+995 32 237 10 07
ორშ. – შაბ. 09:00 18:00

ქუთაისის მარცვლეულის ტერმინალი


ქუთაისის მარცვლეულის ტერმინალი


  1. მარცვლეულის   მიღება     

მარცვლეული კულტურების ოჯახს  მიეკუთვნება  შემდეგი დასახელების  მარცვლოვნები: ხორბალი, ჭვავი, ქერი, შვრია, სიმინდი,  ფეტვი, ბრინჯი.

საქართველოში მარცვლეულის იმპორტი ძირითადად ხორცილდება რუსეთიდან და ყაზახეთიდან, ასევე გარკვეული რაოდენობით ხდება საქართველოში მოყვანილი ხორბლის შეძენაც. ამ მიმართულებით საქართველოში  ყველაზე დიდი  იმპორტიორია  ( კომპანია ,,ბევრილი ჯგუფი,,)  , რომელსაც აქვს თანამედროვე, ამერიკული წარმოების ელევატორები,  რომლის საერთო ტევადობა 60 000 ტონას აჭარბებს.

აღნიშნულ  ელევაორებში მარცვლეული სწრაფად და მოხერხებულად იყრება. წონის განსაზღვრა კი  ხდება როგორც საავტომობილო, ასევე სარკინიგზო ელექტრონული სასწორებით.

მარცვლეულის ხარისხი შემოწმებას გადის თანამდროვე ლაბორატორიებში. საკონტროლო შესყიდვების ხარისხის შემოწმებას კი ახორციელებს მსოფლიოში ცნობილი კომპანია SGS (საფრანგეთი).

ყველა სილოსში (ელევატორში) ერთდროულად შეიძლება სხვადასხვა მარცვლეული კულტურის (ხორბალი, სიმინდი, ქერი და ა.შ) მიღება და შენახვა.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ  მიღების შემდეგ  მარცვლეული გადის  დამუშავების შემდეგ ეტაპებს:

1.პირველადი და მეორადი გაწმენდა  (გასუფთავება)

  1. გარეცხვა
  2. გაშრობა
  3. დახარისხება

5.განიავება (განიავების ავტომატიზებული სისტემა და ტემპერატურის მუდმივი კონტროლი შენახვის   ოპტიმალური რეჟიმის შენარჩუნების საშუალებას იძლევა.                                      

   2.პირველადი და მეორადი გაწმენდა  (გასუფთავება)

მინარევებისაგან      მარცვლის გაწმენდა ხდება სხვადასხვა სახის      დანადგარით.

თავდაპირველად მსუბუქი მინარევებისაგან  გაწმენდა ხდება  მანქანა-სეპარატორით  ჰაერის  ჭავლის დაბერვით.

მინარევები, რომელიც აქვს  მარცვალს და  სისქით და  სიგანით განსხვავდება,  მისი მოცილება ხდება  საცერში გაცრით.

მინარევები, რომელიც აქვს  მარცვალსდა  არის ერთნაირი სისქის და საგანის, მაგრამ განსხვავდება  სიგრძით   მარცვლისაგან, მათი მოცილება  ხდება სპეციალური მანქანებით-ტრიერებით.

მეტალის მინარევებისაგან გაწმენდა ხდება მაგნიტური  აპარატებით.

 

რაც შეეხება  მინარევებს( ქვა, მინა, კენჭი),რომელთა კუთრი წონა განსხვავდება  მარცვლისაგან, მისგან მარცვლის გასაწმენდად გამოიყენება ქვის გამომრჩევი მანქანა.

მარცვლის  გაწმენდა მტვერისა და მიწეპებული ტალახისაგან  ხდება  ჯაგრისებიანი გამწმენდი   მანქანით  და მათთან ერთად მარცვალი  თავისუფლდება პატარა წვერებისაგან და ნაყოფის გარსისა და ჩანასახის  ნაწილებისაგან.

კონდიცირებულად ითვლება  მარცვალი,როცა ის  დასველებულია ცივ ან თბილ წყალში და არის დაყოვნებული. სინესტის  მოქმედებით გარსი ხდება  უფრო გამძლე  და ენდოსპერმა -კი მყიფე.

 

 

  1.    გარეცხვა 

 

მარცვლეულის დალბობა და  გარეცხვა ეს არის  ერთერთი  მნიშვნელოვანი  პროცესი  მარცვლეულის მოსამზადებლად დაფქვისათვის. მარცვლეულის გასარეცხად არსებობს თანამედროვე სხვადასსხვა კატეგორიის   სარეცხი დანადგარები.  ერთერთი ასეთია (Ж9-БМБ) ტიპის მარცვლეულის სარეცხი დანადგარი,რომელიც ასრულებს  შემდეგ ოპერაციებს: ასუფთავებს მარცვლეულის ზედაპირს  მტვერისაგან, მიწისაგან,  ორგანული და მინერალური მინარევებისაგან.

