+995 32 237 10 07
ორშ. – შაბ. 09:00 18:00

კაფის ტიპის საწარმო <br/> "ურბან ბეიქერი"


კაფის ტიპის საწარმო
"ურბან ბეიქერი"


დამკვეთი შპს "ურბან ბეიქერი"

პროექტის დაკვეთის თარიღი:  2018 წლის  12 იანვარი

პროექტი დასრულდა 2018 წლის 18 მაის

დაკვეთის საგანი: ქ. თბილისში საკონდიტრო, კაფის ტიპის საწარმოს პროექტირება, რომელიც ორიენტირებულია საკონდიტრო ნაწარმის შერეულ ასორტიმენტზე, აგრეთვე აქვს შესაძლებლობა აწარმოოს სხვადასხვა ტიპის პროდუქცია. მათ შორის: პროდუქცია ფენოვანი ცომისგან, კრემიანი ნამცხვარი, საფუარიანი ცომის ნაკეთობები, ხაჭაპურები ასორტიმენტში, ფუნთუშები, ღვეზელები.

   კომპანია შპს „ინოსისტემმა“  აღნიშნული  საწარმოს პროექტისათვის შესაბამისი დარგის პროფესიონალ სპეციალისტთა გუნდის  მიერ  შეასრულა  შესაბამისი სამუშაოები  როგორც არქიტექტურული  ისე  ტექნიკური და ტექნოლოგიური   მიმართულებით .

  1. დამუშავდა საწარმოს არქიტექტურული  პროექტი.
  2. ტექნიკურ -ტექნოლოგიურ ნაწილში   კი  მოხდა  საჭირო მასალების   და  დოკუმენტაციის მოძიება, დამუშავება  და  შეთავაზება    დამკვეთისათვის მისი  წარმოებაში დანერგვის კუთხით, როგორებიცაა:
  3. ტექნიკურ ნაწილში თანამედროვე ტექნოლოგიური დანადგარების შერჩევა და გათვლა საქართველოში არსებული რეალური პირობების გათვალისწინებით, შემდგომში მათი ეფექტური გამოყენებისათვის.
  4. ტექნოლოგიურ ნაწილში - შერჩეული  ტექნოლოგიური დანადგარების  შესაბამისად  ახალი  ინოვაციური  ტექნოლოგიების  შერჩევა, რომლის  შედეგადაც  წარმოებული  პროდუქცია იქნება შედარებით კონკურენტუნარიანი   როგორც  ადგილობრივ ბაზარზე არსებულ , ასევე უცხოეთის ქვეყნებში წარმოებული    პროდუქციის ასორტიმენთან შედარებით.
  5. შესაბამისი აულილებელი სტანდარტული დოკუმენტაციის მოძიება-დამუშავება წარმოებაში  პრაქტიკულად დანერგვისათვის- ტექნოლოგიური პროცესის პარამეტრების მკაცრი დაცვით, რაც საბოლოოდ უზრუნველყოფს   უმაღლესი ხარისხის პროდუქციის  წარმოებას და ადამიანის  კვებით უსაფრთხოებას.