+995 32 237 10 07
ორშ. – შაბ. 09:00 18:00

ნუში - გაშენება, გადამუშავება, შენახვა


ნუში - გაშენება, გადამუშავება, შენახვა


დამკვეთი:  გიორგი რურუა

პროექტის დაკვეთა მოხდა 2018 წლის 28 სექტემბერს.

პროექტის დამუშავება დამთავრდა 2018 წლის 28 ოქტომბერს.

დაკვეთის საგანს წარმოადგენს - საქართველოში ნუშის ბაღების გაშენება, ნუშის გადამუშავება და შენახვა.

კომპანია შპს „ინოსისტემსმა“ აღნიშნული პროექტისათვის შესაბამისი დარგის პროფესიონალ სპეციალისტთა გუნდის მიერ განახორციელა მასალების მოძიება, დამუშავება და შესთავაზა დამკვეთს, ესენია:

ნუშის ბაღების გაშენება;

ნუშის მოსავლის აღება;

ნუშის შრობა;

ნუშის შენახვა;

ტექნიკურ ნაწილში თანამედროვე ტექნოლოგიური დანადგარების შერჩევა და გათვლა საქართველოში არსებული რეალური პირობების გათვალისწინებით, შემდგომში მათი ეფექტური გამოყენებისათვის.

ტექნოლოგიურ ნაწილში - შერჩეული ტექნოლოგიური დანადგარების შესაბამისად ახალი ინოვაციური ტექნოლოგიების შერჩევა, რომლის შედეგადაც წარმოებული პროდუქცია იქნება შედარებით კონკურენტუნარიანი, როგორც ადგილობრივ ბაზარზე არსებულ, ასევე უცხოეთის ქვეყნებში წარმოებული პროდუქციის ასორტიმენთან შედარებით.

სტანდარტული დოკუმენტაციის მოძიება-დამუშავება წარმოებაში პრაქტიკულად დანერგვისათვის ტექნოლოგიური პროცესის პარამეტრების მკაცრი დაცვით, რაც საბოლოოდ უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის პროდუქციის წარმოებას და ადამიანის კვებით უსაფრთხოებას.

მშრალ სუბტროპიკულ ხეხილოვან კულტურათა შორის ნუშს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ნუში შედის კაკლოვან კულტურათა ჯგუფში, რომელიც 40-მდე სახეობას აერთიანებს. გავრცელებულია ზომიერ და სუბტროპიკულ ზონაში.

ნუშის ნაყოფები მოიხმარება როგორც ნედლი, ისე მოხალული, დაშაქრული და დამარილებული სახით.

ნაყოფის ფიზიკო-ქიმიური მახასიათებლებია:

გულის გამოსავლიანობა - 38-42 % არა ნაკლებ - 30%.

ნაყოფის ფორმა - მოგრძო, ოვალური, ორივე გვერდი შებრტყელებული.

1 ჰა-ზე მოსავლიანობა - 3.2- 4.5 ტონა.

სრულ მსხმოიარობაში შესვლის პერიოდი - 6-7 წლის ასაკი.

მოსავლის აღების პერიოდი ნაყოფის სიმწიფის მაჩვენებლებია, როცა მომწიფებული ნაყოფების ლენჯო ყვითლდება, შემდეგ იხსნება და გახნილი გარსი ნაჭუჭს იოლად შორდება. ეს ყველაზე კარგი პერიოდია მოსავლის ასაღებად. ეს პროცესი კი ხდება აგვისტო-სექტემბერში და მაშინ იწყება ნუშის მოსავლის აღებაც.

შრობა - მოსავლის აღების შემდეგ ნუში უნდა გაშრეს მზეზე ან სპეციალური საშრობების გამოყენებით. შრობის პროცესის სწორად წარმართვას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ამ დროს ყალიბდება ნედლეულის საბოლოო კონდიციები.

შრობის ტემპერატურა - 23 -30 °C და არა უმეტეს 43°С.

სინესტე გაუტეხავი ნუშის - არაუმეტეს 11,0 %.

სინესტე ნუშის გულის - 6,5% არაუმეტეს 7%.

შენახვა - გაუტეხავი ნუში უნდა შეინახოს ჯვალოს (ჯუთის) ტომრებში 25-50 კგ, მუყაოს ყუთებში ან დიდი ტევადობის 1-1,5 ტონიან ე.წ. „ბიგბეგებ“-ში. ნუშის გულის შენახვა რეკომენდებულია ვაკუუმშეფუთვით და მუყაოს ყუთებით. ნედლეული უნდა დასაწყობდეს ტარაში (პალეტებზე) წესების დაცვით და გაკონტროლდეს შენახვის რეჟიმის პარამეტრები: ტენიანობა - 50-65%. რაც შეეხება ტემპერატურის ნიშნულს, სხვადასხვა ტემპერატურის პირობებში  შენახვის ხანგრძლივობა განსხვავებულია.