+995 32 237 10 07
ორშ. – შაბ. 09:00 18:00

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია


საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია


საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია  დაარსდა 2000 წლის 1 დეკემბერს. ასოციაცია არის დამოუკიდებელი, არასამთავრობო, არამომგებიანი, თვითრეგულირებადი ბიზნესგაერთიანება და მუშაობს დამსაქმებელთა (მრეწველთა და მეწარმეთა) და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნების, სტანდარტებისა და კონვენციების შესაბამისად და ქვეყნის მთავრობასთან და პროფკავშირებთან ერთად წარმოადგენს სოციალურ პარტნიორს. ასოციაციის ძირითად ამოცანას წარმოადგენს უზრუნველყოს ასოციაციის წევრი კომპანიების ეკონომიკური და სამართლებრივი უფლებების და ინტერესების დაცვა; კანონმდებლობის შესაბამისად მეწარმეობის განვითარების პოლიტიკის ფორმირებაში მონაწილეობის მიღება; საზოგადოებაში სამართლებრივი, სამეწარმეო კულტურისა და მართლშეგნების დამკვიდრება; პარტნიორული ურთიერთობების დამყარება სამთავრობო და პროფკავშირულ ორგანიზაციებთან; მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების კომპლექსური სისტემის დაგეგმვა და განხორციელება; საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების დამყარება და მოახდინოს უკვე არსებული თანამშრომლობის შემდგომი გაფართოება; განახორციელოს სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მრეწველთა და მეწარმეთა, დამსაქმებელთა ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და კავკასიის რეგიონში მეწარმეობის განვითარების ერთობლივი პროგრამების შექმნა-განხორციელება; ხელი შეუწყოს მოქალაქეების არჩევანის _ იყოს დასაქმებული თუ დამსაქმებელი _ რეალიზაციას და შექმნას სასწავლო კურსებისა და საკონსულტაციო მომსახურების ეფექტური ქსელი. საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია (სდა) წარმოადგენს ბიზნეს ინტერესების გამომხატველ ორგანიზაციას, რომლის მიზანია: თავის წევრებად წარმოადგინოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში და რეგიონში მომუშავე მსხვილი, საშუალო და მცირე კომპანიები, გამოვიდეს მათი სახელით და ხელი შეუწყოს ქვეყანაში მეწარმეობის განვითარებას, რათა მიღწეულ იქნას მეტი სტაბილურობა, სოციალურ-ეკონომიკური განვითარება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და შრომის ღირსეული პირობები. ასოციაცია აწყობს ბიზნესფორუმებსა და საქმიან შეხვედრებს როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. ამასთანავე სდა თავისი საინფორმაციო ქსელის მეშვეობით ხელს უწყობს ასოციაციის წევრთა დაკავშირებას უცხოურ კომპანიებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ეხმარება ასოციაციის წევრებს ფინანსური რესურსების მოძიებაში. საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია ეხმარება ასოციაციის წევრებს პრეზენტაციებისა და ღონისძიებების ორგანიზებაში. სდა ასევე აწყობს დამსაქმებელთა შეხვედრებს ხელისუფლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. ამასთანავე სდა-ში დანერგილია წევრი კომპანიების ერთმანეთთან თანამშრომლობის სისტემა. ასოციაციაში ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია 1000-მდე კომპანია შემდეგი სექტორების მიხედვით:

• სამშენებლო/საპროექტო

• ფარმაცევტული

• ტურიზმი

• სადაზღვევო

• ვაჭრობა

• სოფლის მეურნეობა

• გადამამუშავებელი მრეწველობა

• საბანკო-საფინანსო

• სასტუმროები და რესტორნები

• ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა

• ბიზნესსაკონსულტაციო ცენტრები