+995 32 237 10 07
ორშ. – შაბ. 09:00 18:00

ხინკლის მანქანა-დანადგარები


ხინკლის მანქანა-დანადგარები


ჩვენი პარტნიორი კომპანიის წარმომადგენლის ბატონ დიმიტრი სანაძის მიერ საქართველოში, ქ. თბილისში ხინკლის წარმოებისათვის საექსპერიმენტოდ დამზადდა ხინკლის დამფორმებელ-შემხვევი დანადგარი, რომელმაც საწარმოო-საექსპერიმენტო გამოცდა გაიარა შემდეგ კომპანიებში: შპს „ნიკორა“, შპს „ეკო რესურსი“, შპს „თოლია“, შპს „მითანა“ და მოწონება დაიმსახურა. საწარმოთა ხელმძღვანელებმა გამოთქვეს სურვილი დანადგარის დამზადების და შესაბამისად შეძენის თაობაზე.

დღეის მდგომარეობით მიმდინარეობს საექსპერიმენტო დანადგარის კიდევ უფრო მოდერნიზება და მისი დამზადება ხდება უჟანგავი ფოლადის გამოყენებით შპს „თორის“ მექანიკურ საამქროში.

ხინკლის დამფორმებელ-შემხვევი დანადგარის მუშაობის ტექნოლოგიური პროცესის აღწერა:

 

1

გაბრტყელებული ხინკლის ცომი მიეწოდება დანადგარს შესაბამისი ზომის ცომის ამოსაჭრელად;

2

ამოჭრილი ცომები ფორმდება, უკეთდება ირგვლივ ნაოჭები და შუაში რჩება ღრმული სივრცე;

3

აღნიშნულ ცომის ღრმულში იდება ხორცის ფარში;

4

ეჭრება ზემოდან ზედმეტი ცომი;

5

შემდეგ ხდება „კუჭების“ შეკვრა;

6

საბოლოოდ ტრანსპორტიორით მზა, დაფორმებული ხინკალი მიეწოდება შემკრებ ჭურჭელს.

 

უახლოეს მომავალში იგეგმება აღნიშნული დანადგარის სერიული წარმოება.