+995 32 237 10 07
ორშ. – შაბ. 09:00 18:00

თბილისის სატრანსპორტო კომპანია


თბილისის სატრანსპორტო კომპანია


თბილისის სატრანსპორტო კომპანია (ყოფილი შპს „თბილისის მეტრო"), რომლის 100%-იანი წილის მფლობელია თბილისის მერია, ოპერირებს 1966 წლიდან, როდესაც გაიხსნა მეტროპოლიტენის პირველი მონაკვეთი დიდუბე რუსთაველის მიმართულებით. 2009 წელს თბილისის მერიის გადაწყვეტილებით კომპანიას საკუთრებაში გადაეცა მუნიციპალური ავტობუსები და მასთან დაკავშირებული უძრავი ქონება სამი ავტოპარკის სახით. 2012 წელს კომპანიის საქმიანობის არეალი კიდევ უფრო გაფართოვდა და მის აქტივებს დაემატა ახლად აშენებული რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა,  2016 წელს კი განახლდა კუს ტბის საბაგირო გზა.

2017 წელს თბილისის მეტროს შეემატა ახალი 23-ე სადგური - სახელმწიფო უნივერსიტეტი

კომპანიაში დასაქმებულია 6 300-მდე ადამიანი, რომლებიც უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ იმისათვის, რომ თბილისელებმა და ქალაქის სტუმრებმა მიიღონ მაღალი ხარისხის სატრანსპორტო მომსახურება და მგზავრობა მათთვის იყოს მაქსიმალურად უსაფრთხო და კომფორტული.