+995 32 237 10 07
ორშ. – შაბ. 09:00 18:00

ტექნოლოგიური ექსპერტიზა


ტექნოლოგიური ექსპერტიზა


ტექნოლოგიური ექსპერტიზის რამდენიმე კომპონენტი არსებობს:

  • ექსპერტიზა ტექნოლოგიური უსაფრთხოების ნაწილში;
  • ტექნოლოგიური ექსპერტიზა ზოგადად მანქანა-დანადგარების შესაბამისობა ტექნოლოგიურ პროცესებთან;
  • ტექნოლოგიური ექსპერტიზა მანქანა-დანადგარების სიმძლავრეების ადეკვატურობა წარმადობასთან მიმართებაში;
  • აგრეთვე არსებობს შემდეგი კომპონენტი ტექნოლოგიური ექსპერტიზა პროდუქციის თვითღირებულების კალკულაციების გადამოწმების მიზნით.
  • ტექნოლოგიური ექსპერტიზა რამდენად შეესაბამება სამრეწველო ფართის გამოყოფილ ტერიტორიას
  • ტექნოლოგიური ექსპერტიზა სურსათის უვნებლობის ნაწილში ჰასპის და აისო სტანდარტების გათვალისწინებით
  • ტექნოლოგიური ექსპერტიზა მოცემული საწარმოს ნედლეულით უზრუნველყოფის ნაწილში ( რამდენად სწორადაა შერჩეული საწარმოს ადგილმდებარეობა ნედლეულით უზრუნველყოფის წყაროსთან)
  • ტექნიკური პირობების ექსპერტიზა საწარმოს კომუნიკაციებით ისეთები როგორიცაა : ელ.ენერგია, წყალმომარაგება, საკანალიზაციო და ბუნებრივი აირით უზრუნველყოფის ნაწილში ან სხვა ენერგიისა თუ კომუნიკაციის წყაროები
  • ტექნოლოგიური ექსპერტიზა საწარმოს კვალიფიკაციური კადრებით უზრუნველყოფის ნაწილში ( წარმოდგენილი საშტატო ერთეულის კვალიფიკაციის დამადასტურებელი საბუთების წარმოდგენა)
    პრიორიტეტი ენიჭება მიღებულ კვალიფიკაციაში შედიოდეს საქართველოში მიღებული გამოცდილება.

 

საკითხი მეორე არსებული საწარმოების შესწავლა მათი სისტემაში მოყვანა და მათი საპასპორტო ან დაგეგმილ სიმძლავრეზე გაყვანა. ამ საკითხში გვაქვს შემდეგი პოზიცია:

