ეკოჯეო
2018 წლის აგვისტოში კომპანიამ “ECOGEORGIAN GROUP’’ LLC («EcoGeo») საქართველოს მთავრობისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით ექსპლუატაციაში შეიყვანა მეღვინეობის ნარჩენების (ყურძნის კოპტონის) გადასამუშავებელი და შემდეგი პროდუქტების საწარმოებელი ქარხანა:
ყურძნის წიპწის პირველი ცივი წნეხვის ზეთი;
ყურძნის წიპწის კოპტონის ფქვილი;
ყურძნის თხელი გამომშრალი კანისგან დამზადებული ყურძნის ჩაი;
საკვები დანამატები მეცხოველეობისათვის;
ყურძნის ნაცარი Ca-K-P მიკროელემენტების ფართო სპექტრით.
საწარმო მდებარეობს ყურძნის მოსავლის მიხედვით საქართველოს ყველაზე მდიდარ რეგიონში – კახეთში, აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონში, რომელიც ცნობილია ყურძნის მოსაშენებლად კეთილსასურველი ამინდით და წარმოადგენს ქართული მეღვინეობის ცენტრს. გადასამუშავებელი ქარხანა განთავსებულია 1 ჰექტარ ტერიტორიაზე, რომელიც საწარმოს საკუთრებას წარმოადგენს. ქარხნის მშენებლობის დაწყებამდე ინვესტორები 2 წლის მანძილზე შეისწავლიდნენ მეღვინეობის ნარჩენების გადამუშავების გამოცდილებას, ყურძნის წიპწის ზეთის მიღების ხერხს მთელს ევროპაში. საბოლოოდ შეჩერდნენ ნედლეულის დამუშავებისა და ერთი დაპრესვით ცივი დაწნეხვის მეთოდით ზეთის მიღების დაზოგვით ტექნოლოგიაზე. წარმოების საწარმოო ძალა – ეს არის წელიწადში სეზონზე 10 000 ტონა ჭაჭის გადამუშავება.