+995 32 237 10 07
ორშ. – შაბ. 09:00 18:00

სლაიდერის ტექსტი


შპს „ინოსისტემსი“ (ინოვაციური სისტემები) გთავაზობთ:

 

სამრეწველო ობიექტების პროექტირებას, მშენებლობას, გამართვა-გაშვებას, არსებული სამრეწველო ობიექტების მოდერნიზაციას. აგრეთვე, მომსახურებას მცირე და დიდი ინდუსტრიული პროექტების მართვაში. ჩვენს ძირითად პროფილს წარმოადგენს, კვების მრეწველობის ობიექტები, დიდი და მცირე საწარმოები, გადამამუშავებელი მრეწველობა, კომბინირებული წარმოება, სოფლის მეურნეობის ობიექტები, როგორც პირველადი, აგრეთვე მეორადი წარმოების. ჩვენი კომპანიის სლოგანია: „იდეიდან მოქმედ საწარმომდე“.

 ჩვენ გვაქვს გამოცდილება საქართველოში და ასევე მის ფარგლებს გარეთ, ისეთი საწარმოების პროექტების განხორციელებაში როგორიცაა: რძე და რძის პროდუქტების წარმოება, პურ-ფუნთუშეულის წარმოება, საკონდიტრო მრეწველობა, ცხიმპროდუქტების წარმოება, ექსტრუზირებული პროდუქტი, ნახევარფაბრიკატების წარმოება, საკონსერვო წარმოება, გაყინული ხილბოსტნეულის წარმოება, აგრეთვე ხილის ჩირის წარმოება, თაფლის გადამუშავება-დაფასოვება, ხილ-ბოსტნეულის გრძელვადიანი შენახვის სამაცივრე მეურნეობა, კონცენტრატებისა და წვენების წარმოება, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელის წარმოება, სხვადასხვა ტიპის სოუსების წარმოება, კომბინირებული საკვების წარმოება მეცხოველეობაში, სასათბურე მეურნეობა, კაფეებისა და რესტორნეების ტექნოლოგიური ნაწილი.

პროექტირებაში იგულისხმება საპროექტო და ტექნოლოგიური, კომპლექსური დოკუმენტაციის შემუშავება. ჩვენი კომპანიის მიერ წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, დამკვეთი თვალნათლივ იხილავს თეორიულ ციკლში მის მიერ წარმოდგენილი იდეის განხორციელებას წინასწარ დათქმული ბიუჯეტის მიხედვით. აგრეთვე, არსებული ობიექტის რეკონსტრუქციის შედეგს.

ინოვაცია თავისთავად ნიშნავს ახალი, ეფექტიანი პროდუქტის (მომსახურეობის) მიღების, მათი წარმოების წესის და შემდგომში შიგა და საგარეო ბაზარზე რეალიზაციის პროცესის შედეგს. იგი არის შემოქმედებითი პროცესის დამასრულებელი ეტაპი მისი პრაქტიკაში განხორციელების თვალსაზრისით. თუ შემოქმედება გულისხმობს სიახლის შექმნას, ინოვაციის შინაარსში იგულისხმება შექმნილი სიახლის პრაქტიკაში გამოყენება. ამდენად, როგორც სამეცნიერო-საწარმოო ციკლის საბოლოო შედეგი, იგი განიხილება ინოვაციური პროცესებიდან მოუწყვეტლივ.

 

 პროექტირების ძირითადი პრინციპები:

 

  1. ესთეტიურად დახვეწილი შენობის გარე იერსახე;
  2. მინიმუმამდე დაყვანილი გარემოზე ზემოქმედება და არსებული ლანდშაპის ცვლილება;
  3. თანამედროვე არქიტექტურის პრინციპებით ხელმძღვანელობა;
  4. ენერგო დამზოგი შენობა-ნაგებობები;
  5. მარტივად დასამუშავებელი და ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალები;
  6. თანამედროვე და სწრაფი ტექნოლოგიები;
  7. მინიმუმამდე დაყვანილი სამშენებლო სამუშაოების შრომატევადობა და ხანგრძლივობა;
  8. შენობა-ნაგებობები კონსტრუქციული თვალსაზრისით უსაფრთხო და მდგრადია, გათვალისწინებულია სეისმურ დატვირთვაზე. ეკონომიურად მიზანშეწონილი გათვლილი გრძელვადიან უსაფრთხო ექსპლუატაციისთვის;
  9. ობიექტის მინიმალური საექსპლუატაციო მოვლა-პატრონობის ხარჯები.

 

 პროექტი ხორციელდება 10 ძირითად ნაწილად:

  1.  პროექტის ეკონომიკური ნაწილი
  2.  საძიებო სამუშაოები
  3.  კონცეპტუალური დიზაინის ესკიზი
  4.  ტექნოლოგიური ნაწილი
  5.  არქიტექტურული ნაწილი
  6.  კონსტრუქციული ნაწილი
  7.  პროექტის საინჟინრო ნაწილი
  8.  მშენებლობის ორგანიზების პროექტი
  9.  ეკოლოგიური პროექტი
  10. სახარჯთაღრიცხვო ნაწილი