წისქვილკომბინატებში მარცვლის გასუთავების შემდეგ  ხდება მარცვლის დატენიანება- მისი  შემდგომი მომზადება დაფქვისათვის.  არსებობს  სხვადასხვა  სახის მანქანა-დანადგარით  დატენიანების   შემდეგი   სამი მეთოდი:

-მანქანები,  რომლებიც მარცვალს ატენიანებენ  ცივი ან თბილი წყლით,  რომლის მიზანიცაა   ჰიდროთერმული  დამუშავებისას  მარცვალში  მოხდეს   ფიზიკური  თვისებების ცვლილებები.

 -მარცვლის დატენიანება  ორთქლით  სხვადასხვა სახეობის  ბურღულეულობის  გადამუშავებისას  კანისაგან  ან  ფანტელებისგან  განთავისუფლებამდე.

 

-მანქანები, რომლებიც     აცილებენ  ჰიდროდინამიკური თვისებებით მარცვლისაგან    გამორჩეულ მინარევებს.

დღეისათვის საწარმოთა მიერ გამოშვებულია    შემდეგი  სახეობის მარცვლის  დამატენიანებელი მანქანა-დანადგარები:

  1. 1. წყლის ჭავლის მანქანა- წყლის დამატებისათვის წვეთოვან მდგომარეობაში.  
  2. 2. წყლის გამანაწილებელი მანქანა - წყლის ,,სპრეის,, სახით დასამატებლად.  
  3. 3. კომბინირებული სარეცხი მანქანები ვერტიკალური დაწნული სვეტით .  

მარცვლეულის ზედაპირის უფრო თანაბარი  დალბობა- დამუშავება  მიიღწევა ისეთ მანქანებში, რომელშიც წყალი  მარცვალს ემატება  ,,სპრეის,, სახით.

კომბინირებულ სარეცხ მანქანებში წყალი ემსახურება  მარცვლეულის ისეთი მინარევების მოცილებას,  რომელიც ძნელად  ცილდება   მარცვლეულს მშრალი გაწმენდის  მეთოდით.

,,ჰიდროსეპარატორის,,  მუშაობის  პრინციპს  საფუძვლად  უდევს მარცვლეულისა და წყალში მინარევების  სიჩქარეტა შორის სხვაობა.

მიზანშეწონილია მარცვლეული  მიეწოდოს გასარეცხ ავზში  აღმავალი წყლის ზედაპირული ნაკადების ფორმირებულ ზონაში, ანუ მარცვლეულის  ,,შნეკის,,ბრუნვის  საწინააღმდეგო   მიმართულებით.

 

  1. შრობა

 

მარცვლეულის  სპეციალური საშრობები არის  ორი სახის: მაღალტემპერატურული და  დაბალტემპერატურული    შრობის.  დაბალტემპერატურულ საშრობში  შრობის დროს  მარცვლეულის  ტემპერატურა არის  ძირითადი ფაქტორი  მისი უსაფრთხო შენახვის ვადისა, ამიტომ  საჭიროა  სისტემატიური მონიტორინგი  ამ მიმართულებით.

14% --იანი სინესტის მარცვლეულის  უტაროდ  შენახვა   აერაციის გარეშე ასეთ საშრობში   შესაძლებელია რამდენიმე თვის განმავლობაში. მაგრამ  მარცვლეული  (22-24)%-ის სინესტის,

რომელიც ინახება აერაციის გარეშე (15-20)°CT-ზე,  უკვე ექვემდებარება   გაფუჭებას

 (3-7)   დღის შემდეგ. ხოლო ტემპერატურის  დაწევით( 20 -10)°CT-მდე გაუხანგრძლივებს  შენახვის ვადას (2-4) ჯერ.   შენახვის ვადა   რამდენჯერმე  მეტი ხნით უსაფრთხოა  ქერისა და შვრიის,  ვიდრე ხორბლისა და ჭვავის მარცვლეულისათვის.

 

მარცვლეულის გადამუშავების  პროდუქტებია:

1.ბურღულეული

 2.ფქვილი

 3.მაკარონის ნაწარმი

 4.პური და პურის ნაწარმი

 

 საქართველოში თბილისსა და ფოთში მდებარე მარცვლეულის გადამამუშავებელი ქარხნები აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებით. რომელსაც შეუძლია როგორც უმაღლესი და პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის, ასევე, შავი ფქვილის, სიმინდის ღერღილისა და ფქვილის წარმოება (გამოშვება). ამ დანადგარების წარმადობა (სიმძლავრე) შეადგენს 1040 ტ/24 საათში.

ფქვილის საუკეთესო თვისებების და ხარისხის უკეთ წარმოჩენისათვის ბევრილი ჯგუფის მიერ ხდება სხვადასხვა ტიპის ფქვილის კუპაჟირება, რაც ცხობის პროცესსა და გამომცხვარ პროდუქციას საუკეთესო თვისებებს ანიჭებს.

ბევრილი ჯგუფს გააჩნია ფქვილის დასაფასოებელი ავტომატიზებული, თანამედროვე, სრულად აღჭურვილი ხაზები, რომელთა მეშევეობითაც ხორციელდება ფქვილის როგორც ტომრებში (50 კგ და 25 კგ), ასევე 1,2 დ 5 კგ- იან პაკეტებში დაფასოება. ბევრილი ჯგუფი აწარმოებს ფქვილის 2 დასახელების ბრენდს: „პურადი“-ს და „ლაზათი“-ს სახელწოდებით.