საკონდიტრო ,,ნარცისი"
პროექტის დაკვეთა მოხდა 2013 წელს
საკონდიტრო,, ნარცისი,, რამდენიმე წლის წინ დაარსდა, დაიწყო ფუნქციონირება და ქართველ მომხმარებელს შესთავაზა სხვადასხვა სახეობის საკონდიტრო ნაწარმის შემდეგი ასორტიმენტი: ნამცხვარი, შოკოლადიანი ნაწარმი, კანფეტი, ,,ჩიტის რძე,,, ზეფირი, მარმელადი და პასკები.
2013 წელს საწარმოს შეექმნა პრობლემები წარმოების სხვადასხვა რგოლში, ესენია :
ტექნიკური, ტექნოლოგიური, შრომის ორგანიზაციის და სადისტრიბუციო სფეროები.
საწარმოს ხელმძღვანელობამ კომპანია შპს „ინოსისტემსს“ მოგვმართა თხოვნით დასახმარებლად საწარმოში შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად.
ჩვენს მიერ შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, პროფესიონალ სპეციალისტთა შემადგენლობით, რომელიც მიევლინა საკონდიტრო „ნარცისში“ და ჩაატარა შესაბამისი სამუშაოები შექმნილი პრობლემის აღმოსაფხვრელად.
დღეისათვის საწარმო აღჭუვილია უცხოური წარმოების დანადგარებით და „ნარცისი” თავის მომხმარებელს უგემრიელესი ტკბილეულის ფართო არჩევანს სთავაზობს. კომპანია მუდმივად ითვალისწინებს მომხმარებლის ინტერესს და მათი მოთხოვნის შესაბამისად აწარმოებს მრავალფეროვან პროდუქციას. დღეისათვის ის 80-ზე მეტი დასახელების პროდუქციას უშვებს, რომლის დისტრიბუციაც ხდება მთელი საქართველოს მასშტაბით.