+995 32 237 10 07
ორშ. – შაბ. 09:00 18:00

რა საჭიროა იოდი?


რა საჭიროა იოდი?


,,თუ თქვენ გინდათ რომ  ერი  განადგურდეს,   ამოიღეთ  იოდი  მათი კვების რაციონიდან .

ეს კი ძალიან ადვილია,,.           

გაი ე. აბრახამ-კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი. ლოს-ანჟელოსი, აშშ.,,

    ნაყოფის ფარისებრი ჯირკვალი მუცლადყოფნის პერიოდიდან, დაახლოებით მესამე თვიდან იწყებს ფუნქციობას. მანამდე მთელი დატვირთვა დედის ფარისებრ ჯირკვალზე მოდის. ვერც ერთი ორგანო და ორგანოთა სისტემა სრულყოფილად ვერ ჩამოყალიბდება, თუ არ არსებობს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების სათანადო დონე. რა არის იოდი? იგი ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების შემადგენელი ნაწილია. მისი დეფიციტი - ჯირკვლის ჰორმონების ნაკლებობასას,  ორგანოთა განუვითარებლობას  და  უშვილობას   იწვევს.  

დღეისათვის საქართველოში    ცნობილი  ნედლეული , რომელიც  იოდდეფიციტის პროფილაქტიკის  მიზნით  გამოიყენება -  იოდირებული  მარილია.  მარილის იოდირება  ხდება კალიუმის   იოდიდით  და  კალიუმის  იოდატით,    სადაც   ისინი   არაორგანულ      შენაერთებშია.                                                                                                                                                                                                         გარდა   იოდირებული  მარილისა    იოდდეფიციტის   აღმოსაფხვრელად კიდევ არის  ცნობილი    ნედლეული   ,,იოდის კონცენტრატი,,(იოდირებული წყალი), რომელიც შემუშავებულია  განსხვავებული  ტექნოლოგიით,  რომლის მიხედვითაც   შესაძლებელია  სასმელი  წყლის გაჯერება  მრავალატომიანი დადებითად დამუხტული იოდის იონებით.   აღნიშნულ ფორტიფიკანტზე  ეფექტი  დადგენილია    და არსებობს  რამოდენიმე ქვეყნის პატენტებიც(უკრაინა,  ლიტვა,  დიდი ბრიტანეთი,  ავსტრალია,  რუსეთი,  თურქეთი,  მექსიკა,  კანადა,  უზბეკეთი,   პოლონეთი,    ბელორუსია.).                                                                                                                                       მაგრამ  ცნობილი   ზემოაღნიშნული  ნედლეულების  უარყოფითი მხარეებია:                                                                                              

  1. იოდირებული მარილი - უარყოფითი მხარეა ის, რომ მარილის იოდირების  დროს     კალიუმის იოდიდით   გამდიდრება არაეფექტურია, რადგან ის სწრაფად იშლება, აქროლადია და   მკვეთრი   სუნი  აქვს.   კალიუმის იოდატით  გამდიდრების დროს  კი რადგანაც ის ძლიერი დამჟანგავია,  მას შეუძლია დააზიანოს ფერმენტული  სისტემები,  რის შედეგადაც  ორგანიზმში  წარმოიქმნება    სუპეროქსიდური  რადიკალები  და ეს  ადამიანის ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველია.  ასევე  კალიუმის იოდიდი  და   კალიუმის იოდატი ტემპერატურის  მიმართ არამდგრადია და თერმული  ტექნოლოგიური პროცესების დროს იშლება,  რის შედეგადაც პროდუქტის მოკლე დროით   შენახვისასაც კი   იოდი იკარგება.                                                                                                                                                                         
  2. ,,იოდის კონცენტრატი,, -,,იოდირებული წყალი,, -   უარყოფითი მხარეა  მაღალი  თვითღირებულება და  მისი   გამოყენებით   გამდიდრებული  კვების  პროდუქტების  თვითღირებულების   შესაბამისად  გაზრდა.   გარდა  ამისა ასეთი ,,იოდის კოცენტრატი,,  გამოიყენება  მხოლოდ   ისეთი  კვების პროდუქტების  იოდით  გასამდიდრებლად,  რომლის რეცეპტურაშიც  აუცილებლად  უნდა მონაწილეობდეს წყალი   ან  მისი რეცეპტურული  კომპონენტი  შეიცავდეს   წყალს.

საკონდიტრო ნაწარმი ყოველთვის ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია, როგორც  უფროსი  თაობის   მოსახლეობაში ასევე  ბავშვებში, რის  გამოც   მისი   როლი ადამიანის  კვების  რაციონში  ძალიან  დიდია.  თუმცა   მის  ერთერთ  ნაკლს,   მიუხედავად   მისი  მაღალი  ენერგეტიგული  ღირებულების   ფონზე  წარმოადგენს  არადაბალანსირებული   ვიტამინებისა  და მიკროელემენების   შემადგენლობა.

