+995 32 237 10 07
ორშ. – შაბ. 09:00 18:00

მეირ შავითი


მეირ შავითი


მეირ შავიტის ბრენდი ქართულ ბაზარზეა 2008 წლიდან. 2015 წელს Mr.Shavit-ი წარმატებულ ქართულ ბრენდად იქნა აღიარებული.


2016 წელს Mr.Shavit-ი საქართველოში საიუველირო ბიზნესში ყველაზე სანდო და პრესტიჟულ ბრენდად იქნა აღიარებული. 2017 წლის მარტში სტამბულის საერთაშორისო საიუველირო გამოფენაზე Mr.Shavit-ის სტუდიის დიზაინმა განსაკუთრებული მოწონება და აღიარება დაიმსახურა.


დღეს მეირ შავიტის სტუდია - ბრენდი “Mr.Shavit-ი “ წარმოადგენს, ისრაელელი დიზაინერის მეირ შავიტის სამხატვრო სკოლა-აკადემიას, სადაც სტუდიაში განსწავლული და უკვე ჩამოყალიბებული დიზაინერების მიერ, მეირ შავიტის ხელმძღვანელობით, იქმნება ახალი სასაჩუქრე, რელიგიური თუ საიუველირო კოლექციები, მოდელები და ამ ნაკეთობებზე მუშაობის სპეციალური მეთოდები. ბრენდ Mr.Shavit-ის გამოფენაზე სისტემატიურად მოქმედებს მომხმარებლებისათვის ფასდაკლებისა თუ მომსახურების საუკეთესო აქციები და ღონისძიებები.


სტუდიის ინიციატივით ჩამოყალიბდა და შეიქმნა “ ოსკარ შინდლერის აკადემია “, რომელიც ძირითადად ორიენტირებულია შშმ პირების სწავლებაზე, დასაქმების ორგანიზებაზე და ხელისშეწყობაზე, თანამშრომლობს ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და დავით აღმაშენებლის აკადემიასთან.