+995 32 237 10 07
ორშ. – შაბ. 09:00 18:00

საკონდიტრო ,,თბილკონდიტერი"


საკონდიტრო ,,თბილკონდიტერი"


 

 

დაკვეთის საგანს წარმოადგენს-კონდიტრო საწარმოს პროექტის შემუშავება, მისი აღჭურვა უახლესი თანამედროვე ტექნოლოგიებით, დანადგარებით და ახალი ასორტიმენტის  სახეობების  რეცეპტებისა და  ტექნოლოგიების შემუშავებით.

  საკონდიტრო  „თბილკონდიტერი“ დაარსდა 2012 წელს, მან მალევე შეძლო ქართულ ბაზარზე ადგილის დამკვიდრება და მომხმარებლის სანდოობისა და მოწონების დამსახურება, რომელშიც დიდი წვლილი მიუძღვის სპეციალისტა იმ ჯგუფს  რომლის ერთი ძირითადი ნაწილი გამოეყო საკონდიტრო ფაბრიკა „ტბილ ქვეყანას“ და დააფუძნა (ნოსტალგიური სახელის) საკონდიტრო ფაბრიკა „თბილკონდიტერი“, რომელიც დღეისათვის საკონდიტრო მრეწველობის ფერხულშია ჩაბმული.  

პროექტი დამუშავდა ერთ თვეში, კომპანიას მოუხდა შემდეგი ძირითადი საკითხების გადაჭრა:   

1.ექნიკურ -ტექნოლოგიურ  ნაწილში     მოხდა  საჭირო  დანადგარების, მასალების   და  დოკუმენტაციის მოძიება, დამუშავება  და  შეთავაზება    დამკვეთისათვის მისი  წარმოებაში დანერგვის კუთხით, როგორებიცაა:

   1.1.ტექნიკურ ნაწილში თანამედროვე ტექნოლოგიური და ნადგარების შერჩევა და   გათვლა საქართველოში არსებული რეალური პირობების გათვალისწინებით, შემდგომში მათი ეფექტური გამოყენებისათვის.

1.2.ტექნოლოგიურ ნაწილში -  შერჩეული  ტექნოლოგიური დანადგარების  შესაბამისად  ახალი  ასორტიმენტების  და  ინოვაციური  ტექნოლოგიების  მოძიება და წარმოებაში დანერგვა , რომლის  შედეგადაც  წარმოებული  პროდუქცია იქნება შედარებით კონკურენტუნარიანი   როგორც  ადგილობრივ ბაზარზე არსებულ , ასევე უცხოეთის ქვეყნებში წარმოებული    პროდუქციის ასორტიმენთან შედარებით.

  1. შესაბამისი აულილებელი სტანდარტული დოკუმენტაციის მოძიება-დამუშავება წარმოებაში პრაქტიკულად დანერგვისათვის- ტექნოლოგიური პროცესის პარამეტრების მკაცრი დაცვით, რაც საბოლოოდ უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის პროდუქციის  წარმოებას და ადამიანის  კვებით უსაფრთხოებას.