"პაკსერვისი"
ფირმა "პაკსერვისი" დაარსდა 1991 წელს. იმ დროიდან ჩვენი კომპანია აპროექტებს და აწარმოებს მრავალნაირ დასაფასოებელ - შესაფუთ დანადგარებს.
ჩვენი ავტომატური ხაზები და ნახევრად ავტომატები განკუთვნილია თხევადი, ბლანტი, პასტისებრი და ძნელად დენადი პროდუქტების დოზირების, ჩამოსხმის და შეფუთვისათვის პოლიმერულ ტარაში, დოი–პაკის პაკეტებში, მინის ტარაში, პეტ–ბოთლებში და ა.შ.
ტარის დაცობვა ხორციელდება თერმოშესადუღი ფენით დაფარული ალუმინის კილიტით, ალუმინის თალფაკით და პლასტიკის თავსახურით.
ჩვენი დანადგარების მეშვეობით შესაძლებელია არაჟნის, ხაჭოს, მაიონეზის, დამდნარი ყველის, მზესუმზირის ზეთის , ღვინის, კონიაკის, არყის, თაფლის, კეტჩუპის, მდოგვის, სოუსების, ტყემლის, საყოფაცხოვრებო ქიმიის, საკვები კონცენტრატების და სხვა ანალოგიური პროდუქტების დაფასოებას და შეფუთვას.
ჩვენი კომპანია იყენებს სხვადასხვა მოწინავე და ცნობილი ფირმების როგორიცაა Delta Electronics, Autonics, Festo, Camozzi და სხვ. საკომლექტაციო ნაკეთობებს.
ჩვენს მიერ წარმოებული ავტომატური ხაზები უზრუნველყოფს 500 დან 3000 ჭიქამდე საათში მწარმოებლურობას და ავტომატურ რეჟიმში ასრულებს ქვემოთჩამოთვლილ ოპერაციებს:
- ჭიქების მიწოდება;
- პროდუქტის დოზირება;
- კილიტის თავსახურის დაწყობა;
- კილიტის თერმოშედუღება;
- დამცავი თავსახურის დაწყობა;
- თარიღის დატანა;
- შეფუთული პროდუქტის გამოტანა.
ჩვენთან მუშაობენ მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, რომელთა ღრმა ცოდნა და შრომისმოყვარეობა უზრუნველყოფს ჩვენი დანადგარების მაღალ ხარისხს და მათი მუშაობის საიმედოობას.
ჩვენი კომპანიის პარტნიორები არიან: "სანტე", "ჯი ემ თი პროდუქტები", "ნატურალ +", "სოფლის ნობათი", "ნიკორა", "აგროკონსორციუმი წეროვანი", "ალპენ მილკი", "მითანა", "ქობულეთური" და მრავალი სხვ.