  მსოფლიოში კვების  მრეწველობის  განვითარების   ტენდენციებიდან    გამომდინარე  საკონდიტრო   ნაწარმი       საჭიროებს    ქიმიური   შემადგენლობის   კორექციას, კერძოდ     გამდიდრებას     ვიტამინებით  და  მიკროელემენტებით, რითაც   გაიზრდება  საკონდიტრო   ნაწარმის   კვებითი ღირებულება,  ხოლო  შესაბამისად    კი  შემცირდება     მისი  ენერგეტიკული    ღირებულება. 

  როგორც  ცნობილია   საქართველოს   რეგიონი    ხასიათდება  ისეთი   მნიშვნელოვანი   და      საჭირო   მიკროელემენტის    დეფიციტით   როგორიც       იოდია, რომელიც  სერიოზულ  და  რთულ  პრობლემებს   უქმნის    ადამიანის   ჯანმრთელობას.    საქართველოში  იოდდეფიციტის   აღმოფხვრის          ერთ-ერთი    პერსპექტიული    წყაროა      რამდენიმე    სახეობის   არატრადიციული   ადგილობრივი   ნედლეული, რომელთაგანაც  კომპანია ,,ინოსისტემსის,, ტექნოლოგების  მიერ   მოძიებული და შერჩეული იქნა   ერთ-ერთი სახეობა  ნედლეულისა,   რომელიც   არის კაკალი.  კაკლის   ნაყოფი და ფოთლები  შეიცავს    იოდს    ორგანული   შენაერთის სახით.  შემუშავდა  იოდის  ექსტრაქტის  დამზადების ტექნოლოგია  და დამზადებული იქნა ,, იოდის ექსტრაქტი,, რომლის გამოყენებაც    მთლიანად  გამორიცხავს  იოდის  დანაკარგს  ტემპერატურული    რეჟიმის  პირობებში  კვების  პროდუქტების   იოდირებისას.   განსაკუთრებით  კი   საყურადღებოა   ის  ფაქტი, რომ   იოდის  ექსტრაქტში   გადადის  დიდი   რაოდენობა   იოდისა  და ასევე   სხვა მასში შემავალი     ადამიანისთვის     სასიცოცხლო    მნიშვნელობის  ბიოლოიურად  აქტიური   ნივთიერებების  მთელი  კომპლექსი,  რაც   აუცილებელია    ორგანიზმის ყოველდღიური პროფილაქტიკისათვის    ავადობისაგან  და  გარემოში  არსებული   მავნე  ნივთიერებისგან  დასაცავად, ესენია:

 ელაგონის  და  გალუსის  მჟავები,  მთრიმლავი  ნივთიერებები (3-4)%, ფუკოიდანი,  მღებავი    ნივთიერება  იუგლონი,   ბაქტერიოციდული   და  ფუნგისტატიკური  თვისებების   მქონე     ნივთიერებები,  ფლავონოიდები-კვერცეტინი   და   კემპფეროლი,    ამინონჟავები,   ცხიმოვანი   მჟავები,  მიკრო   და     მაკროელემენტები :    Са,     К,    Мg,    Na,     Cl,     S ,    Fe,     დიდი  რაოდენობა     ფოსფორი  (564 мг),  დიდი რაოდენობა  ცილები(7,8-8,7)%,  ასევე   დიდი   რაოდენობა    ასკორბინის    მჟავა (1070 мг/г),  კაროტინოიდები,  რომლის  შემადგენლობაშიც  არის  ბეტა  კაროტინი   (12 მგ  100  გრ-ში), როგორც  იოდისშემცველ ნედლეულშია,   ასევე მისგან დამზადებულ                                                                                                                         ,, იოდის  ექსტრაქტშიც,,, ასევე   გადადის  როგორც  წყალში  ხსნადი ,     ასევე  ცხიმში    უხსნადი    ვიტამინები, ესენია:  P, B1,  B2, B 6,    პროვიტამინი   A    ყველაზე  დიდი  რაოდენობით ( 30 %-მდე) ,  ვიტამინი  C  (5%-მდე) , ეთერზეთი (0,03%).         

ზოგადად იოდშემცველი სხვადასხვა ნედლეულიდან დამზადებული  იოდის  ექსტრაქტის  ეეფექტი როგორც ფორტიფიკანტი აგრეთვე  დადგენილია  და  მეცნიერულად  დასაბუთებულია სხვადასხვა  ქვეყნების კომპლექსური  კვლევებით და  ექსპერიმენტებით -  დადებითი  კლინიკური ეფექტურობის  შეფასების  ჩათვლით  ფარისებრ  ჯირყვალზე და  დაცულია  პატენტებით (უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი).

ყოველივე  ზემოაღნიშნული იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ   ჩვენს მიერ შემუშავებული  ტექნოლოგიით  დამზადებული იოდის ექსტრაქტის    გამოყენებით   დამზადებული კვების პროდუქტი პროფილაქტიკის მიზნით  რეკომენდირებული   იქნას იოდდეფიციტური დაავადების   პრობლემის გადასაჭრელად.

