+995 32 237 10 07
ორშ. – შაბ. 09:00 18:00

თევზის გადამამუშავებელი საწარმო


თევზის გადამამუშავებელი საწარმო


 

ტერმინი თევზის გადამუშავება ეხება თევზსა და თევზის პროდუქტებთან დაკავშირებულ პროცესებს, რომლებიც იწყება თევზის დაჭერიდან და სრულდება საბოლოო პროდუქტის მიწოდებით მომხმარებელთან.

თევზის წარმოების დარგი არის კვების მრეწველობის ნაწილი და აქვს ორი ამოცანა - თევზის პროდუქციისა და  ზღვის პროდუქტების მოპოვება და მათი გადამუშავება. თევზის წარმოების პროცესში შედის არა მხოლოდ თევზჭერა, არამედ მისი გამოყვანა სპეციალურ თევზის მეურნეობებში. იმ ქვეყნებს შორის, რომლებსაც განვითარებული აქვთ თევზჭერის მრეწველობა, პირველ ადგილს იკავებენ ქვეყნები, რომლებსაც  აქვთ გასასვლელი ზღვაში.

თევზის მრეწველობა აერთიანებს ორი ტიპის წარმოებას - თევზჭერას ბუნებრივ და ხელოვნურ წყალსაცავებში და ამ მალფუჭებადი ნედლეულის დამუშავებას. ეს უკანასკნელი მოითხოვს დროის მინიმუმამდე შემცირებას მის მოპოვებასა და დამუშავებას შორის, ე. ი. ამ სტადიების გარდაქმნას უწყვეტ ტექნოლოგიურ პროცესად. აქედან გამომდინარე, თევზის მრეწველობას უნდა ჰქონდეს არა მხოლოდ დიდი, არამედ საშუალო და მცირე საწარმოები. თანამედროვე თევზის მრეწველობა ეს არის კოპლექსური სტრუქტურა, ერთის მხრივ - ფლოტი, მეორეს მხრივ - მსხვილი  გადამამუშავებელი საწარმოები (მათ შორის არის საკონსერვო ქარხნები), დიდი მაცივრებითა და მომზადებული კვალიფიციური პერსონალით.