+995 32 237 10 07
ორშ. – შაბ. 09:00 18:00

მეფრინველეობა


მეფრინველეობა


შპს "ინოსისტემსი" გთავაზობთ მეფრინველეობის საწარმოს დაპროექტება აშენებას HACCP-ის, ISO-ს და Global GAP-ის საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით.

იდეიდან მოქმედ საწარმომდე!

მეფრინველეობა — მეცხოველეობის დარგი, რომლის ამოცანაა სასოფლო-სამეურნეო ფრინველის მოშენება. მეფრინველეობის ძირითადი პროდუქტებია ხორცი და კვერცხი, თანაპროდუქტი — ფრთა-ბუმბული, აგრეთვე სასუქი-გუანო, ფრინველის მალმწიფალობა, მრავალნაყოფიანობა და აკლიმატიზაციის კარგი უნარი უზრუნველყოფს პროდუქტების სწრაფ წარმოებას და ეკონომიკურ ეფექტიანობას. დიდი სასურსათო მნიშვნელობა აქვს კვერცხს, რომლისთვისაც ამრავლებენ საკვერცხე მიმართულების ქათმებს. სახორცე მეფრინველეობაში იყენებენ ქათამს, ინდაურს, ბატს, იხვს და ნაწილობრივ ციცარსა და მწყერს.

ფრინველის მოშინაურებას საფუძველი ჩაეყარა 3 ათასი წლის წინათ ინდოეთში, აქედან გავრცელდა ჯერ სპარსეთსა და ეგვიპტეში, ხოლო შემდეგ — მთელ მსოფლიოში. მეფრინველეობის განვითარებასთან ერთად ყალიბდებოდა სხვადასხვა მიმართულების ფრინველთა კულტურული ჯიშები: საკვერცხე, სახორცე, კომბინირებული, ძიძგილა, დეკორატიული და სხვა.