 განსაკუთრებით  აღსანიშნავია  კომპანია; ,,ინოსისტემსის,,  ტექნოლოგების  მიერ  შემუშავებული ტექნოლოგიით დამზადებული  იოდის  კონცენტრატის   უნიკალური  თვისება,   რომ   მისი გამოყენებისას თერმული ტექნოლოგიური პროცესების დროს,   ორგანულ  ბმულ    მდგომარეობაში    არსებული   იოდი  არ იშლება   და  იოდის  დანაკარგს  ადგილი  არა  აქვს.

აღნიშნული ,, იოდის ექსტრაქტის ,,გამოყენებით   ჩატარებულია ლაბორატორიული  და საწარმოო ექსპერიმენტული  ტექნოლოგიური  პროცესები  და დამზადებულია  შემდეგი ასორტიმენტი:

1.პური

2.შაქროვანი ნამცხვარი

3.მარმელადი

4.შოკოლადი

4.სასმელი წყალი

აღნიშნულ ასორტიმენტზე  აგრეთვე შესაბამისად ჩატარებლია  ლაბორატორიული კვლევები  შემდეგი მიმართულებით:

1.იოდის ექსტრაქტის  თერმომდგრადობის კუთხით.

2.ნაწარმის ფიზიკო-ქიმიური მაჩვენებლების კუთხით.

3.ნაწარმის გემოვნური  თვისებების  კუთხით.

4.იოდის ექსტრაქტის კონსერვატული მიმართულების კუთხით.

ყველა ზემოაღნიშნული  ექსპერიმენტული და ლაბორატორიული კვლევის  მაჩვენებელს    მიეცა  დადებითი შეფასება.

უახლოეს მომავალში კომპანია ,,ინოსისტემს,,  დაგეგმილი  აქვს  შესაბამის კლინიკებთან თანამშრომლობის თაობაზე,  რომ აღნიშნულ იოდის კონცენტრატზე  დამზადებული  პროდუქცია   შესთავაზონ  პაციენტებს   პროფილაქტიკის მიზნით - მის  კვებით გამოყენებაზე  და   მისი  გამოყენების   შემდეგ  მოხდეს კონტროლი - კლინიკური ეფექტურობის  შედეგზე.

ჩვენი მრავალჯერადი და მრავალწლიანი  ლაბორატორიული  კვლევებისა  და ანალიზების საფუძველზე  დადგენილია ,,იოდის კონცენტრატის,,  შენახვის ვადა და შენახვის პირობები:

დაფასოება ; 0,250ლ,  0,5 ლ   1, 0 ლ.პოლიეთილენის  ქილებში.

შენახვის პირობები: T- (15-20)°C, ფარდობითი  ტენიანობა-არა უმეტეს 75%, ბნელ ადგილას.

შენახვის ვადა:   4 წელი.                                                   

 ჩვენს მიერ მასალები    მომზადებულია დაპატენტებისათვის.

 

 იოდის ექსტრაქტის დასამზადებლად ჩვენს მიერ   გამოიყენება  იაფი ნედლეული, რაც პირდაპირ აისახება მის დაბალ თვითღირებულებაზე  და  შესაბამისად  მისი გამოყენებით  დამზდებულ პროდუქციაზეც. აქვე უნდა  აღინიშნოს, რომ ჩვენს მიერ  შემოთავაზებული იოდის ექსტრაქტი გაცილებით იაფი იქნება   ვიდრე საზღვარგარეთიდან შემოტანილი  ფორთიფიკანტები.

ინფორმაციისათვის:

იოდის ნაკლებობით  დედამიწაზე დაახლოებით 2 მილიარდი ადამიანია.

 მოსახლეობის ასაკი და  იოდის  მოთხოვნილება (მკგ / დღე):

   ბავშვები 1 წლამდე 90-120

  1-3 წელი 120

  4-6 წელი 120-130

  7-9 წლამდე 140-150

  10-12 წლის 180-200

  13-14 წელი 200

მოზარდები და ზრდასრულები:

  15-18 წელი 200

  19-35 წელი 200

  36-50 წელი 180

  51-65 წელი 180

  65 წელზე მეტი 180

ორსულობის დროს  + 30 მკგ / დღეში მიღებულ ასაკობრივ ნორმაზე

ლაქტაციის  პერიოდში + 60 მკგ / დღეში მიღებულ ასაკობრივ ნომაზე

იოდს მოაქვს სარგებელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყოველდღიური ნორმით მიღება  ხდება,   რადგან ამ ქიმიური ელემენტის შეტანა მხოლოდ სხეულის გარედან ხდება. ეს არის საკვები პროდუქტები, იოდის შემცველი ვიტამინები ან პრეპარატები. არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება   საკუთარი  გადაწყვეტილებებით  იოდის შემცველი პროდუქტების  მიღება, რადგან ჭარბი იოდის გამოყენება  ადამიანისთვის ისევე  საზიანოა, როგორც მისი  ნაკლებობა. 

მანანა  ჩაგელიშვილი 

პურ- ფუნთუშეულისა და საკონდიტრო მრეწველობის   ტექნოლოგი.