+995 32 237 10 07
ორშ. – შაბ. 09:00 18:00

აგრომარკეტი - ერთი ნაბიჯი


აგრომარკეტი - ერთი ნაბიჯი


დამკვეთი:  ხვიჩა ალექსანდრია

პროექტის დაკვეთა მოხდა 2018 წლის 12 ნოემბერს.

პროექტის დამუშავება  დამთავრდა 2018  წლის  31 დეკემბერს.

დაკვეთის საგანს წარმოადგენს დამკვეთის დავალებით   შპს "ინოსისტემსის" მიერ ქ. თბილისში, გივი კარტოზიას ქ. № 10-ში მდებარე დამკვეთის მფლობელობაში არსებულ ობიექტზე აგრომარკეტის პროექტირება.

კომპანია "ინოსისტემსის" მხრიდან  აღნიშნული  პროექტისათვის ვალდებულების  მიხედვით   განხორციელდა  შემდეგი სამუშაობის  შესრულება:

არქიტექტურულ ნაწილი;

საინჟინრო ნაწილი;

სანტექნიკურ ნაწილი

გათბობა, კონდიცირება, ვენტილაციის ნაწილი;

ტექნოლოგიური ნაწილი, კერძოდ:

ტექნოლოგიური ნაწილის განმარტებითი ბარათი, ტექნოლოგიის არჩევა/დასაბუთება;

ტექნოლოგიური დანადგარების ხაზების შერჩევა და გათვლა საქართველოში არსებული რეალური პირობების გათვალისწინებით, შემდგომში მათი ეფექტური გამოყენებისათვის;

დანადგარების, აპარატურების, მოწყობილობებისა და ავეჯის ჩამონათვალი, სპეციფიკაცია;

ტექნოლოგიური სქემა;

ტექნოლოგიური გეგმარება საწარმოო პროცესების ტექნოლოგიური ნაკადურობების  გათვალისწინებით;

ტესტირებას დაქვემდებარებული მოწყობილობა-დანადგარების გამოსაცდელი რეჟიმისა და  თანმიმდევრობის დეტალური აღწერა;

დაზგა-დანადგარების სპეციფიკაცია;

რთული და განსაკუთრებული დანადგარების, აპარატურისა და მოწყობილობების     სამონტაჟო სქემები;

მთავარი კორპუსის საევაკუაციო გეგმები, გამაფრთხილებელი და გზამკვლევი მაჩვენებლის განლაგებები;

სამგზავრო და ტვირთმზიდი ლიფტების ცხრილები;

არსებული ტექნოლოგიური პროცესების ავტომატიზაცია;

არსებული ტექნოლოგიური ციკლის ავტომატიზაცია

პროექტირება ხდება HACCP - ის და ISO -ს სტანდარტების გათვალისწინებით.