+995 32 237 10 07
ორშ. – შაბ. 09:00 18:00

სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი


სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი


სოკარი მულტინაციონალური კომპანიაა, რომელიც 6 ქვეყანაში ფუნქციონირებს. სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი ქართულ ბაზარზე 2006 წელს შემოვიდა. პირველი ავტოგასამართი სადგური 2008 წლის 25 აპრილს გაიხსნა.  სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი მზარდი კომპანიაა, რომელშიც 1500-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. სოკარის ავტოგასამართ სადგურთა ქსელში აღსანიშნავია ისეთი თანამედროვე და გამორჩეული ობიექტები, როგორიცაა რუის-ურბნისის მრავალფუნქციური კომპლექსი, თბილისის შემოვლით გზაზე არსებული მრავალფუნქციური კომპლექსი და სოკარისა და მაკდონალდსის ერთობლივი პროექტი ბათუმში.

საქართველოს ყველა რეგიონში კომპანია მომხმარებელს სთავაზობს თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ ავტოგასამართ სადგურებს, მომსახურების მაღალ სტანდარტს და უმაღლესი ხარისხის ევროპულ საწვავს. ყველა ტიპის ბენზინი და დიზელი, გარდა ნანო დიზელისა, იმპორტირებულია ევროპიდან და სრულად აკმაყოფილებს ევრო-5 სტანდარტს. ნანო დიზელი შემოდის აზერბაიჯანიდან და შეესაბამება ევრო-3/ევრო-4 სტანდარტს.