+995 32 237 10 07
ორშ. – შაბ. 09:00 18:00

კარტოფილის შენახვა - წალკა


კარტოფილის შენახვა - წალკა


დამკვეთი: მანუკ  პეტროსიანი(წალკა)

პროექტის დაკვეთა      მოხდა 2017  წლის  მარტში  

პროექტის დამუშავება  დამთავრდა 2017  წლის ივნისში

დაკვეთის საგანს წარმოადგენს- დამკვეთის დავალებით კომპანია  შპს ,,ინოსისტემის,,  მიერ წალკის  რაიონში  კარტოფილის  შესანახი  მაცივრის  დაპროექტება,

  აღნიშნული პროექტისათვის  კომპანია ,,ინოსისტემის,, შესაბამისი დარგის პროფესიონალ სპეციალისტთა გუნდის  მიერ  შესრულდა  შესაბამისი სამუშაოები  როგორც არქიტექტურული  ისე  ტექნიკური და ტექნოლოგიური   მიმართულებით.

როგორც ცნობილია მაცივარი არის რთული ინჟინრული ნაგებობა, რომლის ძირითადი დანიშნულებაა, პროდუქტის პირველადი, სასაქონლო სახის ხანგრძლივი დროით შენარჩუნება, ხელოვნური სიცივისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.

    სოფლის მეურნეობასა და კვების მრეწველობაში გამოიყენება სხვადასხვა ტიპის მაცივრები სიდიდეების მიხედვით: 

      1.მცირე ზომის მაცივარი 500 ტონამდე ტევადობის

      2.საშუალო ზომის მაცივარი 5000 ტონამდე ტევადობის

  1. 3.დიდი ზომის მაცივარი 5000 ტონაზე მეტი ტევადობის

      აღსანიშნავია კარტოფილის შენახვის თავისებურებანი.    კარტოფილის შენახვისას გასათვალისწინებელია მისი ბიოლოგიური თვისებები, როგორიც არის ფიზიოლოგიური მოსვენების პერიოდის ხანგრძლივობა, მექანიკურად დაზიანებული ადგილების შეხორცების უნარი, სახამებლის შაქრაად და შაქრის სახამებლად გარდაქმნის თვისება, სითბოსა და ტენის გამოყოფის უნარი.  კარტოფილზე ტემპერატურის ტენიანობის  ჰაერის ცვლისა და ცირკულაციის რეჟიმების მანიპულირებით, კარტოფილილის სამკურნალო პერიდი მიმდინარეობს დაახლოებით 15 დღის განმავლობაში, ამ დროს ხდება მექანიკური დაზიანებების შეხორცება და საფარი ქსოვილის(კანის)გამაგრება-შეშრობა.  საცავი ამ დროს აქტიურად ნიავდება დღეში 4-6 ჯერ, 20-30 წუთის განმავლობაში, მშრალი გარე ჰაერით +12 გრადუს C,   შემდეგ კარტოფილი გადადის გაგრილების პერიოდში, 20-40 დღე.

     ტემპერატურა კარტოფილის მასაში არის +( 3-4) C  ,  ხოლო საცავის ტემპერატურა საცავის მთელ სივრცეში არის +2 C,  შემდგომ კარტოფილს არჩევენ, აფასოებენ ბადისებრ ტომრებში და ინახება  რეალიზაციამდე.