+995 32 237 10 07
ორშ. – შაბ. 09:00 18:00

ნიორის გადამუშავება და შენახვა


ნიორის გადამუშავება და შენახვა


დამკვეთი: მიხეილ ავალიანი

პროექტის დაკვეთა მოხდა 2017 წლის 25 აგვისტოს.

პროექტის დამუშავება დასრულდა 2017 წლის 25 სექტემბერს.

დაკვეთის საგანს წარმოადგენს დამკვეთის დავალებით კომპანია „ინოსისტემსის“ მიერ ნიორის საშრობი საწარმოს პროექტირება.

კომპანია „ინოსისტემსმა“ გამომშრალი ნიორის დამამზადებელი საწარმოს პროექტისათვის განახორციელა შესაბამისი საჭირო მასალების დოკუმენტაციის მოძიება, დამუშავება და შეთავაზება დამკვეთისათვის მისი წარმოებაში დანერგვის მიზნით, როგორებიცაა:

ტექნიკურ ნაწილში თანამედროვე ტექნოლოგიური დანადგარების შერჩევა და გათვლა საქართველოში არსებული რეალური პირობების გათვალისწინებით, შემდგომში მათი ეფექტური გამოყენებისათვის.

ტექნოლოგიურ ნაწილში შერჩეული ტექნოლოგიური დანადგარების შესაბამისად ნიორის შრობის ახალი ინოვაციური ტექნოლოგიების შერჩევა და დანერგვა, რომლის შედეგადაც წარმოებული პროდუქცია იქნება შედარებით კონკურენტუნარიანი საქართველოს ბაზარზე არსებულ ამ სახეობის და ასევე უცხოეთის ქვეყნებში წარმოებულ ასორტიმენთან შედარებით.

შესაბამისი სტანდარტული დოკუმენტაციის მოძიება-დამუშავება და წარმოებაში პრაქტიკულად დანერგვა ტექნოლოგიური პროცესის პარამეტრების მკაცრი დაცვით, რაც საბოლოოდ უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის პროდუქციის წარმოებას და ადამიანის კვებით უსაფრთხოებას.

დამუშავებული და მიწოდებული იქნა დამკვეთისათვის ნიორის შრობის წარმოებისა და გადამუშავების სრული ციკლის ტექნოლოგია და აგრეთვე ნიორის შრობის პროცესთან დაკავშირებული ნიორის მასალები:

ნიორის წარმოშობა;

მცენარის დახასიათება;

საქართველოში გავრცელებული ნიორის პერსპექტიული ჯიშები;

ნიორის ჯიშის დახასიათება მაღალი ცრუ ღეროს მიხედვით;

ნიორის გამრავლების და განვითარების სახეობა;

ნიორის ნაყოფის ბოტანიკური დახასიათება-აღწერილობა;

ნიორის სახეობის ჯგუფები;

ნიორის დარგვისას კლიმატური ფაქტორების ზემოქმედება მცენარეზე;

ნიორის მოსავლის აღება და მისი ნედლეულის მომზადება შენახვისათვის;

 სტაციონალური საცავის მომზადება ნიორის ხანგრძლივი დროით შესანახად;

სასაწყობე კამერაში ნიორის შენახვის პირობები;

სტაციონალურ საცავ-სასაწყობე კამერაში პროდუქციის დალაგება;

100გრ ახალი ნიორის კალორიულობა, ფიზიკო-ქიმიური თვისებების, ვიტამინების, ნახშირწყლების, ცვლადი და უცვლადი ამინომჟავების და მაკროელემენტების შემადგენლობა კალორიულობა და ფიზიკო-ქიმიური შემადგენლობა;

ბოსტნეულის შრობის მეთოდის ზოგადი დახასიათება და მიღებული მშრალი პროდუქტის უპირატესობა;

ბოსტნეულის შრობის ფორმები;

შრობის სახეობები და შრობის ტექნოლოგიები:

ბუნებრივი შრობა - ნედლეული თავსდება სტელაჟებზე ან სპეციალურ ბადეებზე და იდგმება შერჩეულ ადგილას;

ხელოვნური შრობა - მიმდინარეობს თბური დამუშავება, მიწოდების ფორმა არის ორი სახის:

ა)კონვექციური:

ამ დროს ხდება საშრობი ობიექტის უშუალო შეხება საშრობ აგენტთან, რომელიც წარმოადგენს ცხელ ჰაერს.

კონსრუქციის მიხედვით კონვენქციური დანადგარის სახეობებია:

გვირაბული, კამერული, ლენტური და სხვა სახის.

ბ).კონდუქციური:

შრობის პროცესი მთავრდება მაშინ, როცა წყლის შემცველობა დაიწევს ბოსტნეულში- 12-14%-მდე, ხოლო ხანგრძლივად შესანახად-6-8%-მდე.

ნიორის შრობის ტექნოლოგიური პროცესი შედგება შემდეგი ოპერაციებისაგან:

ახალი ნიორი;

საწყისი ინსპექტირება, აწონვა;

წინასწარი გაშრობა;

ბოლქვებიდან კანის მოცილება;

ბოლქვების დაყოფა კბლებად;

კბილების გასუფთავება გარსისგან და ისრებისგან;

ნიორის დაჭრა.

კამერული საშრობის ერთ-ერთ ყველაზე მარტივ სახეს წარმოადგენს ე.წ. საშრობი კარადები, სადაც ნედლეული გასაშრობად თავსდება ცხაურებზე.

ტემპერატურა და ჰაერის ნაკადის რეგულირება ხდება ავტომატურად, რაც იძლევა საშუალებას ნედლეულის შრობა მიმდინარეობდეს თანაბრად. გამოსაყენებელი ფართობი დამოკიდებულია საშრობის ტიპზე.

ნიორის შრობა კამერული ტიპის საშრობ კარადაში:

ერთ ღუმელში ერთ შრობაზე: 1100კგ. მზა გამომშრალი ნიორი 16 საათში;

ნედლი ნიორის სინესტე- 58%;

გამომშრალი ნიორის - სინესტე - 6-8%;

მზა პროდუქციის ინსპექტირება:

გამომშრალი ნიორის დაღერღვა, დაფქვა ფხვილის სახით;

მზა პროდუქციის დაფასოება ჰერმეტულ შეფუთვაში.

შენახვის პირობები:

ჰერმეტულად დაფასოებული ნიორი უნდა ინახებოდეს მშრალ, სუფთა, კარგად განიავებულ საწყობში:

ტემპერატურა-არა უმეტეს 20°C;

ჰაერის ფარდობითი ტენიანობა-არა უმეტეს - 75%;

შენახვის ვადა-არა უმეტეს 30 თვე.