+995 32 237 10 07
ორშ. – შაბ. 09:00 18:00

საკონდიტრო საწარმო, ექსტრუდირებული პროდუქტი


საკონდიტრო საწარმო, ექსტრუდირებული პროდუქტი


დამკვეთი: შპს ,, მარიცა,,

პროექტის დაკვეთა მოხდა: 2015წლის 11 ნოემბერი

პროექტის დამუშავება დამთავრდა: 2015 წლის 11 დეკემბერი

დაკვეთის საგანს  წარმოადგენს  საკონდიტრო ექსტრუდირებული პროდუქტის საწარმოს  დაპროექტება.

საკონდიტრო ექსტრუდირებული პროდუქტი არის ისეთი პროდუქტი, რომელიც მიიღება ცხიმისშემცველი საკონდიტრო ნახევარფაბრიკატებისგან ექსტრუდიორის ფუნქციის მქონე მანქანა-დანადგარით დამუშავებისა და დაფორმებისას, მყარი ან თხევადი სახით. როგორებიცაა:

  1. 1.შოკოლადის თხევადი მასა, რომელიც შემდეგ გარკვეულ ტემპერატურაზე ესხმება ფორმებში.
  2. 2.შოკოლადის ბატონჩიკები, რომლის მყარი მასაც გარკვეულ ტემპერატურაზე გამოწნხვის მეთოდით ფორმირდება დანადგარზე.
  3. 3.კაკაოს ფხვნილი - რომელიც მიიღება ცხიმიანი ან ცხიმგამოცლილი დაწნეხილი კაკაოს გარსის დამუშავებით-დაფქვით.
  4. 4.შაქროვანი და ნაზავი ნამცხვარი, რომლის ცომის დაფორმება ხდება დანადგარზე გამოწნეხვის მეთოდით.

ექსტრუდირებულ პროდუქციას აქვს შემდეგი უპირატესობები:

. მდიდარი გემოვნური თვისებები;

. ამაღლებული კვებითი თვისებები;

. გაუმჯობესებული გემოვნება.

  კომპანია შპს „ინოსისტემმა“  აღნიშნული  საწარმოს პროექტისათვის შესაბამისი დარგის პროფესიონალ სპეციალისტთა გუნდის  მიერ  შეასრულა  შესაბამისი სამუშაოები  როგორც არქიტექტურული  ისე  ტექნიკური და ტექნოლოგიური   მიმართულებით .

      1.დამუშავდა  საწარმოს არქიტექტურული  პროექტი.

      2.1.    ტექნიკურ -ტექნოლოგიურ  ნაწილში   კი  მოხდა  საჭირო მასალების   და  დოკუმენტაციის მოძიება, დამუშავება  და  შეთავაზება    დამკვეთისათვის მისი  წარმოებაში დანერგვის კუთხით, როგორებიცაა:

         2.1.ტექნიკურ ნაწილში თანამედროვე ტექნოლოგიური და ნადგარების შერჩევა და   გათვლა საქართველოში არსებული რეალური პირობების გათვალისწინებით, შემდგომში მათი ეფექტური გამოყენებისათვის.

      2.2.ტექნოლოგიურ ნაწილში -  შერჩეული  ტექნოლოგიური დანადგარების  შესაბამისად  ახალი  ინოვაციური  ტექნოლოგიების  შერჩევა, რომლის  შედეგადაც  წარმოებული  პროდუქცია იქნება შედარებით კონკურენტუნარიანი   როგორც  ადგილობრივ ბაზარზე არსებულ , ასევე უცხოეთის ქვეყნებში წარმოებული    პროდუქციის ასორტიმენთან შედარებით.

  1. 3. შესაბამისი აულილებელი სტანდარტული დოკუმენტაციის მოძიება-დამუშავება წარმოებაში პრაქტიკულად დანერგვისათვის- ტექნოლოგიური პროცესის პარამეტრების მკაცრი დაცვით, რაც საბოლოოდ უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის პროდუქციის  წარმოებას და ადამიანის  კვებით უსაფრთხოებას.