+995 32 237 10 07
ორშ. – შაბ. 09:00 18:00

SMO-Pharmina


SMO-Pharmina


SMO-Pharmina არის ლიდერი კლინიკური კვლევების მართვის ორგანიზაცია საქართველოში, რომელიც უზრუნველყოფს კვლევითი ცენტრების, მკვლევარებისა და პაციენტების ეფექტურ იდენტიფიცირებას, რაც რადიკალურად ზრდის კლინიკური კვლევების ეფექტიანობასა და ახალი მედიკამენტების ხელმისაწვდომობას.

2000 წლიდან საქართველოში დაიწყო სამედიცინოს სისტემის რეორგანიზაცია და შეიქმნა მრავალი მონოპროფილური კლინიკა, რომელთა რიცხვმაც 2010 წლისთვის გადააჭარბა 200-ს. დადგა საჭიროება შექმნილიყო ორგანიზაცია, რომელიც კვლევით ცენტრებს დაეხმარებოდა GCP სტანდარტის, ხარისხის კონტროლის სისტემების და კვლევის კოორდინატორის პროფესიის დანერგვაში.

შპს SMO-Pharmina დაარსდა 2006 წელს. 2006 წლიდან ჩვენი ორგანიზაცია საიტებს თავაზობს კვალიფიციური კვლევის კოორდინატორების დახმარებას,  ტექნიკურ მხარდაჭერას, ფარმაცევტული საწყობის და არქივის მომსახურებას.

11 წლის განმავლობაში ორგაიზაციის ბაზაზე მომზადდა კლინიკური კვლევების 35 სპეციალისტი, რომელთა დიდი ნაწილიც ამჟამად მუშაობს სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიაში მონიტორის, წამყვანი მონიტორის ან პროექტის მენეჯერის თანამდებობაზე.