  • უნდა მოხდეს საწარმოს და მისი პოტენციალის შესწავლა, თუ როგორ და რა პრინციპით არის გადაჭრილი, ესა თუ ის ამოცანა
  • უნდა მოხდეს თავიდან ამ მოცემული საწარმოს სვოტ ანალიზი. მისი ძლიერი და სუსტი მხარეების შესწავლა
  • კონკრეტული გადაწყვეტილების დადება, თუ როგორ შეიძლება შეიქმნას ხარისხიანი პროდუქცია და შემცირდეს თვითღირებულება
  • ამისათვის საჭირო იქნება კონკრეტული ინჟინრული და ტექნოლოგიური გადაწყვეტების შეთავაზება, შესაბამისად მაკონტროლებელმა ინსტიტუტმა უნდა მოახერხოს და ზუსტად დაადგინოს, თუ რა ამოცანების გადაჭრის შემდეგ( ეს იქნება საინჟინრო, თუ ტექნოლოგიური საწარმო), შეძლებს მის წინაშე არსებულ ამოცანების გადაჭრას, რომ მიღწეული იქნას მიზანი.
  • ეს ყველაფერი უნდა მოხდეს კომისიური წესით. კომისიაში შევა ის კვალიფიციური და კომპონენტური კადრები, რომლებიც შეიძლება ჩაითვალნონ დარგის სპეციალისტებად და ამ კომისიას უნდა ქონდეს
    არარეკომენდაციული მიდგომა.
    ექსპერტიზის დაწყების დროდ ითვლება- ხელშეკრულების გაფორმების რიცხვი, ხოლო დამთავრების დროდ ითვლება- ექსპერტიზის დასკვნის ოფიციალურად გადაგზავნის დღე დამკვეთთან.
  • ეს რაც შეეხებოდა უკვე მოქმედი საწარმოების ექსპერტიზას. წარმოებათა უმრავლესობის საერთო პრობლემა, დაგეგმვის პროცესში ზემოთ ჩამოთვლილი გარემოებების უგულვებელყოფაა. ამდენად მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერმა სამეწარმეო ინიციატივამ მისი ამოქმედების დაწყებამდე გაიაროს ასეთი ექსპერტიზა.
  • ასევე მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი პროექტის მოსამზადებელ ეტაპზე შედგენილ იქნას დროსა და სივრცეში გაწერილი განრიგი, რომლის შესაბამისადაც პროექტი უნდა განხორციელდეს. შემუშავებული უნდა იქნას ზომვად ინდიკატორთა ბადე, რომელიც მოიცავს პროექტის განხორციელების პროცესის მონიტორინგს და პროექტით განსაზღვრული მიზნების მიღწევის შეფასების შესაძლებლობას.
  • არსებული საწარმოები უნდა მოექცეს ერთ მთლიან სისტემაში, როდესაც ის იქნება საერთო სისტემის განუყოფელი ნაწილი და შეასრულებს დაკისრებულ ფუნქციას, ეს ის ფუნქციებია, რომელიც მან განაცხადა ბიზნეს გეგმაში და უნდაა მოვითხოვოთ ამ ფუნქციების შესრულება.
  • რადგან თითქმის ყველა ბიზნეს გეგმა თითქოს არარეალურია, ყველა ბიზნეს გეგმაში მოიძებნება მილიონი მიზეზი, რა უნდა მოვთხოვოთ მას და რისი შესრულება უნდა ვაიძულოთ. ჩვენ თუ ვაიძულებთ მას ( კარგი გაგებით) ყველა ამოცანის შესრულებას და გადაჭრას, შესაბამისად სახელმწიფო მიიღებს დიდ სამუშაო ბაზარს. მოხდება შესაბამისი კვალიფიკაციის
    მუშა-მოსამსახურეების დასაქმება და სერიუზულ წინსვლას მისცემს სახელმწიფოს.
  • აგრეთვე კომისიას შეუძლია დაადგინოს საწარმოს მთლიანი რეორგანიზება ან დამატებით სხვა საწარმოს ინტეგრაცია მასში, რადგან ზოგ საწარმოს აქვს ძალიან ბევრი თანმყოლი პროდუქტი, რომელსაც ვერ ამუშავებს, ვერ ყიდის და საწარმო ხდება წამგებიანი.
  • ჩვენი კომისიის მიზანი უნდა იყოს, შექმნას უდანაკარგო დამომგებიანი საწარმო.
  • კომისიის მიზანს უნდა წარმოადგენდეს იმპორტ-ჩამნაცვლებელი და ექსპორტზე ორიენტირებული საწარმოები.
  • კომისიას უნდა შეეძლოს არაკომპეტენტური თანამდებობის პირების გამოვლენა, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა თავიდანვე გაწირულ, წამგებიან პროექტში, რომელთა გულგრილობა მტკიცდება არაერთი მტკიცებულებით. კომისიას უნდა შეეძლოს დააყენონ მათი პასუხისმგებლობის საკითხი (მინიმუმ თანამდებობიდან განთავისუფლება).



ექსპერტიზის ანალიზის ხანგრძლივობა

  • პროექტების კომპლექსური ექსპერტიზის ჩატარების ხანგრძლივობა დამოკიდებულია საპროექტო დოკუმენტაციის მოცულობაზე და არ აღემატება 45 სამუშაო დღეს.
  • გამონაკლისს წარმოადგენს განსაკუთრებით რთული და დიდი მოცულობის საპროექტო დოკუმენტაციები, როდესაც ექსპერტიზის ჩატარების ხანგრძლივობა განსაზღვრავს ექსპერტიზის ჩამტარებელი ორგანიზაცია.
  • ექსპერტიზის ორგანიზაციის მიერ აღნიშნული შენიშვნების შესწორებული საპროექტო დოკუმენტაციის ექსპერიზის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 30 სამუშაო დღეს.
  • აღნიშნული პუნქტების გათვალისწინებით საპროექტო დოკუმენტაციის ექსპერტიზის ხანგრძლივობა მოწმდება ხელშეკრულებით.