სერვის კონსტრაქშენი
„ინოსისტემსა“ და „სერვის კონსტრაქშენს“ შორის გაფორმებულია თანამშრომლობის მემორანდუმი. ჩვენ კომპანიებს აქვთ წარმატებული თანამშრომლობის რამდენიმე წლიანი გამოცდილება.
სერვისები, რომელსაც გთავაზობთ კომპანია „სერვის კონსტრაქშენი“:
• სარკინიგზო, საავტომობილო და საფეხმავლო ხიდების მშენებლობა.
• ნებისმიერი სირთულის ლითონის სასათბურე კონსტრუქციების დამზადება, ტრანსპორტირება და მონტაჟი
• ხიდის სადეფორმაციო ნაკერების დამზადება-მონტაჟი
• ყველა ტიპის უძრავი და მოძრავი საყრდენების დამზადება ხიდისთვის.
• მოქნილი საბჯენების (Нельсон Стад) დადუღება-მონტაჟი
• T და H კოჭების დამზადება
• 400 მმ + ერთნაკერიანი მილის დამზადება. კედლის სისქე 30 მ-მდე
• სამშენებლო და სპეცტექნიკით მომსახურება
• ექსკავაცია და მიწის სამუშაოები
• არაგაბარიტული კონსტრუქციის გადაზიდვა. მაქსიმალური წონა 65 ტონა და სიგრძე 33 მეტრი
• ლითონის ზედაპირის წმენდა აბრაზიული საფანტით და ქვიშა-ჭავლური მეთოდით S.A 3.0 დონემდე
• გაწმენდილი ზედაპირის მოთუთიება და შეღებვა
• შენადუღარი ნაკერების ექსპერტიზა UT და MPT ტესტირებით