საკონდიტრო "სანდომი"
პროექტის დაკვეთა მოხდა 2012 წელს
შ.პ.ს. „ვასაძის პური“ დაარსდა 2001 წლის 13 მაისს ოზურგეთში. თავდაპირველად კომპანია პურ-ფუნთუშეულის წარმოებაზე იყო ორიენტირებული. მაღალი ხარისხის და კარგი გემოვნური თვისებების გამო პროდუქციამ სწრაფად მოიპოვა ნდობა და აღიარება ჯერ ადგილობრივ მომხმარებელთა შორის, ხოლო შემდგომ მიმდებარე რეგიონების მოსახლეობაში (ბათუმი, ფოთი, სამტრედია, ლანჩხუთი, ჩოხატაური…). ადგილობრივ ბაზარზე მოპოვებულმა წარმატებამ სტიმული მისცა_ მწარმოებელს გაეფართოვებინა წარმოება. 2011 წელს შეიქმნა შ.პ.ს. „ვასაძის პურის“ ახალი ბრენდი საკონდიტრო „სანდომი“. სოფელ მაკვანეთში ამოქმედდა მცირე მაშტაბის საკონდიტრო საწარმო, რომლის პროდუქციამაც ასევე მალე დაიმსახურა მომხმარებელთა კეთილგანწყობა.
2012 წელს „სანდომის“ ხელმძღვანელობამ კომპანია შპს „ინოსისტემსს“ მოგვმართა თხოვნით დასახმარებლად ახალ საწარმოში შექმნილი ტექნიკურ-ტექნოლოგიური პრობლემების აღმოსაფხვრელად. ჩვენს მიერ შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც მიევლინა საკონდიტრო „სანდომში“ (მაკვანეთში) და ჩაატარა შემდეგი სამუშაოები შექმნილი პრობლემის აღმოსაფხვრელად:
- შაქროვანი ნამცხვრის წარმოების ტექნოლოგიურ ხაზზე საკონტროლო-ექსპერიმენტული ცხობების შაშუალებით მოხდა დაკვირვება თითეული დანადგარის მუშაობაზე, ცომის მოზელვიდან ცხობის დამთავრებამდე და დადგინდა ზოგიერთი დანადგარის გაუმართაობა. ასევე იყო ღუმელზე ცხობის ტექნოლოგიური პროცესის პარამეტრების დარღვევები. აღნიშნული გაუმართოებები დანადგარებზე აღმოიფხვრა კომპანია შპს ,,ინოსისტემსის, პროფესიონალ სპეციალისტთა ჯგუფის მიერ და გამოშვებული პროდუქცია უკვე შეესაბამებოდა სტანდარტულ მაჩვენებლებს.
- ზეფირის და მარმელადის სახარშ უბანზე ასევე მოხდა საკონტროლო ხარშვები და აღმოიფხვრა დადგენილი ტექნოლოგიური პროცესების მიზეზი.
- საკონსულტაციო საუბრები ჩაუტარდა ტექნოლოგს და სხვადასხვა უბანზე მომუშავე კონდიტერებს ტექნოლოგიური პროცესების მკაცრად დაცვის აუცილებლობაზე.
- ასევე გაეწია კონსულტაცია ტექნოლოგს შიდა საწარმო სტანდარტის დამუშავების საკითხებთან დაკავშირებით და აგრეთვე გადაეცა შესაბამისი დოკუმენტაცია.