითბო/სიცივე) და სუფთა ჰაერზე შენობის საერთო მოთხოვნილების შესახებ. განმარტებითი ბარათის დანართის სახით, მოცემული იქნება მთავარი შენობის თბოდანაკარგების, თბოშენაკადების და საჭირო სუფთა ჰაერის რაოდენობის კალკულაციის ცხრილები.
  • მთავარი შენობის გათბობა-გაგრილების სისტემის გეგმები, სამუშაოებისა და მასალების რაოდენობრივი სპეციფიკაციები;
  • მთავარი შენობის გათბობა-გაგრილების სისტემის აქსონომეტრიული სქემები;
  • მთავარი შენობის გათბობა-გაგრილების სისტემის გამანაწილებელი კოლექტორების სქემები;
  • მთავარი შენობის ვენტილაციის სისტემის გეგმები სამუშაოებისა და მასალების რაოდენობრივი სპეციფიკაციები;
  • მთავარი შენობის ვენტილაციის სისტემის აქსონომეტრიული სქემები;
  • სითბო-სიცივით მომარაგების კვანძის გეგმა სამუშაოებისა და მასალების რაოდენობრივი სპეციფიკაციები (საქვაბისა და ჩილერების განსათავსებელი პლატფორმის აღჭურვა);
  • სითბო-სიცივით მომარაგების კვანძის აქსონომეტრიული სქემა;
  • შიდასამოედნო თბოქსელის ნახაზები (საჭიროების შემთხვევაში), სამუშაოებისა და მასალების რაოდენობრივი სპეციფიკაციები.

 

  • გარე საინჟინრო ინფრასტრუქტურა:

 

  • საავტომობილო გზები;
  • წყალმომარაგების ქსელები;
  • სამეურნეო და სანიაღვრე კანალიზაციის ქსელები;
  • სადრენაჟო სისტემები;
  • ხელოვნური ნაგებობები;
  • გამწმენდი ნაგებობები;
  • სასმელი წყლის რეზერვუარები;
  • ელექტრო მომარაგების ქსელი (ქვესადგურით)
  • სუსტი დენები (ტელეფონი, ვიდეო კონტროლი)
  • გათბობა (საქვაბე);
  • არსებული გარე საინჟინრო ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქცია;
  • გაანგარიშება და ხარჯთაღრიცხვა;
  • საავტორო ზედამხედველობა.

 

  • ბუნებრივი აირით მომარაგების პროექტი:

 

  • ბუნებრივი აირით მომარაგების პროექტი სამშენებლო ნორმებისა და წესების გათვალისწინებით;
  • ტექნიკური პირობა ბუნებრივი აირის დისტრიბუტორი კომპანიიდან;
  • საინჟინრო გეოლოგია;
  • ტოპო-გეოდეზიური სამუშაო;
  • საჭიროების შემთხვევაში საინჟინრო ჰიდროლოგია;
  • ჰიდრავლიკური გაანგარიშება;
  • სიტუაციური ნახაზი - გენგეგმა;
  • სამუშაო გეგმები;
  • პროექტის შეთანხმება საპროექტო გაზსადენის სხვა კომუნიკაციებთან გადაკვეთისა და მიახლოების შემთხვევაში. გაზმომარაგების უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით;
  • განმარტებითი ბარათი;
  • შრომის ორგანიზების პროექტი;
  • ხარჯთაღრიცხვა.

 

  1. მშენებლობის ორგანიზების პროექტი
    • სამშენებლო გენერალური გეგმა დროებითი შენობა-ნაგებობების (ადმინისტრაციული და საყოფაცხოვრებო დანიშნულების დროებითი შენობები, დროებითი დახურული საწყობები და ღია სასაწყობო მოედნები, დროებითი გზები და სამშენებლო ტექნიკის სამანევრო მოედნები, დროებითი ელექტრო და წყალსადენის ქსელები, ტერიტორიის განათება და სხვ.) ჩვენებით;
    • აუცილებელი უსაფრთხო ტექნიკისა და გარემოს დაცვითი ღონისძიებები;
    • ობიექტის მშენებლობის კალენდარული გრაფიკი.
    • მოთხოვნის მიხედვით სამუშაოთა წარმოების პროექტი.

 

  1. ეკოლოგიური პროექტი
    • გარემოზე ზემოქმედების შეფასება;
    • პროექტი შეესაბამება საქართველოში არსებულ კანონმდებლობას.

 

  1. შნუწი
    • ნახაზების მომზადება საქართველოს მთავრობის დადგენილება №41- შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების წესების მიხედვით და საექსპერტო დასკვნა.

 

  1. დენდროლოგიური პროექტი
    • ლანდშაფტის დიზაინი;
    • დასაგეგმარებელი ტერიტორიის საფარის გეგმა (ლანდშაფტის ვიზუალიზაცია).

 

  1. სახარჯთაღრიცხვო ნაწილი
    • ლოკალური ხარჯთაღრიცხვები შესრულებული რესურსული მეთოდით;
    • საობიექტო ხარჯთაღრიცხვა;
    • ობიექტის კრებსითი ხარჯთაღრიცხვა.

 

შეთავაზება:

  1. საავტორო ზედამხედველობის გაწევა ობიექტის მშენებლობის პერიოდში;
  2. მომსახურების ადგილობრივ, სახელმწიფო და კომუნალურ ორგანოებთან ურთიერთობაში;
  3. კონსულტაციები და რეკომენდაციები - სამშენებლო კომპანიის შერჩევაში;
  4. კონსულტაციები და რეკომენდაციები დოკუმენტაციის მომზადებაში ელექტრონული ტენდერისთვის.