+995 32 237 10 07
ორშ. – შაბ. 09:00 18:00

სამრეწველო ფილები


სამრეწველო ფილები


კომპანია „ინოსისტემსი“ გთავაზობთ მოაპირკეთოთ თქვენი საწარმოს იატაკი კერამოგრანიტის უმაღლესი ხარისხის სამრეწველო ფილით, რომელსაც ალტერნატივა არ გააჩნია ხარისხის თვალსაზრისით. ქართულ ბაზარზე წარმოდგენილი ეპოქსიდური თუ რკინა ბეტონის იატაკისგან განსხვავებით, რომლებიც ადვილად ზიანდება და თანაც ექსპულატაციის ვადა შეზღუდული აქვთ 5-7 წლამდე, კერამოგრანიტის ფილების სიცოცხლის ხანგრძლივობა მინიმუმ 20 წელია, ხოლო მისი დაზიანება ურთულესია!

კონკურენტებთან შედარებით კერამოგრანიტის ფილა სრულიად დაცულია ნაკაწრებისაგან და ლაქებისაგან. იატაკის დაგებისას გამოყენებული ფილა, ასევე ჰიდროიზოლაცია, წებოცემენტი და გადაბმების ამოსავსები ნივთიერებები გამოირჩება როგორც მჟავვა-ტუტე, ასევე მექანიკური ზემოქმედების მიმართ უმაღლესი მდგრადობით, რაც უზრუნველყოფს საწარმოს იატაკის სიცოცხლისუნარიანობას ათეულობით წლების მანძილზე. დღეს ჩვენს ქვეყანაში ხელმისაწვდომი იატაკის მოპირკეთების გადაწყვეტებისაგან განსხვავებით, რომლებიც პრეტენზიულნი არიან წმენდასა და სხვა მომსახურებაში, თანაც უკვე 2-3 წლიანი ექსპულატაციის შემდეგ საჭიროებენ რემონტს, ჩვენ მიერ შემოთავაზებული გადაწყვეტა მდგრადია მრავალი წლის განმავლობაში, ასევე იაფია და მარტივია მისი წმენდა და სხვა მომსახურება. აღნიშნული ფილით იატაკით მოპირკეთება საუკეთესო გადაწყვეტაა რძის გადამამუშავებელი, ხორცპროდუქტების მწარმოებელი, უალკოჰოლო და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი და სხვა საწარმოებისათვის. როგორც ფილის ნედლეული, მისი შემადგენლობა, ასევე ხარისხი და სისქე შეესაბამება მსოფლიოში აპრობირებულ უმაღლეს სტანდარტებს.  


იხილეთ ვრცლად