+995 32 237 10 07
ორშ. – შაბ. 09:00 18:00

სახანძრო უსაფრთხოების სანქციები


სახანძრო უსაფრთხოების სანქციები


     2017 წლის 1 იანვარს ამოქმედდა საქართველოს მთავრობის მიერ 2016 წელს დამტკიცებული N41 დადგენილება - "შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესები“. აქამდე საქართველოში სამშენებლო სფეროში, ძირითადად ჯერ კიდევ საბჭოთა დროინდელი ნორმები გამოიყენებოდა, რაც ხშირ შემთხვევაში ვერ პასუხობდა თანამედროვე მოთხვნებს და ვერ უზრუნველყოფდა სათანადო უსაფრთხოებას. შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესები შემუშავდა შენობა-ნაგებობის საერთაშორისო კოდის (IBC) საფუძველზე. უსაფრთხეობის წესები ითვალისწინებს, როგორც დაპროექტება-მშენებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე სამუშაო პროცესის უსაფრთხოებასაც, კერძოდ: შრომის უსაფთხოება, სანიტარული პირობები, სახანძრო უსაფთხოება და სხვა. მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისის კვალიფიკაციის პროფესიონალების სიმცირის გამო, გარკვეული პრობლემები შეიქმნება, საქართველოს შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის ასოციაციას თვლის რომ ახალი თანამედროვე უსაფრთხეობის ნორმების დამტკიცება აუცილებელი იყო.

    აღსანიშნავია ფაქტი, რომ სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევისას ან შეუსრულებლობისას პირი 500 ლარით დაჯარიმდება. თუ ეს ნორმები ხანძარსაწინააღმდეგო რეჟიმის მოქმედების პირობებში დაირღვა, მაშინ ჯარიმა 1000 ლარია.

        შიდახანძარსაწინააღმდეგო წყალმომარაგებისთვის, ელექტროდანადგარებისათვის, ელექტროტექნიკური პროდუქტებისა და ხანძრის ჩაქრობის პირველადი საშუალებებისათვის დადგენილი სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევისას ჯარიმა 1000 ლარია.

      შენობაში საევაკუაციო გზებისათვის, საევაკუაციო და ავარიული გასასვლელებისათვის, ხანძრის ავტომატური ჩაქრობის, სახანძრო სიგნალიზაციის, ხანძრის დროს ადამიანთა მაუწყებლობის, ევაკუაციის მართვისა და კვამლსაწინააღმდეგო დაცვის სისტემებისათვის დადგენილი სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დაუცველობა დაჯარიმდება 1000-დან 5000 ლარამდე.

     300 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს ის ფაქტიც, თუ დამამზადებლის (მომწოდებლის) მიერ ნივთიერების, მასალის, ნაკეთობისა და დანადგარის შესაბამის ტექნიკურ დოკუმენტაციაში ამ ნივთიერების, მასალის, ნაკეთობისა და დანადგარის ხანძარსაშიშროების მაჩვენებლების შესახებ ან მათი გამოყენებისას მისაღები სახანძრო უსაფრთხოების ზომების შესახებ ინფორმაცია არ იქნება შეტანილი (თუ სავალდებულოა ასეთი ინფორმაციის შეტანა).

       პროექტის მიხედვით, კერძო სახანძრო-სამაშველო დანაყოფის მიერ ხანძრის ჩაქრობის საქმიანობის წესისა და მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ან შეუსრულებლობის გამო დაჯარიმდება კერძო სახანძრო-სამაშველო დანაყოფის მესაკუთრე 5000 ლარიდან 10000 ლარამდე.

  სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტზე საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მათზე რეაგირების მოთხოვნების დარღვევა ან შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

       1000-ლარიანი ჯარიმაა გათვალისწინებული ხანძრის ჩასაქრობად, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალებისა და საშუალებების საგანგებო სიტუაციის ზონაში დაგვიანებით გაგზავნაზე.

       საგანგებო სიტუაციის დროს მოსახლეობის, მატერიალური და კულტურული ფასეულობების დაცვის უზრუნველსაყოფად საჭირო მოთხოვნების შეუსრულებლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით.

     2018 წლის პირველი იანვრიდან პირველ ივლისამდე სახანძრო წესების დარღვევისთვის სულ 510 ობიექტი დაჯარიმდა. ჯარიმამ კი 51 800 ლარი შეადგინა.

     საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ბოლო შვიდი თვის განმავლობაში სულ 248 ობიექტი შემოწმდა, აქედან 66 კლუბი და გასართობი ცენტრი იყო, ხოლო 182 სავაჭრო ცენტრი და კომპლექსი.

    საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ პირველ აგვისტომდე ჯარიმის ოდენობა 50-დან 200 ლარამდე შეადგენდა, ხოლო დღეის მდგომარეობით ჯარიმა გაიზარდა და 2 000-დან 5 000-მდე შეადგენს.

    პირველი აგვისტოდან, სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ კანონის თანახმად, ქვეყანა საგანგებო სიტუაციების მართვის ახალ მოდელზე გადავიდა. სანქციები კანონში გათვალისწინებულია იერარქიულად: გაფრთხილება, დაჯარიმება და საქმიანობის შეჩერება.

 

  ჩვენი კომპანია ინოსისტემსის გთავაზობთ ხანძარქრობის სისტემების პროექტირების სრულ პროექტს. ჩვენი საქმიანობის ძირითადი სფეროა კომპლექსური პროექტირება, მშნებლობა, გამართვა-გაშვება. პროექტის შესრულების მიართულებებია:

  1. ხანძარქრობის სისტემების ნაწილი.
  2. არქიტექტურული ნაწილი.
  3. ტექნოლოგიური ნაწილი:
  4. საინჟინრო ნაწილი, როგორც შიდა აგრეთვე გარე.

ყველა ამ ნაწილის პროექტირებისას ვხელმძღვანელობთ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით მიღებული წესებისა და ნორმების დაცვით.

გიგზავნით ჩვენი კომპანიის საპრეზენტაციო მასალას. უფრო დეტალური ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით.

პატივისცემით კომპანია „ინოსისტემსის ადმინისტრაცია“.