
სითი ინსტიტუტი საქართველო
კომპანია “სითი ინსტიტუტი საქართველო” ფუნქციონირებს 2015 წლიდან და დღეისათვის წარმოადგენს ლიდერ საპროექტო-საკონსულტაციო ორგანიზაციას საქართველოში.
დაარსების დღიდან კომპანია “სითი ინსტიტუტი საქართველო” აქტიურად ახორციელებს სივრცითი და ურბანული დაგეგმარების მასშტაბურ პროექტებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ორგანიზაციის საქმიანობა მოიცავს ყველა დონის სივრცის დაგეგმარების და ქალაქგეგმარებითი დოკუმენტაციის შემუშავებას (სივრცის დაგეგმარების გეგმები, გენერალური გეგმები, განაშენიანების გეგმები, განაშენიანების რეგულურების გეგმები, განაშენიანების დეტალური გეგმები). წლების განმავლობაში, კომპანია მნიშვნელოვან ურბანულ პროექტებს ახორციელებს როგორც ლოკალურ ისე რეგიონალურ დონეზე.
ვებ გვერდი