+995 32 237 10 07
ორშ. – შაბ. 09:00 18:00

შპს "დემასი"- სახანძრო სიგნალიზაციისა და საევაკუაციო მაჩვენებლების პროექტი


შპს "დემასი"- სახანძრო სიგნალიზაციისა და საევაკუაციო მაჩვენებლების პროექტი


 

დამკვეთი: შპს ,,დემასი,, 

პროექტის დაკვეთა      მოხდა 2018  წლის  16 ნოემბერს 

პროექტის დამუშავება   მიმდინარეობს.

დაკვეთის საგანს წარმოადგენს: დამკვეთის დავალებით   შემსრულებლის-კომპანია  შპს ,,ინოსისტემსის,, მიერ ქ. ბათუმში, ლეონიძის ქ. № 13-ში მდებარე დამკვეთის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ს/კ 05.25.07.018) დამკვეთთან წინასწარ შეთანხმებული ტექნიკური დავალების მიხედვით  სავაჭრო ცენტრის ელექტრო შიდა და გარე ქსელის,  ავტომატური სახანძრო სიგნალიზაციის და ხანძარქრობის სისტემების პროექტირება.

 

კომპანია  ,,ინოსისტემსის,,  მხრიდან განსახორციელდა  შემდეგი სამუშაოები:

 1 , ელექტრო შიდა და გარე ქსელის პროექტირება:  ელექტრული ნაწილის განმარტებითი      ბარათი, რომელშიც მოცემულია როგორც მთლიანად ობიექტის, ასევე ცალკეული შენობა ნაგებობების ელექტროენერგიაზე მოთხოვნილება (დადგმული და მოთხოვნილი სიმძლავრეების მნიშვნელობები), დაგეგმარებული ელ. ქსელების კატეგორია, ტიპი და ელ. გაყვანილობის მონტაჟის წესი.

 

1.1. შენობა-ნაგებობების განათების შიდა ქსელების გეგმები, სამუშაოებისა და მასალების რაოდენობრივი სპეციფიკაციები;

 

1.2.შენობა-ნაგებობების ავარიული განათების შიდა ქსელების გეგმები, სამუშაოებისა და მასალების რაოდენობრივი სპეციფიკაციები;

 

1.3.შენობა-ნაგებობების ძალოვანი შიდა ქსელების გეგმები, სამუშაოებისა და მასალების რაოდენობრივი სპეციფიკაციები;

 

1.4.შენობა-ნაგებობების სადისტრიბუციო და სერვისული ელექტრო ფარების სქემები, სამუშაოებისა და მასალების რაოდენობრივი სპეციფიკაციები;

 

1.5.შენობა-ნაგებობების ძალოვანი შიდა ქსელების კრიტიკული (საპასუხისმგებლო) ნაწილების და ავარიული განათების ქსელების უწყვეტი კვებით უზრუნველყოფის სისტემების სქემები (უწყვეტი კვების ბლოკები, აკუმულატორები და ა.შ.), სამუშაოებისა და მასალების რაოდენობრივი  სპეციფიკაციები;

 

1.6.შენობა-ნაგებობების მთავარი და სერვისული ელ. ფარების,  და უწყვეტი კვების წყაროების  შეერთების ბლოკ-სქემა;

 

1.7.შენობა-ნაგებობების ლითონის ნაწილების დამიწების (პოტენციალთა გათანაბრების) კონტურის ნახაზები და შესაბამისი სამუშაოებისა და მასალების რაოდენობრივი   სპეციფიკაციები (საჭიროების შემთხვევაში);

 

1.8.დასაგეგმარებელი შენობა-ნაგებობის ელექტრო უზრუნველყოფაში, განახლებადი ენერგიის გამომყენებელი სისტემების სქემები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

 

1.9.ობიექტის შიდა-სამოედნო ელ. ქსელების გეგმები (ძალოვანი ქსელი, ტერიტორიის განათება, მეორადი დამიწების ქსელი), საკაბელო ტრანშეების ჭრილები, საკაბელო ჟურნალი, სამუშაოებისა და მასალების რაოდენობრივი   სპეციფიკაციები;

 

1.10.სარეზერვო კვების გენერატორის  სამონტაჟო ნახაზები;

 

1.11.დამიწების მეორადი კონტურის ნახაზები, სამუშაოებისა და მასალების რაოდენობრივი   სპეციფიკაციები;

 

1.12.ობიექტის მთავარი ფარის სქემა, სამუშაოებისა და მასალების რაოდენობრივი სპეციფიკაციები;

            

              1.13.ობიექტის ელ. მომარაგების საერთო ბლოკ-სქემა (მთავარი მკვებავი ხაზის, ობიექტის   მთავარი ელ. ფარის, გენერატორის, შიდასამოედნო ელ. ქსელების, და შენობა-ნაგებობების სადისტრიბუციო ფარების შეერთების სქემა).

 

  1. ავტომატური სახანძრო სიგნალიზაციის პროექტირება:

 

2.1.შენობა-ნაგებობების შიდა სახანძრო სიგნალიზაციის ქსელების გეგმები, სამუშაოებისა და მასალების რაოდენობრივი  სპეციფიკაციები;

          

             2.2.ობიექტის და შენობა-ნაგებობების სახანძრო სიგნალიზაციის ქსელების ბლოკ-სქემები.

          

            2.3.ობიექტის შიდასამოედნო სახანძრო სიგნალიზაციის ქსელების ნახაზები, სამუშაოებისა და  მასალების რაოდენობრივი  სპეციფიკაციები.

 

3.ხანძარქრობის სისტემების პროექტირება:

 

3.1.შენობა-ნაგებობების შიდა სახანძრო წყალსადენის ქსელების აქსონომეტრიული სქემები;

 

              3.2.შენობა-ნაგებობების შიდა სახანძრო წყალსადენის ქსელების გეგმები;

             

               3.3.შენობა-ნაგებობების გარე სახანძრო წყალსადენის ქსელების გეგმები;

               3.4.სახანძრო უსაფრთხოების მიზნით მოწყობილობების და დანადგარების მონტაჟის დეტალები;

               3.5.სახანძრო წყლის სატუმბი სადგურის ტექნოლოგიური და არქიტექტურული პროექტირება დამკვეთთან წინასწარ შეთანხმებული ტექნიკური დავალების მიხედვით;

                3.6.სახანძრო წყლის სამარაგო მეურნეობის ნახაზები და სქემები წყლის ფილტრაციის კვანძების მითითებით (საჭიროების შემთხვევაში).  

 

               პროექტის  დამუშავების პროცესი მიმდინარეობს,

               პროექტი დასრულდება ხელშეკრულებით  გათვალისწინებულ ვადებში.