+995 32 237 10 07
ორშ. – შაბ. 09:00 18:00

მაქს მეირ შავითის შოკოლადის საწარმო


მაქს მეირ შავითის შოკოლადის საწარმო


დამკვეთი: მაქს მაიერ შავითი

პროექტის დაკვეთა მოხდა 2018 წლის ივლისში.

პროექტის დამუშავება დასრულდა 2018 წლის აგვისტოში.

დაკვეთის საგანი: ქ. თბილისში შოკოლადის საწარმოს პროექტის შემუშავება, რომლის დღიური წარმადობა განისაზღვრება 250 სხვადასხვა ზომისა და ფორმის შოკოლადის ფიგურის გამოშვებით. საპროექტო ორგანიზაცია შპს „ინოსისტემსმა“ განახორციელა დაპროექტება ტექნოლოგიურად, ინჟინრულად, არქიტექტურულად და კონსტრუქციულად ისე, რომ მოსახერხებელი იყოს ამ პროდუქტების სათითაო და კომპლექსური წარმოება წინასწარ დამკვეთთან შეთანხმებული ტექნოლოგიური სქემით.

კომპანია შპს „ინოსისტემსმა“ აღნიშნული საწარმოს პროექტისათვის შესაბამისი დარგის პროფესიონალ სპეციალისტთა გუნდის მიერ შეასრულა შესაბამისი სამუშაოები, როგორც არქიტექტურული, ისე ტექნიკური და ტექნოლოგიური მიმართულებით.

პროექტი დამუშავდა ერთ თვეში, კომპანიას მოუხდა შემდეგი ძირითადი საკითხების გადაჭრა:

არქიტექტურული ნაწილის პროექტის დამუშავება;

ტექნიკურ ნაწილში თანამედროვე ტექნოლოგიური დანადგარების შერჩევა და გათვლა საქართველოში არსებული რეალური პირობების გათვალისწინებით, შემდგომში მათი ეფექტური გამოყენებისათვის;

აპარატურის, მოწყობილობების, ლაბორატორიული ინვენტარის და ავეჯის შერჩევა შესაბამისი სპეციფიკაციების გათვალისწინებით.

ტესტირებას დაქვემდებარებული მოწყობილობა-დანადგარების გამოსაცდელი რეჟიმისა და თანმიმდევრობის დეტალური აღწერა.

რთული, განსაკუთრებული დანადგარების, აპარატურისა და მოწყობილობების სამონტაჟო სქემები. 

ტექნოლოგიურ ნაწილში ასორტიმენტის შერჩევა;

საქართველოს ბაზარზე არსებული ასორტიმენტისგან განსხვავებით, სხვადასხვა სახეობის შოკოლადის და შოკოლადის ნაწარმის წარმოება, რომელიც იქნება კონკურენტუნარიანი. შოკოლადის ნაწარმი მოიცავს შემდეგ ასორტიმენტს:

ა) შოკოლადი მონოლითური ჩამოსხმის ნებისმიერი ფიგურა: ბარელიეფის და სხვადასხვა ფორმების.

ბ) შოკოლადი სხვადასხვა ფიგურებიანი, მათ შორის საბავშვო ასორტიმენტი შიგნით ცარიელი სივრცით არა ნაკლებ 125 სმ კუბ. მოცულობისა.

გ) შოკოლადი ალკოჰოლური გულსართით:

რძიანი ლიქიორით--პორტვეინით

შაქრის ლიქიორით--ღვინით

ხილის ლიქიორით--კონიაკით

დ) შოკოლადი (არაალკოჰოლური) ჟელირებული გულსართით:

მარმელადით --სხვასხვადა ფერის და არომატის

ე) შოკოლადი (არაალკოჰოლური) შეთქვეფილი მასის გულსართით;

პომადის მასით

ჩიტის რძის მასით

ზეფირის მასით

ვ) შოკოლადი (არაალკოჰოლური) კრემის გულსართით:

შოკოლადის კრემით

ვანილის კრემით

ნუშის კრემით

შოკოლადს და შოკოლადის გულსართების დამზადებას აქვს თავისი ძირითადი ტექნოლოგიური პროცესი, რომელიც მოიცავს ქვეტექნოლოგიურ პროცესებს.

შერჩეული ასორტიმენტის შესაბამისად მოძიებული და დამუშავებული იქნა თითოეული სახეობის ასორტიმენტზე და მის შიგთავსებზე თანამედროვე ინოვაციური სრული ტექნოლოგიები.

შესაბამისი ასორტიმენტის მიხედვით, ასევე მოძიებული და დამუშავებული იქნა სტანდარტული დოკუმენტაცია.